ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, მოქმედი ხელისუფლება წინა ხელისუფლების აღებულ ვალდებულებებს ფარავს:
“ვასწორებთ თქვენს მიერ დაშვებულ შეცდომებს და ხარვეზებს. ეკონომიკა კი არ შექმენით და ააშენეთ, არამედ რეალურად დაანგრიეთ. დროებითი სტიმულატორების საშუალებით აპირებდით ეკონომიკის განვითარებას. “
კანდელაკმა ღარიბაშვილს ასევე ირაკლი ციბაძეზე დაუსვა კიტხვა, რომელიც მისივე თქმით ბორდის წევრებზე ახორციელებს ზეწოლას:
“მე ნამდვილად არ ვიცნობ ამ ადამიანს, მაგრამ კიდევ ერთხელ მინდა ვაჩვენო საზოგადოებას როგორი უსამართლოები ხართ თქვენ, პირადად ბატონო გიორიგ. წლების განმავლობაში ძალიან კარგად იცოდით, რომელი ოდეერი რომელ სამინისტოში იყო და რა საქმიანობას ახორციელებდნენ ისინი, რა დავალებებს იღებდნენ და ა.შ. არასოდეს არ გაგჩენიათ შეკითხვა და ვერ გაბედავდით ამის კითხვას ჩემი წინამორბედისთვის, თუ რატომ არსებობდნენ ოდეერები სამინისტროებში. მე ამ კონკრეტულ შეკითხვაზე პასუხს არ გაგცემთ, იმიტომ რომ თქვენგან მე ამ შეკითხვას არ მივიღებ.”
აღნიშნულ რეპლიკას ღრიბაშვილსა და გია ბარამიძეს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა:
“ბატონო ირაკლი, თქვენ რა გგონიათ, ვისთან მოხვედით? როგორ საუბრობთ? ძალიან გთხოვთ, თავი შეიკავეთ და წესიერად ისაუბრეთ, იმიტომ რომ ტყუილებს ლაპარაკობთ თქვენ და მთელი თქვენი გუნდი. მოხვედით ტყუილებით. მთავარი ტყუილი არის, რომ ჩვენ ქვეყანა დავანგრიეთ, ეს არის უნამუსო ტყუილი. ძალიან გთხოვთ თავი შეიკავეთ და წესიერად ისაუბრეთ,”- განაცხადა თარგამაძემ.
ღარიბაშვილმა ბარამიძეს ემოციების შეკავებისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ ასე მიხეილ სააკაშვილთან უნდა ესაუბრათ. ღარიბაშვილმა ბარამიძეს ჰკითხა, ოდესმე თუ გაუკრიტიკებია სააკაშვილი, რაზეც ბარამიძემ განაცხადა, რომ ყოფილი პრეზიდენტი გირგვლიანის მკვლელების შეწყალებისას საჯაროდ გააკრიტიკა და ღარიბაშვილსიგან ბოდიშის მოხდა მოითხოვა.