ახალი ამბები

რუსეთი მომაკვდინებელ აფეთქებაში რადიოაქტიური მასალების არსებობას ადასტურებს

11 აგვისტო, 2019 • 2525
რუსეთი მომაკვდინებელ აფეთქებაში რადიოაქტიური მასალების არსებობას ადასტურებს

რუსეთმა ოფიციალურად აღიარა დასატესტ პოლიგონზე მომხდარ აფეთქებაში რადიოაქტიური მასალების არსებობა. ამის შესახებ ვრცელ სტატიას “ნიუ იორკ ტაიმსი” აქვეყნებს.

რუსეთის ატომური ენერგიის კომპანია “როსატომი” შაბათს გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნავს, რომ ხუთშაბათს დილით ჩატარებული წარუმატებელი ტესტის შედეგად მათი 5 თანამშრომელი დაიღუპა. კომპანიის განცხადებით, ტესტი მოიცავდა “თხევადი საწვავის იზოტოპურ წყაროზე მომუშავე ძრავს”. მანამდე, ამავე სატესტო პოლიგონზე 2 სამხედრო პირის გარდაცვალების შესახებ გახდა ცნობლი.

ჩვენი ამხანაგების ნათელი ხსოვნა მუდამ იცოცხლებს ჩვენს გულებში”, – ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

კომპანიის განცხადებაში არ იყო ნახსენები, თუ რისთვის გამოიყენებოდა ძრავის სისტემა, თუმცა პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი მანამდე თავს იწონებდა იმით, რომ “რუსეთმა განავითარა ატომური ძრავი შორ მანძილზე რაკეტების სასროლად.

“როსატომის”განცხადება არ განმარტავდა, თუ რატომ დაფიქსირდა აფეთქებიდან რამდენიმე საათში დროის მოკლე პერიოდით რადიაციის დონის აწევა ახლომდებარე ქალაქებში.

მაშინ, როცა რუსეთის მთავრობას არ მიუცია სრული ახსნა-განმარტება იმაზე, თუ რა მოხდა სატესტო პოლიგონზე, კომპანია “როსატომის” განცხადებით ცნობილი გახდა, რომ ავარია ახალი კლასის ატომურ ძრავზე მომუშავე იარაღების დატესტვისას მოხდა. ამ ტიპის იარაღზე პუტინმა დაახლოებით ერთი წლის წინ საჯაროდ ისაუბრა.

როგორც “ნიუ იორკ ტაიმსი” წერს, კომპანია “როსატომის” განცხადება იყო პირველი ოფიციალური აღიარება რუსეთის ცენტრალური მთავრობის მხრიდან აფეთქებისას რადიოაქტიური მასალების არსებობის შესახებ, თუმცა ის არ შეიცავდა დეტალურ ინფორმაციას, კონკრეტულად რა ელემენტები გამოიყენებოდა და სავარაუდოდ გავრცელდა გარემოში.

მასალების გადაბეჭდვის წესი