მსოფლიო კორონავირუსის პანდემიას ებრძვის — ბოლო მონაცემებით, ინფიცირების 220 ათასამდე შემთხვევა დასტურდება, გარდაცვალების შემთხვევები კი 9000-მდე აღწევს.
უკვე დაწყებულია ვაქცინასა და წამლებზე მუშაობა და ტესტირებები, თუმცა მანამ, სანამ ამ მიმართულებით შედეგები იქნება, ქვეყნების მთავრობების აბსოლუტური უმრავლესობა ითვალისწინებს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციას და მოქალაქეებს „სოციალური დისტანცირებისკენ“ მოუწოდებს.
კორონავირუსის გავრცელების მასშტაბების შესამცირებლად მოქალაქეები უარს ამბობენ ქუჩაში გამოსვლაზე, — უკვე არაერთმა მთავრობამ გამოაცხადა საგანგებო რეჟიმი, საზღვრები ჩაიკეტა…
„ნეტგაზეთი“ გთავაზობთ ფოტორეპორტაჟს მსოფლიოს ქვეყნების ქალაქებიდან. ფოტოები „ევროპის პრესფოტო სააგენტოს“ (EPA-ს) ფოტოგრაფებმა გადაიღეს. საავტორო უფლებები დაცულია.
სერბეთი, ბელგრადი – 15 მარტიდან ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობაა და 20:00 საათიდან 05:00 საათამდე სახლიდან გამოსვლა იკრძალება. 18.03.2020. ფოტო: EPA-EFE/ANDREJ CUKICცარიელი ქუჩა ლონდონში, კოვენტ-გარდენზე. „ჯოგური იმუნიტეტის“ პოლიტიკის მიტოვების შემდეგ, ბორის ჯონსონმა მოქალაქეებს არასაჭირო სოციალური კონტაქტისგან თავის არიდებისკენ მოუწოდა. 18.03.2020. ფოტო: EPA-EFE/NEIL HALLჩვეულებრივ დროს გადატვირთული ქუჩის ხედი პოლონეთში, ვარშავაში. ქვეყანაში 50 ადამიანზე ხალხმრავალი შეკრებები აიკრძალა. დაიხურა კაფეები, სავაჭრო ცენტრები, რესტორნები, კაზინოები და ა.შ.. უცხოელთათვის დროებით ქვეყანაში შესვლა აიკრძალა. ფოტო: EPA-EFE/Andrzej Lange POLAND OUTმადრიდი, ესპანეთი – პოლიციელები საფუხბურთო მოედანთა პატრულირებენ. ეს ქვეყანა ერთ-ერთია მათ შორის, ვინც ყველაზე მეტად დაზარალდა კორონავირუსის პანდემიით. ფოტო: EPA-EFE/JUANJO MARTIN Attention editors: Faces pixelated by source in accordance with Spanish lawათენი, საბერძნეთი — კაფეები, რესტორნები, მუზეუმები და არქეოლოგიური ძეგლები დაკეტილია სულ მცირე, მარტის ბოლომდე. ფოტოზე ჩანს ყვითელი ტაქსები 18.03.2020 EPA-EFE/ANDREAS TSAKNARIDISათენი, საბერძნეთი, მონასტირაკის მოედანი ცარიელი ქუჩებით. 18.03.2020. ფოტო: EPA-EFE/ANDREAS TSAKNARIDISსტოკჰოლმის ეროვნული მუზეუმი, შვედეთი — მუზეუმი 20 მარტიდან დაიხურება. 18.03.2020. ფოტო: EPA-EFE/Ali Lorestani / TT SWEDEN OUTამანი, იორდანია — ცარიელი ქუჩის ხედი. 17 მარტს გამოიცა განკარგულება, რომელიც მთავრობას განსაკუთრებული ზომების მიღების უფლებას ანიჭებს. მგზავრობა შეზღუდულია, არასაჭიროდ მიჩნეული ბიზნეს-საქმიანობა შეჩერებული18.03.2020 ფოტო: EPA-EFE/ANDRE PAINფეხით მოსიარულე ადამიანი პორტოში, პორტუგალიაში. რესტორნები დახურულია. ინფიცირებულთა რიცხვი 642-ს აღწევს, რომელთაგან მხოლოდ 89 არის საავადმყოფოში. 18.03.2020 EPA-EFE/JOSÉ COELHOსაფრანგეთის პარლამენტი. ქალაქებში გადაადგილება მხოლოდ სპეციალური ნებართვით არის შესაძლებელი. ქვეყანას საგანგებო მდგომარეობა აქვს გამოცხადებული. 18.03.2020. ფოტო: EPA-EFE/CHRISTOPHE PETIT TESSONტრიუმფალური თარი პარიზში, საფრანგეთში. 18.03.2020. ფოტო: EPA-EFE/CHRISTOPHE PETIT TESSONდრონით გადაღებულ ამ ფოტო ჩანს ცარიელი საპარკინგე ადგილი მერილენდში, აშშ-ში. 18.03.2020. ფოტო: EPA-EFE/JIM LO SCALZOდაცარიელებული აეროპორტი ლიბანში ბეირუთში. აეროპორტი 18 მარტს დახურეს. ქვეყანაში 4 ადამიანია კორონავირუსით გარდაცვლილი, დაინფიცირებული – 133. ფოტო: EPA-EFE/NABIL MOUNZERრიო დე ჟანეირო, ბრაზილია, იპანემას დაცარიელებული პლაჟი. 18.03.2020. ფოტო: EPA-EFE/Antonio Lacerda BEST QUALITY AVAILABLEქრისტიანული ეკლესიის წარმომადგენლები ბოგოტაში, კოლუმბიაში. მომავალ კვირაში მღვდელმსახურებას ფეისბუკზე პირდაპირ ეთერში გაუშვებენ. კარანტინი ოფიციალურად შემდეგ კვირას შედის ძალაში. 18.03.2020. ფოტო: EPA-EFE/Carlos Ortegaმეტროსადგური პანამაში. ბოლო დღეებში მთავრობამ გასართობი დაწესებულებების დახურვის განკარგულება გასცა. უცხოელთათვის შემოსვლა აიკრძალა. 18.03.2020. ფოტო: EPA-EFE/Carlos Lemosრკინიგზის სადგური ანტვერპენში, ბელგიაში. ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. 18.03.2020. ფოტო: REUTERS/Francois Lenoirთელ ავივი, ისრაელი — მედიაში გავრცელებული ცნობების თანახმად, ისრაელის ხელისუფლება „კონტრტერორისტულ მექანიზმებს გამოიყენებს კორონავირუსის გავრცელებასთან საბრძოლველად“, — ინფიცირებული ადამიანების ადგილმდებარეობის დასადგენად. მოქალაქეებს მითითება მიეცათ, სახლებში დარჩნენ. ფოტო: EPA-EFE/ABIR SULTANთითქმის დაცარიელებული უოლ-სტრიტი, ნიუ-იორკი, საფონდო ბირჟასთან ახლოს. მსოფლიო ეკონომიკა ძლიერი რეცესიის წინაშეა. ფოტო: EPA-EFE/JUSTIN LANEსუპერმარკეტი პოდოლსკში, მოსკოვთან ახლოს — ხელისუფლება ხალხს სახლებში დარჩენისკენ მოუწოდებს. რუსეთში 147 შემთხვევაა ოფიციალურად დადასტურებული. არაერთი ტურისტული ადგილი დაიხურა ფოტო: EPA-EFE/MAXIM SHIPENKOV
მშიდობის ხიდი – ტურისტებით ერთ-ერთი ყველაზე დატვირთული ადგილი თბილისში. აქ ჯერ საგანგებო მდგომარეობა არ გამოცხადებულა, თუმცა საზღვრები ჩაიკეტა, მოქალაქეებს სახლში დარჩენისკენ მოუწოდებენ. ფოტო: EPA-EFE/ZURAB KURTSIKIDZE