ახალი ამბები

კურტ კობეინი: თინეიჯერობისას ვფიქრობდი, რომ გეი ვიყავი

24 ოქტომბერი, 2013 • • 4342
კურტ კობეინი: თინეიჯერობისას ვფიქრობდი, რომ გეი ვიყავი

1993 წელს კობეინი ჟურნალისტ ჯონ სავაჟს ნიუ–იორკში ესაუბრა. აუდიოჩანაწერი ამერიკის შეერთებული შტატების მაუწყებელმა PBS–მა Youtube-ზე იპოვა, წერს გამოცემა “The Independent”

 

კობეინი აცხადებდა, რომ მას კოლეჯში მძიმე პერიოდი ჰქონდა. როცა ჟურნალისტმა ჰკითხა, ჰქონდა თუ არ პრობლემები იმის გამო, რომ ზოგიერთი ადამიანი ჰომოსექსუალად მიიჩნევდა, კობეინმა უპასუხა:

 

“კი, იმასაც ვფიქრობდი, რომ გეი ვარ. ვფიქრობდი, რომ ეს შეიძლებოდა ყოფილიყო ჩემი პრობლემების [მარტოობის განცდა] გადაწყვეტა. მიუხედავად ამისა, მე არასდროს ჩამიტარებია ექსპერიმენტი. მყავდა გეი მეგობარი, დედაჩემი მასთან მეგობრობას მიკრძალავდა, რადგან ჰომოფობია. ეს გამანადგურებელი იყო, რადგან, ბოლოს და ბოლოს, ვიპოვე ბიჭი მეგობარი, ვისაც ჩავეხუტებოდი, ვის მიმართაც სითბოს ვგრძნობდი და ბევრ რამეზე ვსაუბრობდი. მასთან ურთიერთობა კი მეტად აღარ შემეძლო.”

 

თინეიჯერობის დროს კობეინის მეგობრების უმეტესობა გოგო იყო:

 

“ვერ შევძელი ისეთი ბიჭი მეგობრების პოვნა, რომლებთანაც თავს კომფორტულად ვიგრძნობდი”.

 

მისივე თქმით, ბავშვობა ბედნიერი ჰქონდა იქამდე, სანამ მშობლები განქორწინდებოდნენ.

 

“უეცრად მთელი ჩემი სამყარო შეიცვალა. არ შემეძლო ჩემი მეგობრების ნახვა. სასოწარკვეთილებამდე მსურდა, რომ ტიპური ოჯახი მყოლოდა, დედა და მამა”

 

კურტ კობეინი ცნობილია, როგორც ჰომოფობიის წინააღმდეგ მებრძოლი მუსიკოსი. მის ერთ–ერთ ინტერვიუში “ნირვანას” ვოკალისტი ამბობდა:

 

” მე არ ვარ გეი, მაგრამ ვისურვებდი, რომ ვყოფილიყავი, რათა ჰომოფობები განმერისხებინა.”

 

“The Advocate”– ისთვის მიცემულ ინტერვიუში 1993 წელს კურტ კობეინმა განაცხადა, რომ  შესაძლოა ბისექსუალია.

მასალების გადაბეჭდვის წესი