ახალი ამბები

9 დაღუპული და 27 დაჭრილი – მეორე შეიარაღებული თავდასხმა აშშ-ში

4 აგვისტო, 2019 • 1275
9 დაღუპული და 27 დაჭრილი – მეორე შეიარაღებული თავდასხმა აშშ-ში

ოჰაიოს შტატის ქალაქ დაიტონში მომხდარ შეიარაღებულ თავდასხმას 9 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ხოლო 27 დაშავდა. BBC-ის ინფორმაციით, მოკლულია თავდამსხმელიც.

როგორც ბრიტანული გამოცემა წერს, პოლიციამ თავდასხმელი სროლის დაწყებიდან ერთ წუთში მოკლა. მათი ინფომრაციით, თავდამსხმელს ჯავშან ჟილეტი ეცვა და მას დამატებით ჰქონდა საბრძოლო მასალა.

  • ეს ბოლო 24 საათის განმავლობაში მეორე შეიარაღებული თავდასხმაა აშშ-ს მასშტაბით.

დღეს, ტეხასის ქალაქ ელ-პასოში შეიარაღებული თავდასხმის შედეგად 20 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 26 დაიჭრა.

20 დაღუპული და 26 დაჭრილი – შეიარაღებული თავდასხმა ტეხასში

მასალების გადაბეჭდვის წესი