საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2017 წელს სასაკლაოებზე 616 200 მხვილფეხა და წვრილფეხა შინაური ცხოველი და 10 050 800 ფრინველი დაკლეს.
საქსტატის ცნობით, 616 200 დაკლულ შინაურ ცხოველს შორის 35,0% მსხვილფეხაა, 65,0% – წვრილფეხა (ცხვარი, თხა, ღორი და სხვა).
სტატისტიკის მიხედვით, 2017 წლის განმავლობაში სასაკლაოებზე 42 105 300 ტონა ხორცი აწარმოეს, საიდანაც 42,0% მოდის მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ხორცზე, 34,4% – ფრინველის, 13,9% – ღორის, 9,6% – ცხვრისა და თხის ხორცზე.
ოფიციალური მონაცემებით, 2017 წლის განმავლობაში სასაკლაოებში მომსახურება გაუწიეს 70 400 პირს, საიდანაც 38,9% ოჯახურ მეურნეობებს წარმოადგენს. პირუტყვის დაკვლაზე მომსახურების საშუალო ფასი მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის შემთხვევაში 23,9 ლარს შეადგენს, ცხვრის ან თხის დაკვლაზე – 9,6 ლარს, ხოლო ღორის დაკვლაზე- 20,5 ლარს.
სტატისტიკის მიხედვით, სასაკლაოებში დასაქმებულთა საშუალოთვიურმა რაოდენობამ 1060 კაცი შეადგინა. 2017 წელს საქართველოში 104 ცხოველთა და ფრინველთა სასაკლაო ფუნქციონირებდა. მათგან 19,3% მდებარეობს ქვემო ქართლში, 15,4% – კახეთში, 14,4% – იმერეთში, 14,4% – შიდა ქართლში, 10,6% – სამეგრელო-ზემო სვანეთში, 5,8% – აჭარაში, 4,8% – თბილისში, 4,8% – მცხეთა-მთიანეთში, ხოლო დანარჩენი 10,6% – სხვა რეგიონებშია განთავსებული.