ახალი ამბები

შს მინისტრის მოადგილემ დეპუტატს ნაბიჭვარი უწოდა

15 ნოემბერი, 2013 •
შს მინისტრის მოადგილემ დეპუტატს ნაბიჭვარი უწოდა

კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს პოლიციის აკადემიისთვის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მინიჭებას, ლევან იზორიამ წარადგინა, რასაც მოჰყვა საპარლამენტო უმცირესობის მხრიდან შეკითხვები და რეპლიკები ადგილიდან.

 

მიხეილ მაჭავარიანის რეპლიკას, იზორიამ უპასუხა: “ხელს ნუ მიშლი!” – რაზეც მაჭავარიანმა უპასუხა, რომ ნოტაციებს ნუ უკითხავდა.

 

“თუ საჭირო იქნება, წაგიკითხავ” – უთხრა იზორიამ, რაზეც აკაკი ბობოხიძემ მიუგო: “ბებიაშენს წაუკითხე!”

 

ამის შემდეგ შს მინისტრის მოადგილემ აკაკი ბობოხიძეს უთხრა:

 

“ბაბუაშენს წაუკითხე… ბობოხიძე, შენ მაგ სიტყვებს არ გაპატიებ! უყურე ამას! მაგ სიტყვებს არ ვაპატიებ, ნაბიჭვარი ეს!”

 

ინციდენტის გამო, პარლამენტის ვიცე-სპიკერმა მანანა კობახიძემ სხდომა დროებით შეაჩერა. ხოლო უმცირესობამ პროტესტის ნიშნად დარბაზი დატოვა.


სხდომის განახლების შემდეგ ლევან იზორიამ განაცხადა:


“მე უმრავლესობის წინაშე ვიხდი პირველ რიგში ბოდიშს, თუ რაღაცა ისეთი დისკომფორტი შეიქმნა მუშაობაში, მაგრამ მერწმუნეთ, რომ როდესაც პიროვნულ შეურაცხყოფაზე გადადის ოპონენტი, იქ უბრალოდ, მე, როგორც კაცი, ვალდებული ვარ, რომ რეაქცია მქონდეს. ყველანაირი თანამდებობა და სხვა არ მიღირს იმად, რომ კაცობაზე და რაღაც ღირსებაზე უარი ვთქვა და კიდევ ერთხელ დიდ ბოდიშს ვიხდი ამისთვის”.

მასალების გადაბეჭდვის წესი