ახალი ამბები

პარლამენტში ეკონომიკურ საკითხებზე დებატები დაიწყო

1 ოქტომბერი, 2013 •
პარლამენტში ეკონომიკურ საკითხებზე დებატები დაიწყო

საპარლამენტო უმცირესობის წევრი ტარიელ ლონდარიძე ამბობს, რომ დებატების შედეგად საზოგადოება შეაფასებს ქვეყანაში არსებულ ეკონომიკურ მდგომარეობას:

 

“დებატები საპარლამენტო უმცირესობის ინიცირებით დაინიშნა. ვფიქრობ, რომ პროცესი იქნება ძალიან დაძაბული და ამ დებატების პროცესში გაირკვევა, რეალურად რა მდგომარეობაა ქვეყანაში.”

 

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი და დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე ზურაბ ტყემალაძე ამბობს, რომ ყველაფერს სათანადო პასუხს გასცემენ:

 

“ყურადღებით მოვუსმენთ უმცირესობას და გავცემთ პასუხს, რამე გაკეთდა თუ არა ქვეყანაში. ყველაფერზე იქნება სათანადო პასუხი.”

მასალების გადაბეჭდვის წესი