ახალი ამბები

Facebook-ის განცხადებით, Cambridge Analytica-მ 87 მლნ მომხმარებლის მონაცემები მოიპოვა

5 აპრილი, 2018 • 2047
Facebook-ის განცხადებით, Cambridge Analytica-მ 87 მლნ მომხმარებლის მონაცემები მოიპოვა

Facebook-ის განცხადებით, Cambridge Analica-მ 87 მლნ მომხმარებლის პირადი ინფორმაცია მოიპოვა. ამის შესახებ ინფორმაცია დღეს Facebook-ის ტექნოლოგიების ოფიცერმა მაიკ შროეპფერმა გაავრცელა. როგორც ის თავის ბლოგში წერს, მომხმარებელთა უმეტესობა აშშ-ში ცხოვრობს. BBC-ის ინფორმაციით, 87 მლნ-დან ერთი მილიონი დიდი ბრიტანეთის მცხოვრებლები არიან.

სოციალური მედიის კომპანიის კრიტიკა მას შემდგ დაიწყო, რაც ცნობილი გახდა, რომ  დიდ ბრიტანეთში დაფუძნებულმა კომპანია Cambridge Analytica-მ მილიონობით მომხმარებლის ინფორმაცია მოიპოვა.

რამდენიმე მედიასაშუალებამ, მათ შორის, Channel 4-მა  და The New York Time-მა ბირტანეთში რეგისტრირებულ ანალიტიკურ კომპანიას, Cambridge Analytica-ს 2016 წლის აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებზე ზეგავლენაში დასდო ბრალი. მედიასაშუალებების მიერ მომზადებული ჟურნალისტური გამოძიებებით ირკვევა, რომ არჩევნებზე ზემოქმედებისთვის კომპანიამ ფეისბუკის მომხარებლების პერსონალური მონაცემები გამოიყენა.  როგორც CNN წერს, ფეისბუკმა კემბრიჯის უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის პროფესორს, ალექსანდრ კოგანს 2014 წელს უფლება მისცა, შეეგროვებინა სოციალური ქსელის იმ ასეულობით ათასი მომხმარებლის პერსონალური მონაცემი, რომლებიც კოგანის მიერ შექმნილ აპლიკაციას – “ეს არის შენი ციფრული ცხოვრება” – გამოიყენებდა. აღნიშნული აპლიკაცია მომხმარებელს სთავაზობდა ე.წ. პიროვნების ტესტს, სანაცვლოდ კი მომხმარებლები თანხმდებოდნენ, რომ აპლიკაცია შეაგროვებდა მონაცემებს მათი ადგილსამყოფელის, მეგობრებისა და ფეისბუკზე მათი “მოწონებების” შესახებ.

The New York Times-ის ინფორმაციით, კოგანმა აღნიშნულ ადამიანთა პერსონალური მონაცემები Cambridge Analytica-ს მიაწოდა. 2015-2016 წლებში Cambridge Analytica დონალდ ტრამპის წინასაარჩევნო კამპანიისთვის მუშაობდა, ხოლო მომხმარებლების მონაცემების შეგროვებით მათ საშუალება მიეცათ, შეექმნათ მოქმედების ისეთი სტრატეგია, რომელიც გარკვეულწილად არჩევნების შედეგებზე ზეგავლენას იქონიებდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი