Meta-ს სოციალური ქსელები შეფერხებით მუშაობს.
როგორც Facebook-ის, ასევე, სხვა სოციალური ქსელების, მათ შორის პლატფორმა X-ის, მომხმარებლები წერენ, რომ ავტომატურად გამოვიდნენ სოციალური ქსელის ვებ-ვერსიისა და მობილური აპლიკაციების ანგარიშებიდან და პლატფორმაზე ავტორიზაციას ვეღარ ახერხებენ.
რაც შეეხება კომპანიის მფლობელობაში არსებულ კიდევ ერთ სოციალურ ქსელს, Instagram-ს, მომხმარებლები აცხადებენ, რომ პლატფორმაზე მთავარი გვერდი არ ახლდება.
ამ დრომდე [19:30] კომპანია Meta, რომელიც „ფეისბუკს“ ფლობს, ხარვეზს არ გამოხმაურებია.