ახალი ამბები

“მტკვარი ენერგია” ახალი ჰესებში 600 მილონი დოლარის ინვესტირებას გეგმავს

23 ოქტომბერი, 2013 • • 1950
“მტკვარი ენერგია” ახალი ჰესებში 600 მილონი დოლარის ინვესტირებას გეგმავს

მემორანდუმი, ახალი ჰესების მშენებლობის მიზნით, პროექტების ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის ჩატარებას გულისხმობს. კომპანიამ კვლევა 27 თვეში უნდა დაასრულოს, რის შემდეგაც ჰესების ტექნიკური მონაცემები დაზუსტდება და ინვესტორი სამშენებლო სამუშაოების განსახორციელებლად კონკრეტულ პროცედურებს დაიწყებს.

 

მემორანდუმის ხელმოწერა
მემორანდუმის ხელმოწერა

“მტკვარი ენერგიას” ხელმძღვანელი ანზორ კვარაცხელია ამბობს, რომ ამ პროექტის განხორციელების მიზნით ენერგეტიკის სამინისტროს თავად დაუკავშირდა: “ჩვენ თვითონ ვმუშაობდით ამ საკითხებზე. სამინისტროს მივმართეთ წერილით და ვითხოვეთ დაგვემუშავებინა ხაშურიდან რუსთავის ბოლომდე მდინარე მტკვრის ენერგორესურსი. ჩვენ მივიღეთ წინასწარი თანხმობა, ჩავატარეთ პორექტის პრეზენტაცია, სადაც ჩამოვიყვანეთ პოტენციური ინვესტორი. 600 მილიონზე მეტი ჯდება ჩვენი პროექტი, შეთანხმება პრაქტიკილად მიღწეულია. გვაქვს წერილობითი თანხმობა ამასთან დაკავშრებით შვეიცარულ კომპანიასთან ფინანსებზე, მალე იქნება წარმოდგენილი საბანკო გარანტიები.”    

 

მემორანდუმით გათვალისწინებული ასაშენებელი ჰესების ჯამური დადგმული სიმძლავრე 331,6 მგვტ-ს შეადგენს, ხოლო წლიური გამომუშავება 1,815 მლრდ კვტ.საათს მიაღწევს.

 

პროექტების განხორციელებაში დაახლოებით 600 მლნ აშშ დოლარის ინვესტიცია ჩაიდება. ამასთან, კომპანია მშენებლობის პროცესში 4 500 ადამიანს დაასაქმებს, ხოლო ჰიდროელექტროსადგურების ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ 400 მუდმივ სამუშაო ადგილს შექმნის. ჰესები მდინარე მტკვრის კალაპოტზე განლაგდება.

 

ენერგეტიკის სამინისტროს ინფორმაციით, კომპანია „მტკვარი ენერგია“ ტექნიკურ-ეკონომიკურ კვლევებს შემდეგ პოტენციურ პროექტებზე ჩაატარებს:

 

• „ხაშური ჰესი“ – დადგმული სიმძლავრე – 20,8 მგვტ; წლიური გამომუშავება – 104,5 მლნ კვტ.საათი.

• „ქვიშხეთი ჰესი“ – დადგმული სიმძლავრე – 25,3 მგვტ; წლიური გამომუშავება – 104,5 მლნ კვტ.საათი.

• „ოსიაური ჰესი“ – დადგმული სიმძლავრე – 20,8 მგვტ; წლიური გამომუშავება – 104,9 მლნ კვტ.საათი.

• „გომი ჰესი“ – დადგმული სიმძლავრე – 20,8 მგვტ; წლიური გამომუშავება – 105,2 მლნ კვტ.საათი.

• „ახალსოფელი ჰესი“ – დადგმული სიმძლავრე – 20,8 მგვტ; წლიური გამომუშავება – 96,1 მლნ კვტ.საათი.

• „ქარელი ჰესი“ – დადგმული სიმძლავრე – 17,3 მგვტ; წლიური გამომუშავება – 74,7 მლნ კვტ.საათი.

• „ურბნისი ჰესი“ – დადგმული სიმძლავრე – 19 მგვტ; წლიური გამომუშავება – 83,1 მლნ კვტ.საათი.

• „სკრა ჰესი“ – დადგმული სიმძლავრე – 17,3 მგვტ; წლიური გამომუშავება – 75,8 მლნ კვტ.საათი.

• „უფლისციხე ჰესი“ – დადგმული სიმძლავრე – 18,1 მგვტ; წლიური გამომუშავება – 97,3 მლნ კვტ.საათი.

• „გრაკალი ჰესი“ – დადგმული სიმძლავრე – 20,7 მგვტ; წლიური გამომუშავება – 111,7 მლნ კვტ.საათი.

• „კასპი ჰესი“ – დადგმული სიმძლავრე – 20,8 მგვტ; წლიური გამომუშავება – 108,6 მლნ კვტ.საათი.

• „ქსანი ჰესი“ – დადგმული სიმძლავრე – 37,3 მგვტ; წლიური გამომუშავება – 200,9 მლნ კვტ.საათი.

• „ფონიჭალა 3 ჰესი“ – დადგმული სიმძლავრე – 18,6 მგვტ; წლიური გამომუშავება – 138,6 მლნ კვტ.საათი.

• „ფონიჭალა 4 ჰესი“ – დადგმული სიმძლავრე – 18,6 მგვტ; წლიური გამომუშავება – 139,3 მლნ კვტ.საათი.

• „ნაგები ჰესი“ – დადგმული სიმძლავრე – 16,8 მგვტ; წლიური გამომუშავება – 128,3 მლნ კვტ.საათი.

• „რუსთავი ჰესი“ – დადგმული სიმძლავრე – 18,6 მგვტ; წლიური გამომუშავება – 141,7 მლნ კვტ.საათი.

მასალების გადაბეჭდვის წესი