ახალი ამბები

დიღომში ავარიას 3 ადამიანი ემსხვერპლა, 2 კი დაშავდა

6 ივლისი, 2018 • 4497
დიღომში ავარიას 3 ადამიანი ემსხვერპლა, 2 კი დაშავდა

დღეს, დიღომში, ავარიის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა და 2 დაშავდა. ინფორმაცია ნეტგაზეთს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

შსს-ს ცნობით, საქმეში სამი მანქანა ფიგურირებს: ორი მსუბუქი და ერთი მიკროავტობუსი.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში გვითხრეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეშვიდე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან ათ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

გუშინ, გვიან ღამით, დიდუბის ხიდების მიმდებარე ტერიტორიაზეც მოხდა ავტოსაგზაო შემთხვევა – მსუბუქი ავტომობილი ბოძს შეეჯახა, რის შედეგადაც მძღოლი დაიღუპა:

დიდუბეში ავტომობილი ბოძს შეეჯახა – დაიღუპა მძღოლი

მასალების გადაბეჭდვის წესი