შესაბამისი განცხადებით დავით ბეჟუაშვილმა პარლამენტის ბიუროს უკვე მიმართა. როგორც დავით უსუფაშვილმა ბიუროს სხდომაზე განაცხადა, დამატებითი განცხადება რომელიმე ფრაქციაში გაწევრიანების შესახებ ბეჟუაშვილს არ წარმოუდგენია:

 

“ე.ი. ის უერთდება უფრაქციო დეპუტატების რიგებს. ვიღებთ ცნობად,” – განაცხადა უსუფაშილმა.

 

დავით ბეჟუაშვილი მერვე მოწვევის პარლამენტში თეთრიწყაროს მაჟორიტარია. ბეჟუაშვილი საქართველოს მეხუთე, მეექვსე და მეშვიდე მოწვევის პარლამენტის წევრიც იყო.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *