ახალი ამბები

კომიტეტმა ცივი იარაღის ტარების აკრძალვას მხარი დაუჭირა

14 ნოემბერი, 2013 • • 1043
კომიტეტმა ცივი იარაღის ტარების აკრძალვას მხარი დაუჭირა

ცვლილებების მიხედვით, რომელსაც იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა, ცივი იარაღის ტარება დასჯადი ხდება. 


“ჩვენ შევისწავლეთ უცხოური გამოცდილება და აღმოჩნდა, რომ უმრავლეს შემთხვევაში ევროპის ქვეყნებში ცივი იარაღის ტარება აკრძალულია. ჩვენს შემთხვევაში დაშვებულია საგამონაკლისო შემთხვევები. მაგალითად, როცა ადამიანი სანადიროდ ან პიკნიკზე მიდის. ჩვენ ასევე ვგეგმავთ ცივი იარაღის უფრო დეტალურ დეფინიციას როგორც ეს სხვა ქვეყნებშია, რადგან ყოველგვარი გაუგებრობა ამასთან დაკავშირებით იქნას გამორიცხული,“ – ამბობს შს მინისტრის მოადგილე ლევან იზორია.


კანონპროექტის მიხედვით, კოდექსს უნდა დაემატოს 1811 მუხლი, რომლის მიხედვითაც – ქუჩებში, ეზოებში, სტადიონებზე, სკვერებში, პარკებში, საგანმანათლებლო დაწესებულებებში, კინო/თეატრებში, საკონცერტო დარბაზებში, კაფეებში, რესტორნებში, ყველა სახის საზოგადოებრივ ტრანსპორტში, ავტო და რკინიგზის სადგურებში, აეროპორტებში და  საზოგადოებრივი თავშეყრის სხვა ადგილებში, ცივი იარაღის ტარება გამოიწვევს პირის გაფრთხილებას ან დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით. ხოლო იგივე ქმედება ჩადენილი განმეორებით ადმინისტრაციული სახდელის დადებიდან ერთი წლის განმავლობაში, გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღე–ღამის ვადით.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი