ახალი ამბები

ლორთქიფანიძე: საგანელიძე აჩქარდა და აჭარბებს

19 ნოემბერი, 2013 •
ლორთქიფანიძე: საგანელიძე აჩქარდა და აჭარბებს

დავით ლორთქიფანიძის თქმით, ბრალდება, რომ ის ვანის თვითმმართველობის საქმეებში ერევა, სინამდვილეს არ შეესაბამება:

„პირიქით, ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან მე  მაქვს ჩემი რადიკალური პოზიცია ასეთი ფორმით კოჰაბიტაციასთან, რომელიც მიმდინარეობდა მთელი ამ ერთი წლის განმავლობაში და ვანის რაიონში, სინამდვილეში, „ნაციონალური მოძრაობა“ განაგრძობდა ზეობაში ყოფნას და სათავეში იდგა მათი მაჟორიტარი ლეჟავა, რომელიც ახერხებდა საკრებულოში და გამგეობაში თავისი ძალაუფლების გახანგრძლივებას, რომელსაც 8 წლის განმავლობაში ახერხებდა ვანის რაიონში. ე.ი. ლეჟავასთვის და „ნაციონალური მოძრაობისთვის“ ხელი არ უნდა შემეშალა, ალბათ, თუ ამას გულისხმობს, არ ვიცი”.

 

რაც შეეხება შტაბის დავალებებს, ლორთქიფანიძე აცხადებს, რომ 25 ოქტომბერს მას ცენტრალური შტაბიდან დაურეკეს და უთხრეს, რომ ახალქალაქში უნდა ყოფილიყო არჩევნების დღეს:

 

„ეს ჩემთვის აბსოლუტურად წარმოუდგენელი იყო. ჯერ მეგონა ხუმრობა, იმიტომ, რომ მე დავიბადე, გავიზარდე ვანის რაიონში, ცნობადობის 100%-იანი ხარისხი მქონდა. მე ვფიქრობ, რომ ჩემი ვანის რაიონში ყოფნა ბევრად უფრო სასარგებლო იქნებოდა გიროგი მარგველაშვილის შედეგისათვის, ვიდრე ახალქალაქში, სადაც ნამყოფიც არ ვარ. „

 

ლორთქიფანიძე აცხადებს, რომ ეს საკითხი ასე არ დამთავრდება და მოსახლეობა ბევრ საინტერესო რამეს გაიგებს:

„ვნახოთ, პოლიტსაბჭოზე როგორ დადგება ეს საკითხი. მე არგუმენტებით გამოვალ და ჩემი არგუმენტები იქნება მყარი და შეუვალი და ამასთან დაკავშირებით პოლიტსაბჭო მიიღებს გადაწყვეტილებას. მოვითხოვ, ის ადამიანი, რომელმაც დააშავა, დაისაჯოს და თუ მე დავაშავე, დავისჯები, მაგრამ პარტიიდან და ფრაქციიდან გასარიცხად ადამიანს კატასტროფული რაღაც უნდა გქონდეს ჩადენილი.“

 

ლორთქიფანიძის თქმით, საგანელიძე ჩქარობს და აჭარბებს. გარდა ამისა, ლორთქიფანიძე მას პოლიტიკური ველის გამოთავისუფლებაში სდებს ბრალს:

 

„დავითი ცოტა აჩქარდა და აჭარბებს. მე ვფიქრობ, რომ ველს ითავისუფლებს, ის დეპუტატები, რომლებიც, მაპატიეთ, და ერთი ხელის დატკაცუნებაზე არ დადიან მის ჭკუაზე, მას არ აწყობს და ეს ძალიან ცუდია თვითონ კოალიციისთვის, რადგან განსხვავებული აზრის არსებობა და სხვა მსოაზრების გაზიარება არის აუცილებელი პოლიტიკური პროცესებისათვის”,- განაცხადა დავით ლორთქიფანიძემ. 

მასალების გადაბეჭდვის წესი