ახალი ამბები

ოდიშარიასთვის “კულტურული მემკვიდრეობის შესახებ” კანონში დაგეგმილი ცვლილებები მისაღებია

19 ნოემბერი, 2013 • • 1214
ოდიშარიასთვის “კულტურული მემკვიდრეობის შესახებ” კანონში დაგეგმილი ცვლილებები მისაღებია

გურამ ოდიშარია აცხადებს, რომ პარლამენტმა კანონპროექტი უნდა “ჩამოქნას”:

„პარლამენტშია ახლა კანონპროექტი და პარლამენტმა ეს ყველაფერი უნდა ჩამოქნას კანონად და თვითონ უნდა განსაზღვროს, რა შემთხვევაშია ეს სახელმწიფოებრივი და რა შემთხვევაში- არა. მეც გავეცანი, სამინისტროში ვმუშაობთ ამაზე და გავეცნობით ევროპული ქვეყნების გამოცდილებას. გავეცანი იტალიის, შვედეთის და სხვათა გამოცდილებას. შვედებს პირდაპირ უწერიათ, რომ სახელმწიფოსთვის როდესაც მნიშნელოვანია სტატუსი მოიხსნას, ექსპერტების თანხმობით, მათი ანალიზის შემდეგ, ისინი ხსნიან და ბევრი ქვეყანა აკეთებს ამას.”

 

ოდიშარიას განმარტებით, კანონპროექტი პრინციპების დონეზე მისაღებია, თუმცა საჭიროა მეტი ჩართულობა და გამჭვრივალობა მისი განხილვის პროცესში:

“დარწმუნებული ვარ, ეს კანონპრეოქტი შემუშავების პროცესში დაიხვეწება. ნორმალურია კანონპროექტის  ეს ვარიანტი, მაგრამ როდესაც არის კითხვები ამასთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, ისეთი კანონი უნდა ჩამოიქნას საბოლოოდ, რომელიც ძეგლსაც დაიცავს და სახელმწიფო მნიშვნელობას ზუსტად განსაზღვრავს. ამჟამად წარმოდგენილი კანონპროექტის პრინციპს ვეთანხმები, მაგრამ კიდევ ვიმეორებ, რომ ეს უნდა იყოს მეტი განხილვის საგანი, მეტი გამჭვირვალე უნდა იყოს და მეტი ადამიანი უნდა ჩაერთოს ამაში. ეს იქნება სპეციალსიტები, საზოგადოების წარმომადგენლები და სხვები,”- განაცხადა ოდიშარიამ. 

მასალების გადაბეჭდვის წესი