„ფეისბუკი“ და „მესენჯერი“ გარკვეული ხარვეზებით მუშაობს, განსაკუთრებით, ვებ-ვერსიების შემთხვევაში.
ფეისბუკის ვებგვერდზე შესვლისას მომხმარებელს გვერდის ჩატვირთვის ნაცვლად თეთრი ეკრანი ხვდება.
ნაკლებადაა პრობლემები სმარტფონების შემთხვევაში, როდესაც ფეისბუკზე აპლიკაციის მეშვეობით შევდივართ.
ხარვეზები თბილისის დროით დაახლოებით 16 საათიდან და 20 წუთიდან ფიქსირდება.