ახალი ამბები

გაბაშვილი: გამოძიების პროცესში ნაცვლიშვილს უფლებამოსილება უნდა შეუჩერდეს

14 ნოემბერი, 2013 • • 1076
გაბაშვილი: გამოძიების პროცესში ნაცვლიშვილს უფლებამოსილება უნდა შეუჩერდეს

საპარლამენტო უმცირესობის წევრი გოკა გაბაშვილი აცხადებს, რომ საქმე გვაქვს თავხედობასთან, რადგან მისივე თქმით, მაღალი თანამდებობის პირები ჟურნალისტზე ზეწოლას ახორციელებენ. გაბაშვილი საქმის დაუყონებლივ გამოძეიბას მოითხოვს:

 

“ფაქტი სასწრაფოდ უნდა იქნას გამოძიებული. ჩვენ საქმე გვაქვს თავხედობასთან, რადგან საქართველოს მაღალი თანამდებობის პირები, თავდაცვის მინისტრი და გენერალური პროკურორის მოადგილე, ხვდებიან ჟურნალისტს და ახორციელებენ მასზე ზეწოლას, იმისთვის, რომ მისცეს ცრუ ჩვენება ხურჩის ტერაქტთან დაკავშირებით. გოგოხიას თხოვენ თქვას თითქოს ინციდენტში  ქართული მხარე მონაწილეობდა. ისედაც სკანდალურია ეს ყველაფერი, რადგან საქართვეოს მთავრობა ცდილობს დაამტკიცოს, რომ ამ ინციდენტში მონაწილეობდა ქართული მხარე და არა ოკუპანტები და აფხაზური მხარე.”

 

გოკა გაბაშვილი
გოკა გაბაშვილი

გაბაშვილი მიიჩნევს, რომ  გამოძიების მიმდინარეობისას ნაცვლიშვის უფლებამოსილებები უნდა ჩამოერთვას.

 

“რუსთავი 2”–ის ჟურნალისტის ემა გოგოხიას განცხადებით მთავარი პროკურორის პირველი მოადგილე ლაშა ნაცვლიშვილი და თავდაცვის მინსიტრი ირაკლი ალასანია მას ხურჩის საქმეზე მცდარი აღიარებითი ჩვენების მიცემას სთხოვდნენ, სანაცვლოდ კი რუსეთში გაშვებას, ბიზნესს და მაღალ თანამდებობას სთავაზობდნენ. აღნიშნულ ბრალდებას ლაშა ნაცვლიშვილი აბსურდულს უწოდებს, ალასანია კი ამ საკითხზე კომენტარს არ აკეთებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი