ახალი ამბებისაზოგადოება

საზმაუს სამეურვეო საბჭოს წევრობის მსურველთა კონცეფციები

5 მარტი, 2018 •
საზმაუს სამეურვეო საბჭოს წევრობის მსურველთა კონცეფციები

ნეტგაზეთი გთავაზობთ საზოგადოებრივი მაუწყბელის სამეურვეო საბჭოს (ბორდი) წევრობის მსურველების კონცეფციებს, რომლებითაც ისინი საჯარო კონკურსში მონაწილეობენ. თქვენთვის საინტერესო კანდიდატის კონცეფციის სანახავად დააკლიკეთ კონკურსანტის სახელსა და გვარს.

ზაზა შათირიშვილი

საზოგადოებრივი მაუწყებლის განვითარების კონცეფციის ცალკეული ასპექტები

ჩემი აზრით, მაუწყებელი უნდა განვითარდეს კულტურულ-საგანმანათლებლო მიმართულებით. ესაა სწორედ ის ფუნქცია, რომელსაც ვერც ერთი კერძო ტელევიზია ვერ უზრუნველყოფს, გამომდინარე თითოეული მათგანის კერძო ინტერესიდან.

ეს იმას ნიშნავს, რომ მაუწყებელი ვერ იქნება რეიტინგზე ისევე ერთმნიშვნელოვნად მიბმული, როგორც _ კერძო ტელევიზიები, მაგრამ, ცხადია, უნდა არსებობდეს საზოგადოებასთან კავშირისა და უკუკავშირის საგანგებო მექანიზმები.

რას ნიშნავს კულტურულ-საგანმანათლებლო ვექტორი?

არსებულ სიტუაციაში იმას, რომ მაუწყებელმა, გარკვეულწილად, უნდა შეითავსოს ის ფუნქციებიც, რომლებიც არატრანზიციული ქვეყნების შემთხვევაში საგანმანათლებლო ინსტიტუციებს აკისრიათ. ცხადია, გასათვალისწინებელია გზავნილის ფორმა – შესაბამისი ტიპის გადაცემები ვიზუალურად მიმზიდველი და საინტერესო უნდა იყოს.

მაყურებელს, საზოგადოდ, მაგრამ განსაკუთრებით ახალგაზრდა მაყურებელს უნდა მიეცეს საშუალება, გაეცნოს მსოფლიო კულტურის მნიშვნელოვან მიღწევებს, საგანგებოდ კი _ კლასიკურ შედევრებს, როგორც კულტურული არტეფაქტების, ისე  სხვადასხვა ტიპის ნაწარმოებების სახით.

მაყურებლის “კულტურული ინფორმირება” უნდა ხდებოდეს როგორც დასავლური, ისე _ აღმოსავლური ცივილიზაციების სიღრმისეული გაცნობის მეშვეობით. საგანგებო გადაცემები უნდა მიეძღვნას კლასიკური კულტურის წარმოჩენასა და რეპრეზენტირებას. ცხადია, ეს გულისხმობს არა მხოლოდ დოკუმენტურ ფილმებს, არამედ ინტელექტუალურ თოქ-შოუებსა და კულტურულ-საგანმანათლებლო ინტელექტუალურ თამაშებს. საგანგებო ყურადღება უნდა მიექცეს ისეთი გადაცემების იმპლემენტაციას, სადაც მოხდება სასწავლო სიტუაციების იმიტირება მიმზიდველ გარემოში. ასე რომ, როგორც ვხედავთ, მაუწყებლის ბორდმა უნდა შეიმუშაოს მთელი სისტემა, თუ როგორ უნდა შეეწყოს ხელი კულტურულ-საგანმანათლებლო სივრცეში ინოვაციური ტიპის გადაცემების პროვოცირებასა და დანერგვას.

ცხადია, კონცეფციაში ჩვენ ვერ შევეხებით ინოვაციური ფორმების საგანგებო არტიკულირების საკითხებს, მაგრამ, ჩემი აზრით, ზემოთ ჩამოთვლილი მარკერები სრულიად საკმარისია, რომ წარმოვიდგინოთ, თუ რასთან გვექნება საქმე.

ცხადია, ჩვენ კარგად გვესმის, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელს სხვა მნიშვნელოვანი ფუნქციებიც აკისრია _ მიმდინარე მოვლენების შესახებ მაყურებლისათვის ობიექტური ინფორმაციის მიწოდება, გართობა, პოლიტიკური თოქ-შოუების მოწყობა და ა.შ. მაგრამ ჩვენ საჭიროდ ჩავთვალეთ სწორედ იმ ასპექტებზე ყურადღების გამახვილება, რომელიც ოდენ საზოგადოებრივი მაუწყებლის საგანგებო სპეციფიკას წარმოადგენს.
კიდევ ერთი ფუნქცია, რომელიც, გარკვეულწილად, ახლოსაა კულტურულ-საგანმანათლებლო ფუნქციასთან, მაგრამ მაინც საგანგებო მიდგომას მოითხოვს _ ესაა სახელოვნებო ვექტორი. აქაც საჭიროა ინოვაციური მიდგომა და, ამავე დროს, ორიენტაცია კლასიკურ ღირებულებებსა და მაგალითებზე, რადგანაც ყველაფერ დანარჩენს ახალგაზრდობა ისედაც იოლად და თავისით ეზიარება.
აქვე აუცილებლად უნდა შევნიშნო, რომ როცა ამ ყოველივეზე ვლაპარაკობ, ცხადია, ვგულისხმობ არა ოდენ ტრადიციულ ეკრანს, არამედ  ინტერენეტ-სივრცესაც, რომელიც დღეს არანაკლებ (თუ  უფრო მეტად არა!) მნიშვნელოვანია.

კიდევ ერთი ასპექტი, რასაც მინდა მკითხველის საგანგებო ყურადღება მივაპყრო _ ესაა სამუზეუმო ქრონოტოპოსების რეპრეზენტირება. სწორედ აქ გვაქვს დღეს ინოვაციების უკიდეგანო შესაძლებლობანი, გამომდინარე ახალი მედიალური ტექნოლოგიებიდან. ცხადია, აქ ვერ შევჩერდებით კერძო შინაარსებზე, მაგრამ საზოგადოებრივი მაუწყებლის გლობალურ სამუზეუმო ქსელებთან მომავალი შესაძლო თანამშრომლობა ძალიან სერიოზულ პერსპექტივად მესახება.

ცხადია, ჩეს მიერ ჩამოთვლილი კერძო კონცეპტუალური ასპექტები ოდნავადაც ვერ ამოწურავს საზოგადოებრივი მაუწყებლის კონცეფციის რეალურ მატრიცას, მაგრამ ჩვენ შევეხეთ იმას, რის შესახებაც, ასე თუ ისე, გვაქვს გარკვეული წარმოდგენა და რისი იმპლემენტაციაც საშურ საქმედ მიგვაჩნია. Y

ბაია პატარაია

საზოგადოებრივი მაუწყებლის განვითარების კონცეფცია

აღნიშნული დოკუმენტი შედგენილია საზოგადოებრივი მაუწყებლის პროგრამული პრიორიტეტების, სახელმწიფო აუდიტის მიერ მომზადებული დასკვნისა და საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებით. წინამდებარე კონცეფცია მიზნად ისახავს საზოგადოებრივი მაუწყებლის წინაშე მდგარი იმ პრობლემებისა და გამოწვევების აღმოფხვრას, რომლის შესახებაც საუბრობენ მედიაექსპერტები, არასამთავრობო ორგანიზაციები, აუდიტის სამსახური და საზოგადოებრივი მაუწყებლის ტელემაყურებლები. კონცეფციაშია გაწერილია ის ნაკლოვანებები, რომლებიც თან ახლავს სამეურვეო საბჭოს საქმიანობას და ის პრიორიტეტები, რომლებზეც ვიმუშავებ, ჩემი მეურვედ არჩევის შემთხვევაში.

1. სამეურვეო საბჭოს ფუნქციონირება

სამეურვეო საბჭო თავს ვერ ართმევს მასზე დაკისრებულ ვალდებულებებს, როგორიცაა მენჯემენტის ზედამხედველობა და საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ ჟურნალისტური ეთიკის დაცვა და პროგრამული პრიორიტეტების შესრულება. ამასთან, აუდიტის დასკვნამ მნიშვნელოვანი დარღვევები დაადგინა შემდეგი მიმართულებებით: საბიუჯეტო პროცესების არასწორი მართვა, პრობლემური შესყიდვები, გაუმართავი საკადრო პოლიტიკა, არამიზნობრივი ხარჯვა და ა.შ.

მნიშვნელოვანია, რომ სამეურვეო საბჭომ ადევნოს თვალი საბიუჯეტო ხარჯვებს და აკონტროლოს კვარტალურად და დამტკიცებული ბიუჯეტის შესაბამისად. მნიშვნელოვანი დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში საბჭომ უნდა დააყენოს მენეჯმენტის პასუხისმგებლობის საკითხი.

საბჭომ უნდა მოამზადოს ყოველწლიური ანგარიში, მათ შორის გარე აუდიტის დასკვნაზე დაყრდნობით ინფორმაცია შემოსავლებისა და გასავლების შესახებ. გააკონტროლოს, რამდენად შესრულდა წინა წელს დასახული მიზნები და შეიმუშაოს მომდევნო წლის ბიუჯეტის პროექტი. სამეურვეო საბჭოს არ აქვს შემუშავებული კონკრეტული კრიტერიუმები, რის საფუძველზეც მოხდება პროგრამული პრიორიტეტების მენეჯმენტის მიერ შესრულების შეფასება. ეფექტიანად არ ხდება კანონით დადგენილი შინაარსობრივი ვალდებულებების შესრულება, რომელიც საზოგადოებრივ მაუწყებელს უმცირესობების ენებზე ინფორმაციის მიწოდებას ავალდებულებს, ასევე, ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე სპეციალური პროგრამების მომზადება. არ ფუნქციონირებენ ასევე კანონის საფუძველზე განსაზღვრული საზოგადოებრივი საბჭოები, რომლებმაც საზოგადოებრივი მაუწყებლობის საქმიანობაში სხვადასხვა ჯგუფების ჩართულობა უნდა უზრუნველყონ. საბჭომ ყოველწლიურად უნდა გააკეთოს გენერალური მენეჯერის წლიური შეფასება და გამოსცეს რეკომენდაციების სია მენეჯმენტისათვის.

2. დამოუკიდებლობა და ანგარიშვალდებულება

საზოგადოებრივი მაუწყებელი უნდა იყოს ავტონომიური და თავისუფალი სახელისუფლებო, პოლიტიკური და კომერციული კონტროლისა და გავლენებისაგან. ამჟამად საზოგადოებრივი მაუწყებელი ვერ აკმაყოფილებს აღნიშნულ სტანდარტს, რაც ვლინდება ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მონიტორინგის ანგარიშებში, რომლის მიხედვითაც პროსახელისუფლებო სიუჟეტები ჭარბობს მაუწყებლის ეთერში.

საზოგადოებროვი მაუწყებელი ანგარიშვალდებულია საზოგადოების წინაშე. ამის განსახორციელებალდ აუცილებელია საზოგადოებისაგან უკუკავშირის მიღება. საჭიროა მუდმივი შეხვედრების გამართვა საზოგადოების წარმომადგენლებთან. ზვიად რატიანის შემთხვევამ გამოააშკარავა კრიზისი, რომელიც არსებობს საზოგადოებრივ მაუწყებელსა და საზოგადოებას შორის, და საზოგადოების ნდობის ნაკლებობა მაუწყებლის მიმართ. აღნიშნული პრობლემის მოგვარებას თავი ვერ გაართვა ვერც სამეურვეო საბჭომ, რომელმაც მაუწყებელთა ქცევის კოდექსის არასწორი ინტერპრეტირება მოახდინა.

3. პროგრამული პრიორიტეტები

საზოგადოებრივი მაუწყებელი უნდა ახორციელებდეს საინფორმაციო, საგანმანათლებლო და გასართობ მაუწყებლობას საზოგადოების კულტურული, ეთნიკური და რელიგიური განსხვავებულობის გათვალსიწინებით საზოგადოებრივი აზრის კვლევის საფუძველზე და საზოგადოებრივი საბჭოების ჩართულობით. ის ასევე უნდა აშუქებდეს სოციალურად და პოლიტიკურად მნიშვნელოვან მოვლენებს. დღეისათვის საზოგადოებრივი მაუწყებელი ხშირად ხდება კრიტიკის ობიექტი, რადგან ის არ ასახავს საზოგადოებისათვის მწვავე სოციალურ პრობლემებს. ბოლო დროს მაუწყებელმა მართებულად დაიმსახურა კრიტიკა მუშათა სოლიდარობის აქციის არგაშუქების გამო. ამასთან, 2017 წელს ერთბაშად დახურული გადაცემების გამო გაჩნდა ვაკუუმი. ახალი პროექტების შერჩევის პროცესში კი გამოვლინდა უამრავი ხარვეზი. ახალი პროგრამების შერჩევის პროცესიც ვერ შეფასდა როგორც გამჭვირვალე და ობიექტური.

საზოგადოებრივი მაუწყებელი თავს ვერ ართმევს იმ მიზანს, რასაც ჰქვია კრიტიკული აზროვნების და დებატების კულტურის ხელშეწყობა და განვითარება.

ჩემი კანდიდატურის არჩევის შემთხვევაში, ჩემი პრიორიტეტი იქნება, სამეურვეო საბჭომ ეფექტიანი მონიტორინგი გაუწიოს 3 ძირითად მიმართულებას:

1. პროგრამული პრიოირეტეტებში საზოგადოებრივი ინტერესების ასახვას და მის შესრულებას;

2. ბიუჯეტის დაგეგმვა და შესრულებაზე ზედამხედველობა;

3. თვითრეგულირების მექანიზმის ეფექტიან მუშაობას და მაუწყებელთა ქცევის კოდექსის, ასევე საზოგადოებრივი მაუწყებლის ქცევის კოდექსის პრაქტიკაში დანერგვას, რათა საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ქართულ მედიასივრცეში  პროფესიული სტანდარტებისა და ეთიკური პრინციპების მაღალი სტანდარტი შექმნას.

ია მამალაძე

საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის განვითარების კონცეფცია

(ძირითადი ხედვები)

ბექგრაუნდი

საზოგადოებრივი მაუწყებლობის შექმნას საფუძველი ჩაუყარა კანონმა მაუწყებლობის შესახებ, რომელიც საქართველოს პარლამენტმა 2004 წლის 23 დეკემბერს მიიღო და ძალაში 2005 წლის 18 იანვარს შევიდა. სახელმწიფო ტელე-რადიო კორპორაციის საზოგადოებრივ მაუწყებლად ტრანსფორმაციის პროცესის დასაწყისი სწორედ ამ კანონის მიღებას უკავშირდება.

2005 წლის 10 ივნისს საქართველოს პარლამენტმა პირველად დაამტკიცა სამეურვეო საბჭოს, როგორც საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებული და საზოგადოების წარმომადგენლობითი ორგანოს შემადგენლობა.

2011 წელს, ევროპის მაუწყებელთა კავშირის ექსპერტების, ასევე ადგილობრივი მედიასპეციალისტების და საზოგადოებრივი ორგანიზაციების ჩართულობით, შემუშავდა საზოგადოებრივი მაუწყებლის განვითარების სტრატეგია 20111-2015 წლისთვის.

საზოგადოებრივი მაუწყებლის 2014 წლის ანგარიშის მიხედვით, საბჭოს 6 ივნისის სხდომაზე გადაწყდა, რომ 2015 წლის დასაწყისისთვის შემუშავდებოდა მაუწყებლის გარდაქმნის და განვითარების ახალი სტრატეგია, თუმცა, სამწუხაროდ, სტრატეგია არ შეიქმნა.

Page 1

საზოგადოებრივ მაუწყებელს, როგორც სამაუწყებლო ინსტიტუციას, კანონი ავალდებულებს: ქვეყნის მთელს ტერიტორიაზე გადასცეს და ყველა მოქალაქისთვის ხელმისაწვდომი გახადოს პროგრამები, რომლებიც მაქსიმალურად ასახავენ საქართველოში და მსოფლიოში მიმდინარე ეკონომიკურ, სოციალურ, კულტურულ, სამოქალაქო და პოლიტიკურ პროცესებს.

საზოგადოებრივი მაუწყებელი თავისუფალი უნდა იყოს პოლიტიკური და კომერციული გავლენისგან, ხელს უნდა უწყობდეს ქართული სახელმწიფოს, სამოქალაქო საზოგადოების განვითარებას და მოქალაქეთა ცხოვრების ხაარისხის გაუმჯობესებას.

საზოგადოებრივი მაუწყებელი საჯარო დაფინანსებით მოქმედებს და ამიტომ ის ანგარიშვალდებულია საზოგადოების წინაშე.

„საქართველოს კანონი მაუწყებლის შესახებ“ უფლებას აძლევს და ავალდებულებს სამეურვეო საბჭოს, რომ მან საზოგადოებას საჯარო განხილვისთვის წარუდგინოს საზოგადოებრივი მაუწყებლის პრიორიტეტების პროექტი.

სამეურვეო საბჭოს მიერ განსაზღვრული პროგრამული პრიორიტეტები ეფუძნება რამდენიმე წყაროს: საქართველოს კანონმდებლობა, მაუწყებლის მიმართ დამოკიდებულების შესახებ ჩატარებული რაოდენობრივი და თვისებრივი კვლევა, ქართულ მედიასთან და საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავშირებული ალტერნატიული კვლევები, მედიისა და საზოგადოებრივი მაუწყებლობის სფეროში არსებულ საერთაშორისო გამოცდილება.

2017 წლის 6 თებერვალს, მაუწყებლის მენეჯმენტმა საზოგადოებას წარუდგინა საზოგადოებრივი მაუწყებლის 2017-2019 წლის გარდაქმნისა და განვითარების სამწლიანი სამოქმედო გეგმა, რომელიც არ იყო ფართო შეთანხმებისა და წინასწარი საგანი და, შესაბამისად, კრიტიკის ობიექტი გახდა.

მისია და ამოცანები

საქართველოს კანონი მაუწყებლობის შესახებ ამბობს: „პოლიტიკური და კომერციული გავლენისაგან თავისუფალი, საზოგადოებრივი ინტერესების შესაბამისი, მრავალფეროვანი პროგრამების საზოგადოებისათვის მიწოდების მიზნით, ეს კანონი აფუძნებს ერთ საზოგადოებრივ მაუწყებელს, რომელიც არის საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად სახელმწიფო ქონების საფუძველზე ტელერადიომაუწყებლობისათვის შექმნილი, საჯარო დაფინანსებით მოქმედი, ხელისუფლებისაგან დამოუკიდებელი და საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც არ ექვემდებარება არცერთ სახელმწიფო უწყებას.“ (მუხლი 15).

საზოგადოებრივი მაუწყებლის მთავარ მისიას დემოკრატიული ღირებულებების დამკვიდრება, საზოგადოებრივი განათლების დონის ამაღლება, მრავალფეროვნებისა და სოციალური ინტეგრაციის ღირებულების დამკვიდრების ხელშეწყობა, ასევე საზოგადოებისთვის კულტურული ფასეულობების მიწოდება წარმოადგენს.

პროგრამული პრიორიტეტები საზოგადოებრივ მაუწყებელს ავალდებულებს:

  •   იყოს საქართველოში ყველაზე სანდო
  •   ხარისხიანი, მრავალფეროვანი
  •   აქტუალური და ხელმისაწვდომი მედია.კანონმდებლობა და პრიორიტეტები საზღვრავს საზოგადოებრივი მაუწყებლის მისიას: მისი პროდუქტი იყოს პიროვნული თავისუფლების, თანასწორობისა და სამართლიანობის პრინციპებზე

დაფუძნებული; იყოს მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობისა და სოლიდარობის გამაერთიანებელი; ხელი შეუწყოს კულტურული იდენტობის დამცველი მრავალფეროვანი საზოგადოების ჩამოყალიბებას; აუდიტორიას შესთავაზოს შესაბამისი საგანმანათლებლო-შემეცნებითი, საინფორმაციო და გასართობი მედიაპროდუქტები და სერვისები.

საზოგადოებრივი მაუწყებლის მისიის განცხადებაში დღესაც იკითხება, რომ მის სტრატეგიულ მიზნებს წარმოადგენს:

  •   დაამკვიდროს საუკეთესო საჯარო მომსახურება
  •   აწარმოოს და შეიძინოს მაღალი ხარისხის პროდუქტი
  •   დანერგოს თანამედროვე ტექნოლოგიები
  •   გაზარდოს ფასეულობა დანახარჯის შესაბამისად
  •   შექმნას ეფექტიანი საპარტნიორო გარემო
  •   მიაღწიოს ორგანიზაციული პროცესების ეფექტიანობას
  •   აიმაღლოს იმიჯი. საზოგადოებრივი მაუწყებელი დღეს მთავარ გამოწვევად მიიჩნევს კონკურენციას კომერციულ მაუწყებლებთან; მულტიმედიურ სისტემაზე გადასვლას; ეფექტიან და გამჭვირვალე საჯარო სამსახურად ჩამოყალიბებას და საკმაოდ ბუნდოვან თეზისს – საზოგადოებრივ ინსტიტუციად ჩამოყალიბებას (გამოწვევები ჩამოყალიბებულია მისიის განცხადებაში -ვინ ვართ ჩვენ?“).  საზოგადოებრივი მაუწყებელი ხელმძღვანელობს სამეურვეო საბჭოს მიერ განსაზღვრული პროგრამული პრიორიტეტებით. სამეურვეო საბჭოს 2017 წლის 1 დეკემბრის გადაწყვეტილებით (#364), 2018 წლის პრიორიტეტების დამტკიცებამდე, 2018 წლის 1 თებერვლამდე, მაუწყებლობა 2015-2016 წლების პროგრამული პრიორიტეტებით უნდა გაგრძელებულიყო. ამ და წინა წლების ანგარიშების ანალიზიდან ირკვევა, რომ პროგრამული პრიორიტეტები, ისევე როგორც განვითარების სტრატეგია, მხოლოდ ქაღალდზე რჩებოდა და ყოველი ახალი მენეჯმენტის მოსვლის პირობებში(რომელიც, სამწუხაროდ, პოლიტიკური გავლენებისგან არ იყო თავისუფალი), მისი შესრულება/განხორციელება არ მიიჩნეოდა სავალდებულოდ. კანონით განსაზღვრული ქმედებების იგნორირება არც ერთხელ არ გამხდარა ფართო მსჯელობისა და ანგარიშვალდებულების მოთხოვნის დაცვის საგანი. შესაბამისად, მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის მდგრად განვითარებასა და არსებობაზე, საზოგადოებრივი მაუწყებლისვე მონაცემებით, თითქმის ნახევარი მილიარდი ლარია დახარჯული, მაუწყებელში კვლავაც უმძიმესი მდგომარეობაა: დღემდე, საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტი არაა ორიენტირებული განვითარებაზე. ტელევიზიის 2006-2016 წლის ბიუჯეტის ანალიზის მიხედვით, რომელიც 410 მილიონი ლარია, საშუალოდ, ტექნიკაზე იხარჯება ბიუჯეტის 3%, ხელფასებსა და მივლინებებზე- 60%, სხვა დანახარჯებია – 37%. საზოგადოებრივი მაუწყებლისვე მონაცემებით, მაუწყებელი ყოველწლიურად კარგავს აუდიტორიას, რაც ხარჯების არაეფექტურობის ძირითადი მაჩვენებელია.(წყარო: ტრი მედიაინტელიჯენსი);არაერთი კვლევისა და ანალიზის მიხედვით, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ვერ შეძლო აუდიტორიის ნდობის მოპოვება, რაც პირდაპირ მიუთითებს განსაზღვრული მისიის შეუსრულებლობაზე.საზოგადოებრივი მაუწყებლის დღევანდელი ვითარება თავად საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელობის მხრიდან ასეა შეფასებული:
  •   ამორტიზებული შენობა;
  •   ტექნიკა კოლაფსის ზღვარზე;
  •   შეუსაბამოდ ბევრი თანამშრომელი;
  •   მაუწყებლობა მაუწყებლობისთვის;
  •   არაკონკურენტუნარიანი მაუწყებელი. მაუწყებლის განვითარების ახალი, სამწლიანი სტრატეგიით, ძირითადად, განსაზღვრულია, რომ ოპტიმიზაციის შედეგად გამოთავისუფლებული თანხებით არხის ტექნიკური და ტექნოლოგიური გადაიარაღება მოხდება, არქივი გაციფრულდება, მართვის ახალი მოდელი დამკვიდრდება. თუმცა საზოგადოებისთვის უცნობია, როგორი იქნება არხის პროგრამული პრიორიტეტები, როგორ გაგრძელდება მაუწყებლის საქმიანობა ტექნიკური გადაიარაღების პარალელურად. მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელობამ ინტენსიურად დაიწყო საკანონმდებლო ცვლილებების ინიცირება, ლობირება და კანონში ასახვა, რომელიც, საზოგადოების ნაწილის აზრით, კიდევ უფრო გაუმჭვირვალეს გახდის საზოგადოებრივი მაუწყებლის საქმიანობას, ხელს არ შეუწყობს ჯანსაღ კონკურენციას, ვერ გააუმჯობესებს მაუწყებელში არსებულ რთულ ვითარებას. განვითარების ხედვა რეალობის ანალიზიდან კარგად ჩანს, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი მრავალწლიანი არსებობის მიუხედავად, კვლავაც საწყის ეტაპზეა და გადაუწყვეტელია ისეთი საკვანძო საკითხები, როგორიცაა:
  •   საკანონმდებლო ბაზის დახვეწა;
  •   პოლიტიკური დამოუკიდებლობის გარანტიების/საფუძვლების შექმნა;
  •   მისიისა და მიზნების ზუსტი განსაზღვრა;
  •   ზუსტი ბიუჯეტირება;
  •   განვითარების გეგმისა და სტრატეგიის ჩამოყალიბება;
  •   საზოგადოების მოლოდინების და განწყობების ზუსტი კვლევა და პრაქტიკულ საქმიანობაში ასახვა;
  •   საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულების მექანიზმების შექმნა. იმის მიუხედავად, რომ სამეურვეო საბჭოს წევრის/მეურვის ფუნქციები და უფლება-მოვალეობები კანონითაა განსაზღვრული, ზემოთ ჩამოთვლილ აუცილებელ საჭიროებებს გვერდს ვერ ავუვლით. დღეს არსებული ვითარების გათვალისწინებით, ევროპის მაუწყებელთა კავშირის (EBU), სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების ექსპერტების დახმარებით და ადგილობრივ სპეციალისტთა ჩართულობით, ევროპაში მოქმედი საზოგადოებრივი მაუწყებლების გამოცდილებაზე დაყრდნობით, აუცილებელია მომზადდეს, ფართო შეთანხმების ანალოგიური დოკუმენტი. პროცესში უნდა ჩაერთონ მედიაექსპერტები, პარლამენტარები, სამეცნიერო ინსტიტუტების, პოლიტიკური პარტიების, სამინისტროების, სამოქალაქო საზოგადოების, არასამთავრობო და საქართველოში მოქმედი უცხოური ორგანიზაციების წარმომადგენლები. ეს შექმნის, ერთი მხრივ, კვალიფიციური დოკუმენტის/სამართლებრივი საფუძვლების, მეორე მხრივ, პასუხისმგებლობის გადანაწილების გარანტიას. დოკუმენტი უნდა მოიცავდეს ხედვის/მისიის, სტრატეგიული მიზნების, ამოცანების, მაუწყებლის საზოგადოებრივი დანიშნულების, პროგრამული სტრატეგიის, ფინანსური სფეროს, ტექნოლოგიური პლატფორმის, SWOT და STEP ანალიზების, რეკლამის, რესურსების, მენეჯმენტის, ორგანიზაციული სტრუქტურის, არქივის მართვის, სხვა პლატფორმებთან ინტეგრაციის, საზოგადოებასთან ურთიერთობის და განსახორციელებელ ღონისძიებათა დროში გაწერილი გრაფიკის შექმნის სრულ პროცესს.

დოკუმენტი უნდა იქცეს ერთგვარ “კონსტიტუციად“ საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის და შემდგომ, ქვეყანაში პოლიტიკური მოთამაშეების, რომელიმე აღმასრულებელი რგოლის ან მმართველობითი ორგანოს მოქმედების მანდატის ვადის ხანგრძლივობის მიხედვით არ უნდა ხდებოდეს უკვე დადგენილი ზოგადი დებულებების მუდმივად თავიდან განსაზღვრა – ეს წინ არასდროს წასწევს საქმეს.

ფართო შეთანხმების საფუძველზე შექმნილი განვითარების გეგმის და სტრატეგიის ჩამოსაყალიბებლად კი გვჭირდება კონკრეტული ინფორმაცია – რა ტექნიკურ, ინტელექტუალურ, ფინანსურ საშუალებას ფლობს ეს ორგანიზაცია მოცემულ მომენტში. ეს აუცილებელია, რათა რეალობა არ დაშორდეს სასურველს და ილუზორული მიზნებით კვლავ იმედგაცრუებულები არ დავრჩეთ.

პარალელურად, აუცილებელია, შემუშავდეს საზოგადოებრივი მაუწყებლის პროგრამული პრიორიტეტები, რომლებიც შესაბამისობაში იქნება მაუწყებლის განვითარების მოკლევადიან და გრძელვადიან გეგმასთან და სტრატეგიასთან;
უნდა შემუშავდეს პრაქტიულ გამოცდილებაზე დაფუძნებული, მოქნილი და მიზანზე ორიენტირებული დებულება, რომელიც უზრუნველყოფს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების რედაქციულ დამოუკიდებლობას და ინტეგრირებულ მუშაობას მიზნის მისაღწევად.

სამეურვეო საბჭოს აქვს ვალდებულება მიიღოს მონაწილეობა და გასწიოს ზედამხედველობა, რათა მაქსიმალურად ოპტიმალურად გაიწეროს თანამშრომელთა საშტატო განრიგი, თანამდებობრივი სარგოები და ხელშეკრულებების პირობები, მაუწყებლის ბიუჯეტი და საზოგადოებას უნდა წარედგინოს დეტალური ანალიზი საჭიროებების შესახებ.

ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფებთან, სოციუმებთან შეხვედრების, მათი ინფორმირების ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება, რათა საზოგადოებას გაუჩნდეს თანამონაწილეობის განცდა. მიმაჩნია, რომ საზოგადოების ნდობის დამსახურება ტექნიკური გადაიარაღებით კი არა, მაუწყებელში მიმდინარე და განსახორციელებელი პროცესების შესახებ საზოგადოების ინფორმირებით, საზოგადოების მიმართ ანგარიშვალდებულებითა და მიუკერძოებელი, დემოკრატიულ ღირებულებებზე დაფუძნებული სარედაქციო პოლიტიკითაა შესაძლებელი.

განსხვავებით მაუწყებლისაგან, რომელიც მხოლოდ მოგებაზეა ორიერტირებული, საზოგადოებრივი მაუწყებლის მისიაა, მოქალაქეებს მიაწოდოს დამოუკიდებელი, ადეკვატური, იოლად ხელმისაწვდომი (იგულისხმება მოქალაქისთვის ხელმისაწვდომი მედიაპლატფორმა) ჟურნალისტური და ანალიტიკური მედიაპროდუქტი, რაც საზოგადოებას ძალიან სჭირდება, მაგრამ არ წარმოადგენს კომერციული არხების სასიცოცხლო ინტერესს. ამ კონტექსტში კარგად უნდა გავაცნობიეროთ, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელს აქვს უნიკალური შესაძლებლობა იყოს ყველზე ქმედითი ინსტრუმენტი ქვეყნის მედიასტრატეგიის რეალიზების პროცესში, რაც უკავშირდება ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის, უსაფრთხოების და განვითარების პერსექტივებს, ხედვებს;

მიმაჩნია, რომ ახალი მენეჯმენტის პირობებში, სწორედ ახლაა მისაღები რადიკალური ქმედებები, რომელიც საფუძველს გამოაცლის მოცემულ მომენტში საზოგადოებაში მეტად აქტუალურ კითხვას – გვჭირდება კი საზოგადოებრივი მაუწყებელი, რომელიც ადგილზე დგას და მხოლოდ ბიუჯეტის ხარჯვის რეიტინგში “ისინჯება“?!

თუკი ვთანხმდებით, რომ დემოკრატიული პროცესების შეუქცევადობისთვის საყრდენი წერტილია მთლიანად შეიცვალოს სახელმწიფოებრივი მიდგომები ყველა სფეროში და სპონტანური გადაწყვეტილებებიდან ინსტიტუციურ მშენებლობაზე გადავიდეთ, ამ პროცესში საზოგადოებრივი მაუწყებლის არსებობა აუცილებელია; მაგრამ არა როგორც მორიგი, რიგითი კონტროლირებადი სატელევიზიო არხის, არამედ როგორც დებატებისთვის, მოსაზრებებისთვის განკუთვნილი თავისუფალი სივრცე და სანდო, კვალიფიციური ინფორმაციის წყაროების “კოლექტორი“ მთელი ქვეყნიდან. მისი მისია გამაერთიანებელი, ამასთან, კრიტიკული საზოგადოების ჩამოყალიბების “იდეოლოგია“ უნდა იყოს.

ჩემი, როგორც მცირებიუჯეტიანი მედიასაშუალების მფლობელის, მიდგომა პრაგმატულია: მცირე დანახარჯებით – მეტი ეფექტი!

ჩემთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სამომავლო სტრატეგიული მიზნის რეგიონული განვითარების ვექტორი _ კორესპონდენტების ქსელის (საინფორმაციო ველის) გაფართოება, რაც აუცილებელია ნდობის და თბილისგარეთ მცხოვრები აუდიტორიის ჩართულობის ხარისხის ასამაღლებლად.

უნდა დამკვიდრდეს და უფრო გრძელვადიანი გახდეს დამოუკიდებელ მედიასაშუალებებთან, სტუდიებთან, პროდიუსერებთან თანამშრომლობა, ისევე, როგორც ეს ევროპის მაუწყებელთა კავშირის (EBU) წევრ ორგანიზაციებშია მიღებული. ეს კი პროგრამების ხარისხის გაუმჯობესებას, კონკურენტული გარემოს შექმნას, ყველაზე კრეატიული და ნიჭიერი რესურსების მოზიდვას, შესაბამისად, კონკურენციის შედეგად ხარჯების შემცირებას შეუწყობს ხელს.

სამეურვეო საბჭოს წევრად არჩევის შემთხვევაში, სწორედ ეს საკითხები იქნება პრიორიტეტული ჩემთვის და ვფიქრობ, მედიამენეჯმენტში, რეგიონულ მედიასთან, საზოგადოებასთან ურთიერთობის ჩემი გამოცდილება, ადგილობრივი პრობლემების ზედმიწევნით ცოდნა, საზოგადოებრივი მაუწყებლის განვითარების პროცესში მეტად სასარგებლო იქნება.

ბესიკ ლილუაშვილი

საზოგადოებრივი მაუწყებლის განვითარების კონცეფცია:

კრიპტოვალუტებისა და ალტერნატიული კოსმოსური პროექტების ერაში, ერაში, რომელშიც ონლაინ ბიზნესები ფაქტობრივად უფრო დიდ ბრუნვებზე გადიან, ვიდრე კლასიკური ბიზნესები, ერაში, რომელშიც ადამიანთა ცნობიერება ტექნოლოგიური, ბიზნეს და თანამედროვე კულტურებისა თუ სუბკულტურების გავლენის ქვეშაა მოქცეული და ეს გავლენა კიდევ უფრო იზრდება პოლიტიკური თუ ბიზნესინტერესების გამტარებელი ტელეკომპანიების ეთერებიდან, სწორედ საზოგადოებრივ მაუწყებელს ენიჭება გადამწყვეტი როლი ობიექტური, დაბალანსებული და საზოგადოების საჭიროებებზე მორგებული ინფორმაციის გავრცელებაში, ცნობიერების ამაღლებასა და შემეცნებაში.

საზოგადოებრივი მაუწყებლის არსსა და რაობას ძლიან კარგად განსაზღვრავს მისი სამართლებრივი სტატუსი: „პოლიტიკური და კომერციული გავლენისაგან თავისუფალი, საზოგადოებრივი ინტერესების შესაბამისი, მრავალფეროვანი პროგრამების საზოგადოებისათვის მიწოდების მიზნით ეს კანონი აფუძნებს ერთ საზოგადოებრივ მაუწყებელს, რომელიც არის საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად სახელმწიფო ქონების საფუძველზე ტელერადიომაუწყებლობისათვის შექმნილი, საჯარო დაფინანსებით მოქმედი, ხელისუფლებისაგან დამოუკიდებელი და საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც არ ექვემდებარება არცერთ სახელმწიფო უწყებას.“

საზოგადოებრივი მაუწყებლის განვითარებაზე საუბრისას სულ უნდა გვახსოვდეს, რომ ის საქართველოს ყველა მოქალაქის საკუთრებაა, განურჩევლად სოციალური სტატუსისა, ეროვნებისა, მრწამსისა თუ პოლიტიკური კუთვნილებისა. ის თანაბრად ეკუთვნის და თანაბრადაა ყველა მოქალაქის მაუწყებელი. სწორედ ამიტომ, მისი საქმიანობის ამომავალი პრინციპი უნდა იყოს ის, რომ უნდა პასუხობდეს საზოგადოების ყველა სეგმენტის, ასაკობრივი და პროფესიული ჯგუფის, რეგიონების (და არა მხოლოდ თბილისისა და სხვა დიდი ქალაქების) მოსახლეობის, ეროვნული, რელიგიური თუ სხვა უმცირესობების სოციალურ, კულტურულ ინტერესებსა და მოთხოვნებს. ის ასევე არ უნდა ივიწყებდეს ქვეყნის ისტორიულ წარსულსა და კულტურას, იმ ღირებულებებს, რომლებმაც საუკუნეებს გაუძლო და დაუმკვიდრა ადგილი ჩვენს ქვეყანას მსოფლიოს წარმატებული და დიდი ქვეყნების გვერდით.

საზოგადოებრივი მაუწყებლის სტატუსის მინიჭების შემდეგ აუცილებელი ხდება მთელი რიგი ღონისძიებების გატარება, რათა მაუწყებელმა სრულად შეძლოს და დააკმაყოფილოს საქართველოს მოქალაქეთა მოთხოვნები და გაამართლოს სტატუსი, რომელიც მას ავალდებულებს გააკეთოს ყველაფერი იმისათვის, რომ გადამხდელების მიერ გადახდილი ყოველი თეთრი სწორი მიმართულებით ჩაიდოს და ხელი შეუწყოს მის სწორ განვითარებას.

იმისათვის, რომ სწორად დავსახოთ მაუწყებლის განვითარების პერსპექტივები, აუცილებელია დავინახოთ, რა ეტაპზეა ამჟამად ის – როგორია მისი ადგილი ეროვნულ სატელევიზიო რეიტინგებში (რეიტინგები განსაზღვრავენ იმას, თუ რამდენად სწორად ვითარდება მაუწყებელი, რამდენად საინტერესოა პროდუქცია, რომელსაც ქმნის მაუწყებელი და ა.შ.), რამდენად მაღალია არხისადმი საზოგადოების ნდობა (ნდობა განსაზღვრავს არხის მიერ შექმნილი სატელევიზიო პროდუქტების ყურებადობასა და პოპულარობას), როგორაა აღჭურვილი ტექნიკურად და რამდენად პროფესიონალური კადრებითაა ის დაკომპლექტებული (გამართული და პროფესიონალური ტექნიკისა და პროფესიონალი კადრების გარეშე რთულია შექმნა ღირებული და საზოგადოებისათვის საინტერესო სატელევიზიო პროექტები).

არსებული მდგომარეობა არცთუ ისე სახარბიელოა: სატელევიზიო რეიტინგებში საზოგადოებრივი მაუწყებლის მაჩვენებლები მნიშვნელოვნად ჩამორჩება სხვა არხების მაჩვენებლებს. მართალია, რეიტინგზე დევნაში საზოგადოებრივი მაუწყებელი არ უნდა უვლიდეს გვერდს ისეთ თემებს, რომლებსაც არამგომგებიანობის გამო კომერციული არხები არ აქცევენ ყურადღებას, თუმცა ყველა თემას მოეძებნება გაშუქების ფორმა და ხარისხი, რომლითაც მას კონკურენტუნარიანად აქცევ. რაც შეეხება მაუწყებლის ტექნიკურ აღჭურვილობას, გატარებული რეფორმების მიუხედავად ამ მიამრთულებით მუშაობა კვლავაც გასაგრძელებელია.

რა არის საჭირო იმისათვის, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი სწორად განვითარდეს?

  1. საზოგადოებრივი მაუწყებლის სტრატეგიული გეგმისა და მარკეტინგული სტრატეგიის შექმნა:
    •   კვლევის ჩატარების აუცილებლობა და საზოგადოების მოლოდინებისა და მოთხოვნების განსაზღვრა;
    •   მარკეტინგის ძლიერი განყოფილების ჩამოყალიბება და მარკეტინგული სტრატეგიის შექმნა.
  2. რა მიმართულებით უნდა განვითარდეს საზოგადოებრივი მაუწყებელი:
    •   საინფორმაციო სამსახურის გაძლიერება, მოდერნიზება, საგამოძიებო ჟურნალისტიკის ამოქმედება;
    •   რადიოს რეორგანიზაცია;
    •   ძლიერი საინფორმაციო ინტერნეტ-რესურსის შექმნა და განვითარება;
    •   შემეცნება და არა მხოლოდ ინფორმირებულობა;
    •   ქართული ეროვნული კინო-დოკუმენტალისტიკისა და ზოგადად კინოს განვითარება;
    •   საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობა (პავილიონები გადაღებისათვის,სატელევიზიო სტუდიები, ოფისი).საზოგადოებრივი მაუწყებლის სრატეგიული გეგმისა და მარკეტინგული სტრატეგიის შექმნა: კვლევის ჩატარების აუცილებლობა და საზოგადოების მოლოდინებისა და მოთხოვნების განსაზღვრა:იმისათვის, რომ სწორად მოხდეს საზოგადოებრივი მაუწყებლის სტრატეგიული გეგმის შემუშავება, რათა ის მთლიანად ითვალისწინებდეს საზოგადოების მოთხოვნას, აუცილებელია მოხდეს საზოგადოების მოლოდინებისა და მოთხოვნების განსაზღვრა – რა მიმართულებით სურს საზოგადოებას, რომ განვითარდეს საზოგადოებრივი მაუწყებელი, რა თემებია მისთვის აქტუალური, რა სურს, რომ იხილოს მისი გადასახადებიდან დაფინანსებული საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში, რა უფრო მნიშვნელოვანია მისთვის, რომელ სფეროებში სჭირდება დამატებითი ძალისხმევის მიმართვა და ა.შ. ამისათვის კი აუცილებელია, ყოველი სატელევიზიო სეზონის წინ მაუწყებელმა განსაზღვროს ბიუჯეტი საზოგადოებრივი აზრის კვლევისათვის. მიზანშეწონილად მიმაჩნია ჩატარდეს როგორც რაოდენობრივი, ასევე ხარისხობრივი კვლევები ჩაღრმავებული ინტერვიუებით ფოკუსჯგუფებთან რეგიონისა და ზოგადად საქართველოს მასშტაბით.

საზოგადოებრივი აზრის ყოველწლიური კვლევა მაუწყებლის ხელმძღვანელობას მისცემს ნათელ სურათს და შესაძლებლობას იმისა, რომ უკვე საზოგადოების მოთხოვნებისა და მოლოდინების შესაბამისად განსაზღვროს მაუწყებლის სტრატეგიული გეგმა და მთელი წლის განმავლობაში მიჰყვეს მას. ეს თავიდან აგვარიდებს კონკრეტული სტრატეგიული გეგმის გარეშე შექმნილ და საეთერო ბადეში ქაოტურად განთესილ სატელევიზიო პროგრამებს; არხს ექნება ერთიანი ხაზი, ერთიანი მიმართულება და კონკრეტული გეგმა, თუ რაზე უნდა მოახდინოს სწორება.

სასურველია ყოველი წლის ბოლოს საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელობამ საზოგადოებას წარუდგინოს წლის განმავლობაში მის მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიში – ეს ხელს შეუწყობს საზოგადოების მხრიდან ნდობის ამაღლებასა და მაუწყებლის საქმიანობის გამჭვირვალობას.

მარკეტინგის ძლიერი განყოფილების ჩამოყალიბება და მარკეტინგული სტრატეგიის შექმნა

შემდეგ საფეხურად აუცილებლად მიმაჩნია მარკეტინგის ძლიერი განყოფილების შექმნა, რომელიც არსებულ კვლევებზე დაყრდნობით უკვე სწორად შეიმუშავებს მარკეტინგულ სტრატეგიას, რაც ხელს შეუწყობს ამა თუ იმ კონკრეტული სატელევიზიო პროდუქტის ყველა მოთხოვნის შესაბამისად შექმნას (დაგეგმარება, ბიუჯეტირება, სარეკლამო პოლიტიკა და ა.შ).

მარკეტინგის განყოფილება გაუწევს კურირებას და ზედამხედველოებას ისეთ მიმართულებებს, როგორებიცაა:

  •   საეთერო ბადის სრულყოფა მარკეტინგული სტარტეგიის შესაბამისად;
  •   მუდმივი მუშაობა დონორებთან და სტეიკჰოლდერებთან;
  •   სტრატეგიული გეგმის შესაბამისად ახალ პროექტებზე მუშაობა, ბიუჯეტის განსაზღვრა, განხორციელება;
  •   სატელევიზიო სტუდიებთან ურთიერთობა და ახალი სატელევიზიო მზა პროდუქტების შეძენა; მარკეტინგის განყოფილების სწორი და ეფექტური მუშაობა ხელს შეუწყობს მაუწყებელს სწორ განვითარებას.

რა მიმართულებით უნდა განვითარდეს საზოგადოებრივი მაუწყებელი

საინფორმაციო სამსახურის გაძლიერება, მოდერნიზება იმისათვის, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი მთლიანად ჩადგეს საზოგადოების სამსახურში და ნათლად ასახოს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები, იყოს დროული, ადეკვატური და ობიექტური, აუცილებლად მიმაჩნია არხის საინფორმაციო სამსახურის გაძლიერება – საზოგადოებრივი არხის სიძლიერის ერთ-ერთი მთავარი განმსაზღვრელი ფაქტორი სწორედ საინფორმაციო სამსახურია.

აუცილებლად მიმაჩნია გაძლიერდეს საინფორმაციო სამსახური როგორც კადრობრივად, ასევე ტექნიკურადაც. არხმა უნდა შეძლოს არ ჩამორჩეს მიმდინარე პროცესებს და ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების შესახებ დროულად მიაწოდოს ინფორმაცია საზოგადოებას. ამისათვის კი აუცილებელია კარგი ტექნიკური აღჭურვილობა (სტუდია, კამერები, გადამცემი სარელეო ხაზები, კომუნიკაციის სხვა ალტერნატიული საშუალებები (ე.წ. FTP – სხვა რაიონებიდან მასალის შეფერხების გარეშე გაცვლა-გამოცვლისათვის) და ა.შ. ამ მიმართულებით საზოგადოებრივ მაუწყებელში უკვე გატარდა რეფორმები, თუმცა ვთვლი, რომ აუცილებელია პროცესის გაგრძელება. გარდა ამისა, სასურველია საინფორმაციო სამსახურის დაკომპლექტება პროფესიონალი კადრებით, რომლებსაც აქვთ ნდობა საზოგადოებაში და რომელთა მიერ მომზადებული საინფორმაციო რეპორტაჟები თუ ახალი ამბები სწორად და ობიექტურად მოახდენს მიმდინარე მოვლენების გაშუქებას.

რა თქმა უნდა, დიდი დოზით უნდა იყოს წარმოდგენილი რეგიონის სიახლეები. ამისათვის კი აუცილებელია საზოგადოებრივ მაუწყებელს ყველა რეგიონში ჰყავდეს ჯგუფი, რომელიც აღჭურვილი იქნება შესაბამისი ტექნიკური აპარატურით (კამერა, შტატივი, მიკროფონი, სარელეო ხაზი, სამონტაჟო კომპიუტერი და ა.შ.).

იმისათვის, რომ საზოგადოებას ჰქონდეს ობიექტური პასუხები დასმულ კითხვებზე, ამა თუ იმ გახმაურებულ საქმეზე, აუცილებლად მიმაჩნია ჟურნალისტიკის ისეთი დარგის წინა პლანზე წამოწევა, როგორიცაა საგამოძებო ჟურნალისტიკა. მნიშვნელოვანია თავად საზოგადოებრივ მაუწყებელში იყოს ამ მიმართულებით მომუშავე ჯგუფი, თუმცა ასევე მნიშვნელოვანია მოხდეს ამ მიმართულების გადაცემათა თუ რეპორტაჟების გარე წარმოებაზე გატანა, ან გარე სტუდიებთან თანამშრომლობა უკვე მომზადებული მასალების ეთერში განსათავსებლად. ასევე მნიშვნელოვანია საზოგადოებრივ მაუწყებელში იყოს სპეციალურად შექმნილი „საფოსტო ყუთი“, რომლის მისამართზეც საქართველოს ყველა მოქალაქეს შეეძლოს თუნდაც ანონიმურობის გარანტიით მისთვის ცნობილი ფაქტისა თუ მოვლენის შესახებ ინფორმაციის გამოგზავნა შემდგომში გამოძიების მიზნით.

საინფორმაციო სამსახური ყოველთვის უნდა იყოს ახალი კადრების ძიების პროცესში. ამის განსახორციელებლად საუკეთესო საშუალებაა სხვადასხვა უნივერსიტეტების ჟურნალისტიკის ფაკულტეტებთან (და არა მხოლოდ ჟურნალისტიკის ფაკულტეტთან – დარგობრივი მიმდინარეობებისათვის სასურველია სხვადასხვა სპეციალობების იმ სტუდენტებთან კავშირიც, რომლებიც ზოგადად ტელევიზიით არიან დაინტერესებულნი) მჭიდრო და ნაყოფიერი თანამშრომლობის გამართვა – სტუდენტებს უნდა ჰქონდეთ საშუალება ადგილზე ეცნობოდნენ საინფორმაციო სამსახურის და ზოგადად ტელევიზიის მუშაობის პრინციპებს, თავად მაუწყებელს კი ამით ექნება საშუალება დააკვირდეს ახალგაზრდა თაობას და შეარჩიოს პოტენციური კადრები სამომავლო თანამშრომლობისათვის.

რადიოს რეორგანიზაცია

ერთ-ერთი მთავარი საკითხი რადიოს რეორგანიზაცია და მისი თანამედროვე სტანდარტებსა და მოთხოვნებზე სწორებაა. სწორედ ამიტომ, უნდა მიექცეს გაცილებით უფრო მეტი ყურადღება რადიოს განვითარებასაც. ის უნდა იქცეს საზოგადოებრივი მაუწყებლის ორგანულ ნაწილად, უნდა მოხდეს მისი მოდერნიზება და რეორგანიზაცია. უნდა შეიქმნას საზოგადოებისათვის საინტერესო სამაუწყებლო ბადე, რომელიც დატვირთული იქნება საინტერესო პროექტებით ადამიანთა უფლებების დაცვაზე, შემეცნებითობასა და განათლებაზე. გამომდინარე იქიდან, რომ ინფორმაციის გავრცელებისა და შემეცნების გარდა საზოგადოებრივი მაუწყებელი უნდა ზრუნავდეს გასართობი გადაცემების მომზადებაზეც, თუმცა იმ განსხვავებით, რომ საბოლოო ჯამში ემსახურებოდეს გემოვნების ჩამოყალიბების ხელშეწყობას, მიზანშეწონილად მიმაჩნია როგორც სატელევიზიო, ასევე რადიოეთერისათვის მომზადდეს შემეცნებით-გასართობი თუ მუსიკალური გადაცცემების ციკლი, რათა საზოგადოებრივმა მაუწყებელმა როგორც რადიო, ასევე სატელევიზიო ეთერით შეძლოს მოსახლეობის ამ მოთხოვნის დაკმაყოფილებაც და ხელი შეუწყოს ერის კულტურული იდენტობის დაცვა, ახალგაზრდა, დამწყები ხელოვანების შემოქმედების პოპულარიზაცია და სტიმულირება და ა.შ.

არ უნდა დაგვავიწყდეს ის ფაქტიც, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის რადიოსა და საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიასა და რადიოს უნიკალური ფონოტეკა აქვთ, რომლის შესახებაც საზოგადოების ფართო წრეებმა ფაქტობრივად არაფერი იციან. აუცილებლად უნდა მოხდეს მისი გაციფრულება, დახარისხება თემებისა და ქრონოლოგიის მიხედვით. ამ პროცესების დასრულების შემდეგ, შესაძლებელია რადიომ დაიწყოს აღნიშნული ფონოტეკიდან საინტერესო მასალების ელექტრონულ მატარებლებზე ჩაწერა და გავრცელება, მათ შორისს საგანმანათლებლო კუთხითაც.

მაქსიმალურად უნდა მოხდეს რადიოს ჩართვა ერთიან სტრატეგიულ გეგმასა და განვითარებაში და რადიოც უნდა იყოს იმ ერთიანი ხაზის გაგრძელება, რომელსაც საზოგადოებრივი მაუწყებელი მიჰყვება.

ძლიერი საინფორმაციო ინტერნეტ-რესურსის შექმნა

21-ე საუკუნეში სოციალური და ზოგადად ელექტრონული მედია კლასიკური მედიის ალტერნატივად გვევლინება. აღნიშნული გამომდინარეობს იქიდან, რომ ადამიანები გაცილებით უფრო მეტ დროს ატარებენ ოფისებში კომპიუტერებთან, ან ავტომობილებსა თუ აეროპორტებში. შესაბამისად, ასეთი ადამიანები ინფორმაციის მიღების სხვა, ალტერნატიულ საშუალებებს უფრო ანიჭებენ უპირატესობას და სულ უფრო და უფრო ხშირად ხდებიან ელექტრონული მედიის მომხმარებლები – მათთვის საჭირო ინფორმაციას ისინი ქსელში ეძებენ და პოულობენ. იმისათვის, რომ საზოგადოებრივმა მაუწყებელმა შეძლოს ასეთი ადამიანების ყურადღების მიპყრობაც და მის მომხმარებლად ქცევაც, აუცილებელია შეიქმნას ძლიერი საინფორმაციო ინტერნეტ-რესურსი, სადაც საინფორმაციო სამსახურის მიერ მომზადებულ და ეთერში გასულ ვიდეომასალასთან ერთად განთავსდება ყველა სახის სატელევიზიო, რადიო თუ ბეჭდვითი ინფორმაცია. ბოლო პერიოდში საზოგადოებრივ მაუწყებელში გატარებული რეფორმის შედეგად უკვე ამოქმედდა საინფორმაციო ვებ- პორტალი, თუმცა ამ მიმართულებით მუშაობა უნდა გაგრძელდეს.

სასურველია ამუშავდეს ბლოგინგის სისტემაც, რაც მისცემს საშუალებას ახალ, დამწყებ თუ პროფესიონალ ექსპერტებს, რომლებიც არხზე არ მუშაობენ, თავიანთი ნააზრევი მიაწოდონ საზოგადოებას.

საზოგადოებრივი არხის ინტერნეტრესურსზე ხელმისაწვდომი უნდა იყოს ყველა ის გადაცემა თუ რეპორტაჟი, რომელსაც ამზადებს არხი – ეს მისცემს საშუალებას საზოგადოებას, არ იყოს მიჯაჭვული მხოლოდ ტელევიზორზე და ინფორმაცია მოიპოვოს და მას გაეცნოს მისთვის ხელსაყრელ ფორმატში.

შემეცნება და არა მხოლოდ ინფორმირებულობა

ძლიერი საინფორმაციო სამსახურის პარალელურად, საზოგადოებრივმა არხმა დიდი ყურადღება უნდა მიაქციოს შემეცნებით პროექტებს. შემეცნება არის ის ერთ-ერთი მთავარი ფუნქცია, რომელიც უნდა იტვირთოს საზოგადოებრივმა მაუწყებელმა.

ის არ უნდა ერიდებოდეს ექსპერიმენტებს ახალი შემეცნებითი გადაცემების შექმნაში, თემების კრეატიული, ახლებური კუთხით წარმოჩენასა და გაშუქებაში, მუდმივად უნდა ცდილობდეს შექმნას ახალი ჟანრები სატელევიზიო პროდუქციისა, იქნება ეს დოკუმენტალისტიკა, ანალიტიკა თუ შემეცნებით-გასართობი ტიპის გადაცემები.

გარდა ამისა, 21-ე საუკუნეში, ტექნოლოგიური რევოლუციის პირობებში ჩნდება უამრავი ახალი, საზოგადოებისათვის უცნობი ტექნიკა, სერვისი, სიახლე საბანკო თუ საფინანსო სექტორში და სხვა. ცვლილებები იმდენად ხშირი და უეცარია, რომ საზოგადოებას სჭირდება დამატებითი განმარტებები სიახლეებზე, იქნება ეს საბანკო სერვისები თუ ახალი ტექნიკის შეძენა. გარდა ამისა, ტელევიზია არის ის საუკეთესო საშუალება, რომელსაც შეუძლია იტვირთოს საზოგადოების შემეცნების ფუქნცია სხვადასხვა სფეროებსა თუ მიმართულებებში, გააცნოს თავისი ქვეყნის მოქალაქეებს მისი უფლებებისა და თავისუფლების შესახებ. სწორედ ამიტომ, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისათვის, რომ შექმნას შემეცნებითი სატელევიზიო პროექტები, რომლებიც გაუადვილებს საზოგადოებას მისთვის აქამდე უცნობი ფაქტების, მოვლენებისა თუ სერვისების ლაბირინთებში გზის გაკვლევას.

ქართული ეროვნული კინო-დოკუმენტალისტიკისა და ზოგადად კინოს განვითარება

სამწუხაროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ ბოლო პერიოდში ქართულმა სატელევიზიო კომპანიებმა ძირითადი აქცენტი საინფორმაციო პროგრამებთან ერთად მხოლოდ გასართობი ხასიათის პროექტებზე აიღეს. სულ უფრო ნაკლებად ვხედავთ ტელეეკრანებზე ადგილობრივი წარმოების საინტეროსო დოკუმენტურ, სატელევიზიო თუ მხატვრულ ფილმებს. იმის დასტურად, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ შექმნილ დოკუმენტურ თუ მხატვრულ ფილმებს შეუძლიათ საზოგადოების დაინტერესება და მათი მიჯაჭვა ეკრანებთან, BBC-ის,Discovery-ის, Animal Planet-ისა და სხვათა მიერ მოზადებული ფილმები და სერიალებიც საკმარისია. გარდა ამისა, დოკუმენტური თუ მხატვრული ფილმები იძლევიან საუკეთესო საშუალებას ხელი შეუწყონ საზოგადოების შემეცნებას სხვადასხვა მიმართულებებით.

სწორედ ამიტომ, უპრიანი იქნება, თუ საზოგადოებრივ მაუწყებელზე შეიქმნება კინოს განყოფილება, რომელიც დაკომპლექტებული იქნება პროფესიონალი კადრებით და მთლიანად იქნება აღჭურვილი თანამედროვე ტექნიკით. აღნიშნული განყოფილება წლის განმავლობაში მოახდენს სამუშაო ჯგუფის მიერ გენერირებული იდეებისა და პროექტების განხილვასა და შერჩევას და მათ განხორციელებას.

საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობა (პავილიონები გადაღებისათვის, სატელევიზიო სტუდიები, ოფისი)

იმისათვის, რომ საზოგადოებრივმა მაუწყებელმა შეძლოს გამართულად ფუნქცუიონირება, სასურველია აშენდეს ახალი შენობა ან მოხდეს არსებული შენობის მოდერნიზაცია იმგვარად, რომ მასში განთავსდეს საგადასაღებო პავილიონები, სტუდიები და ოფისიც. გარდა იმისა, რომ ეს ყველაფერი მისცემს მაუწყებელს საშუალებას უფრო მაღალი ხარისხის სატელევიზიო პროდუქცია შექმნას, შესაძლოა ის იქცეს მაუწყებლის დამატებითი შემოსავლის წყაროდაც (პავილიონებისა და სტუდიების გაქირავება და ა.შ.).

გარდა თავად საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობისა, აღსანიშნავია აჭარის ტელევიზიისა და რადიოს შენობებიც, რომლებიც სხვადასხვა მისამართებზე არიან განთავსებულნი. ტელევიზია მდებარეობს მემედ აბაშიძის გამზირზე, ერთ-ერთ კოლორიტულ შენობაში. რამდენადაც საინტერესოა აღნიშნული შენობა არქიტექტურულად, იმდენად გამოუსადეგარია ის ტელევიზიისათვის – შენობა ფაქტობრივად ამორტიზებულია, შეზღუდულია ფართი, არ არის საჭირო რაოდენობის სტუდიები, სამონტაჟოები და ა.შ. ყველაზე მტკივნეულია ის ფაქტი, რომ რამდენიმე სატელევიზიო პროექტს ფაქტობრივად ერთი სტუდიიდან უწევს მაუწყებლობა. საზოგადოებრივი მაუწყებლის მომდევნო წლის სტრატეგიული გეგმის განსაზღვრისათვის აუცილებელია დადგეს აჭარის ტელევიზიისა და რადიოსათვის შენობის გამოყოფის ან აშენების საკითხიც.

სავარაუდო პროექტები

ქვემოთ მინდა მოვიყვანო ჩემი აზრით ის მნიშვნელოვანი მიმდინარეობები და თემები, რომლებზე შექმნილმა სატელევიზიო პროექტებმა შესაძლოა საზოგადოების დაინტერესება გამოიწვიოს:

  •   სატალევიზიო პროექტები რეგიონის და ზოგადად ქვეყნის ტურისტული პოტენციალის წარმოჩენის მიზნით;
  •   სამოტივაციო ტიპის გადაცემები წარმატებულ მცირე თუ მსხვილი ბიზნესის წარმოამდგენლების შესახებ;
  •   სამუზეუმო საქმიანობის პოპულარიზაცია;
  •   ეკონომიკური ურთიერთობის საწყისები – შემეცნებითი ხასიათის (მაგ: რა არის ლიზინგი, რას უნდა ვითალისწინებდეთ სესხის აღების დროს, ფასების განსაზღვრა და ა.შ.);
  •   ინტელექტუალური თამაშები.
  •   წიგნიერების დონის ამაღლების ხელშემწყობი სატელევიზიო პროექტები;
  •   დოკუმენტური ფილმების სერიები ცნობილ ადამიანებზე.

ლადო ბოჟაძე

მთელ მსოფლიოში და მათ შორის საქართველოშიც მედიას განსაკუთრებული, უმთავრესი როლი აქვს საზოგადოების სამოქალაქო, პოლიტიკური, სოციალური ცნობიერების ჩამოყალიბებაში, საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაში, მოქალაქეების ინფორმირების და განათლების დონის ამაღლებაში. საზოგადოებრივი მაუწყებლის ტელევიზიას და რადიოს  ნებისმიერ, განვითარებულ თუ განვითარებად სახელმწიფოში უმნიშვნელოვანესი როლი და ადგილი უკავია.

საქართველოში საზოგადოებრივი მაუწყებლობა სამ სატელევიზიო და სამ რადიო არხზე ხორციელდება:

1. საზოგადოებრივი მაუწყებლის 1არხი;

2. საზოგადოებრივი მაუწყებლის 2 არხი;

3. საზოგადოებრივი რადიო ერთი

4. საზოგადოებრივი რადიო ორი

5. საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია

6. საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის რადიო

მაუწყებლობის სფეროში კანონმდებლობას შეადგენს საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები, საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“, „მაუწყებლობის შესახებ“, „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ და „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონები, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები.

,,მაუწყებლობის შესახებ’’ საქართველოს კანონის შესაბამისად, საზოგადოებრივი მაუწყებელი არის პოლიტიკური და კომერციული გავლენისაგან თავისუფალი, საჯარო დაფინანსებით მოქმედი, ხელისუფლებისაგან დამოუკიდებელი და საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი (საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული ცვლილებების კანონპროექტმა არ უნდა შეასუსტოს ანგარიშვალდებულების დონე და ხარისხი), რომელიც არ ექვემდებარება არცერთ სახელმწიფო უწყებას. «Public service broadcasting» _ დასავლური გაგებით მის საჯაროობას, ყველა ფენებისათვის ხალმისაწვდომობასა და სხვადასხვა ჯგუფების უფლებების გათვალისწინებას და უმთავრესად საზოგადოების ინტერესების დაცვას გულისხმობს. საზოგადოებრივი მაუწყებელი უნდა იყოს „ყველას ტელევიზია და რადიო“, ის ქვეყანაში ყველა ჯგუფის კანონიერ ინტერესზე და საჭიროებებზე მორგებული უნდა იყოს, ყველასთვის საინტერესო და სანდო.

საზოგადოებრივი მაუწყებლის არაერთგვაროვანი შეფასება სოციუმის მრავალფეროვნებით, საზოგადოებრივი სიკეთის და ინტერესის განსაზღვრების კონკრეტული კრიტერიუმების არარსებობით, პიროვნული და საზოგადოებრივი ინტერესების საზღვრების მკვეთრად გავლების/დადგენის შეუძლებლობითაა განპირობებული.

საზოგადპებრივი მაუწყებლობის საქართველოს მოდელი უნდა ეფუძნებოდეს ბი-ბი-სის (BBC) გამოცდილებას, რომლის მაუწყებლობის ავტონომიურობა, პოლიტიკური ჯგუფების გავლენისგან თავისუფლება და დამოუკიდებელი მართვა პოლიტიკური მოღვაწეების/პოლიტიკოსების ინიციატივით დაფუძნებისთანავე(1927 წელი) გახდა შეთავაზებული და ხელშეუხებელი. ეს მაგალითი უნდა გახდეს ქართული პოლიტიკური ელიტისა და სხვა პოლიტიკური ძალების პირობითად “ქართული” შეთანხმების საფუძველი. ასეთი ნების, თუნდაც სიტყვიერი განცხადებაც, საშუალებას მისცემს საზოგადოებრივ მაუწყებელს მაღალპოლიტიზებული საზოგადოების პირობებში იყოს ობიექტური და მიუკერძოვებელი. შეინარჩუნოს მორალური სიმართლე და გამჭვირვალობა.

საზოგადოებრივი მაუწყებლის:

 მიზანი

1. საქართველოში საზოგადოებრივი საჭიროებების და ინტერესების შესწავლა, მათი გათვალისწინებით შექმნილი მრავალფეროვანი პროგრამებისა და გადაცემების მომზადება; კერძო მაუწყებლებთან შედარებით ,,საზოგადოებრივი მაუწყებელი’’ უნდა იყოს უფრო მეტად დამოუკიდებელი მედიასაშუალება. უნდა არსებობდეს ყველა წინაპირობა იმისთვის, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელის მიერ მომზადებული, ეთერში გასული პროდუქცია ყველაზე საინტერესო, სანდო, ობიექტური და მრავალფეროვანი იყოს.

2. ,,საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო’’ კანონის საფუძველზე საზოგადოებრივ მაუწყებლის ტელევიზია და რადიოა, რომელსაც დამოუკიდებელი მართვის ინსტიტუტები: მრჩეველთა საბჭო და დირექტორი ჰყავს. მისი მართვა საზოგადოებრივი მაუწყებლის მხრიდან საერთო სახელმწიფოებრივი და ინტერესების დაცვით უნდა შემოიფარგლოს, რაც ასევე ,,საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს’’ პრიორიტეტებისა და ბიუჯეტის დამტკიცების პროცესში მონაწილეობასაც გულისხმობს, რაც ბიუჯეტისა და პრიოროტეტების განხილვის, შეთანხმებისა და დამტკიცების პროცედურებით წინასწარ განისაზღვრება. ,,საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს’’ მიერ მომზადებული და ეთერში გასული პროდუქცია მაქსიმალურად უნდა ითვალისწინებდეს ავტონომიური რესბუბლიკის ტერიტორიაზე მაცხოვრებელი მოსახლეობის საჭიროებებსა და ინტერესებს, აქტიურად გაშუქდეს ქვეყანაში და რეგიონში მიმდინარე პოლიტიკური, სოციალური, ეკონომიკური, კულტურული და სპორტული მოვლენები.

,,საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოსთან’’ ეფექტური ურთიერთობის ფორმა და სტრუქტურის შექმნა, მისი მართვის ეფექტიანი სისტემა პერსპექტივაში მომხიბვლელი უნდა გახდეს „აფხაზეთის ტელევიზიისა და რადიოსთვის“. რადგან გარკვეული პერიოდის შემდეგ დღის წესრიგში შესაძლოა დადგეს ასეთი თანამშრომლობის აუცილებლობა და საზოგადოებრივი მაუწყებელს უნდა ჰქონდეს შემუშავებილი გარკვეული მოდელი, რომელსაც წარმოუდგენს და შესთავაზებს საზოგადოებას.

საზოგადოებრივი მაუწყებლის განვითარების კონცეფცია შემდეგი ამოცანების გადაჭრას გულისხმობს:

 ამოცანები

1.ახალი სტრატეგიული განვითარების გეგმის შემუშავება 

მნიშვნელოვანია, რომ ასეთი გეგმის შემუშავების პროცესში ჩართული იყვენ ყველა დაინტერესებული ჯგუფის წარმომადგენლები: რეგიონულ და ეროვნულ დონეზე მოქმედი არასამთავრობო და მედიაორგანიზაციები, პოლიტიკური პარტიები, მაჟორიტარი დეპუტატები, რელიგიური კონფესიები, ეთნიკური უმცირესობები, შშმ პირები და სხვა. სტრატეგიული განვითარების გეგმა უნდა გულისხმობდეს ინტერნეტ-ტექნოლოგიების აქტიურ გამოყენებას (ვებ-გვერდი, სოციალური ქსელები), როგორც ინფორმაციის გავრცელების, ასევე საზოგადოებრივი მაუწყებლის სატელევიზიო და რადიოარხების პროდუქტების მონიტორინგისა და შეფასების მიზნით. დოკუმენტი უნდა ითვალისწინებდეს საზოგადოებრივი მაუწყებლის სატელევიზიო და რადიოარხების (მათ შორის აჭარის ტელევიზია და რადიო) ტექნიკური შესაძლებლობების გაძლიერების გეგმას.

2. პროგრამული პრიორიტეტები. ,,მაუწყებლობის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის 2-ე ნაწილის მიხედვით, სამეურვეო საბჭო საზოგადოებრივი მაუწყებლის პროგრამული პრიორიტეტების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საჯარო ადმინისტრაციული წარმოების წესით, რაც პროგრამული პრიორიტეტების მომზადების პროცესში ყველა დაინტერესებული პირის ჩართულობის შესაძლებლობას გულისხმობს.  საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭომ პროგრამული პრიორიტეტების მომზადების პროცესში უნდა ჩართოს საქართველოს ყველა ქალაქი და რეგიონი, ასევე არასამთავრობო, მედია, ბიზნესი, მაჟორიტარი დეპუტატები, პოლიტიკური პარტიები, რელიგიური კონფესიები, სამეცნიერო და საგანმანათლებლო ინსტიტუტები. საზოგადებრივი მაუწყებლის პრიორიტეტი უნდა იყოს სიღრმისეული, საზოგადოების საინტერესო შინაარსის გადაცემები შექმნა, რომელიც მაღალი სტანდარტით, პროფესიული და ეთიკური ნორმების ზედმიწევნით დაცვით იქნება მომზადებული.

3. მენეჯმენტის/მმართველი რგოლის მუშაობა

მიუხედავათ იმისა, რომ საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებულმი საკანონმდებლო ცვლილებებმა  სამეურვეო საბჭოს შეუმცირა გარკვეული უფლება-მოვალეობები, სამეურვეო საბჭოს მიერ მუდმივად უნდა ხორციელდებოდეს მმართველი რგოლის მუშაობის საქმიანობის შეფასება და  ანალიზი, საჭიროების შემთხევევაში შესაბამისი სტრუქტურული და საკადრო ცვლილებები. მმართველი რგოლის მუშაობის შეფასება უნდა განხორცილდეს გადაცემების ხარისხის, არხების ყურებადობისა და სმენადობის, ცხელი ხაზისა და რეიტინგების ანალიზის მიხედვით. აუცილებლად მიმაჩნია ყოველი თანამდებობისათვის დეტალური სამუშაო აღწერილობების მომზადება, ამის საშუალებით მოხდება უკვე დაკავებულ თანამდებობებზე კადრების კვალიფიციურობის გადამოწმება, ასევე, ვაკანსიის გამოცხადების შემთხვევაში მსურველს ექნება წარმოდგენა, თუ რა ცოდნისა და კვალიფიკაციის კადრს ეძებს მაუწყებელი.

4. სამიზნე (მაყურებელი, მსმენელი, ინტერნეტმომხმარებელი) ჯგუფების განსაზღვრა

მნიშვნელოვნად მიმაჩნია სხვადსხვა კვლევების საშუალებით მოხდეს  საზოგადოებრივი მაუწყებლის 1 და მე-2 არხების მაყურებლების (ასაკი, სქესი, სოციალური მდგომარება, ინტერესები, საჭიროებები) ასევე, 1 და მე-2 რადიოს მსმენელების (ასაკი, სქესი, სოციალური მდგომარება, ინტერესები, საჭიროებები), ინტერნემომხმარებლების (ასაკი, სქესი, სოციალური მდგომარება, ინტერესები, საჭიროებები),იდინტიფიცირება. კვლევები და მეტ-ნაკლებად იდენტიფიცირებული სამიზნე აუდიტორიის ცოდნა დაგვეხმარება სამაუწყებლო ბადის სტრატეგიის განსაზღვრაში.

5. პერმანენტული/მუდმივმოქმედი კონკურსი.

არსებობს მოსაზრება, რომ გარანტირებული სახელმწიფო დაფინანსება (მშპ-ის 0.14 %, 2018 წელი 52.5 მილიონი) საზოგადოებრივი მაუწყებლის შეადრებით ნელი ტემპით განვითარების ერთ-ერთი მთავარი მიზეზია. საფინანსო პოლიტიკის სწორად დაგეგმვის შემთხვევაში (მით უფრო, რომ საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული საკანონმდებლო ცვლილებების მიხედვით კიდევ უფრო მოქნლი ხდება),  მაუწყებლის გაძლიერება მოკლე დროში გახდება შესაძლებელი. ამაში პერმანენტული კონკურსის პრინციპი დაგვეხმარება, რომელიც ჩატარდება ორი მიმართულებით:

ა) სტუდიების შერჩევა, (საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული საკანონმდებლო ცვლილებების გათვალისწინებით) რომლებიც ტენდერის თუ ტენდერის ავლით პირდაპირი შესყიდვის საფუძველზე, მაქსიმალურად ხარისხიანად და მისაღებ ფასად შეასრულებენ დაკვეთას მხატვრული, დოკუმენტური და ანიმაციური ფილმების, მხატვრული და შემეცნებითი, საგანმამათლებლო და გასართობი ტელე-სერიალების წარმოებისათვის, ასევე ლიცენზირებული უცხოური პროდუქციის შეძენა-გახმოვანებისთვის.

ბ) თოქ-შოუების, გადაცემებისა და პროგრამების თემატურად ფართო სპექტრი: შემეცნებითი, საგანმანათლებლო, სამეცნიერო, ხელოვნებისა და ლიტერატურის, თეატრისა და კინოს, საბალეტო და თანამედროვე ცეკვის, მუსიკალური (მათ შორის კლასიკური, თანამედროვე და ფოლკლორის), სპორტის, პოლიტიკური, საზოგადოებრივ-სოციალური, ეკონომიკისა და ბიზნესის, ეთნიკურ-რელიგიური, სამართლის, გასართობი, საბავშვო, საყმაწვილო, ახალგაზრდული. გარდა ამისა პრიორიტეტულად შეიძლება ჩაითვალოს ცალკეული ჯგუფების ინტერესების გამომხატველი პერიოდული გადაცემები, ისეთი, როგორიცაა სამხედრო მოსამსახურეთა, დიასპორის, მუნიციპალიტეტების, ეკოლოგიის, მედიცინის შესახებ და ა.შ.

ც) თოქ-შოუების, გადაცემებისა და პროგრამების მოკლევადიანი დაფინანსება და კონტრაქტის გაგრძელება რეიტინგული მაჩვენებლების მიხედვით. ამასთანავე უნდა გავითვალისწინოთ რეიტინგის ზრდის ტენდენცია. იმ შემეცნებითი საავტორო გადაცემებისათვის, რომლებიც ახალგაზრდა თაობის მენტალიტეტის განვითარებასა და თვალსაწიერის გაფართოებას ემსახურება, გასაგები მიზეზების გამო საწყის ეტაპზე გასაგებია, რომ ვერ ექნება მაღალი რეიტინგი და ამდენად, სწორედ მათთვის უნდა მოვიძიოთ საგრანტო დაფინანსების წყაროები.

6.საზოგადოებრივი მაუწყებლის დაფინანსების გაზრდა

ახალი წყაროების  მოძიების გზით. როგორც ვიცით, საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტი ივსება:

ა) სახელმწიფო ბიუჯეტიდან;

ბ) კომერციული შემოსავლებიდან;

გ) გრანტებით.

ხარისხიანი პროდუქციის წარმოებისათვის, “მაუწყებელს” სოლიდური დაფინანსება სჭირდება. გასაგებია, რომ სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე ეს დაფინანსება უახლოეს მომავალში ვერ გაიზრდება. აუცილებელია ალტერნატიული წყაროების: კომერცილი და საგრანტო დაფინანსების მასშტაბების გაზრდა, მით უმეტეს, რომ საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული საკანონმდებლო ცვლილებები იძლევა ამის სამართლებრივ საფუძვლებს. ამ მიმართულებით შესაბამის სამსახურში უნდა შეიქმნას მუშა ჯგუფი, რომლის ყოველდღური საქმიანობაც იქნება დამატები დაფინანსების მოძიება და მოზიდვა..

საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი  იმგვარად უნდა დაიგეგმოს, რომ მაუწყებლის ყველა სატელევიზიო და რადიო არხს, მიზნებიდან და პრიორიტეტებიდან გამომიდნარე, ჰქონდეს თანაბარი განვითარების საშუალება, მათ შორის, მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, ადამიანური და ფინანსური რესურსები.

ასევე სამართლიანი იქნება, თუ ერთ სასტარტო პირობებში ჩავაყენებთ 1 დამე- 2 არხებს. უნდა ვაღიაროთ, რომ სავსებით უსაფუძვლოდ წლების განმავლობაში იგნოირირებული იყო მე-2 არხის ინტერესები და ის საზოგადოებრივი მაუწყებლის შემადგენლობაში მხოლოდ 1 არხის დანამატს წარმოადგენდა. თუმცა ყველას გვახსოვსმე-2 არხის პოპულარობის პერიოდი შემეცნებითი-გასართობი და იუმორისტული გადაცემების ხარჯზე. ამდენად ორივე არხისთვის თანაბარი  დაფინანსება მიზანშეწონილად მიმაჩნია, ასევე თანასწორი პირობებით უნდა დაფინანსდეს “საზოგადოებრივი მაუწყებლის” 1 და მე-2 რადიო.

7.საკანონმდებლო ინიციატივა.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს პარლამენტმა სულ ახლახან მიიღო საკანონმდებლო ცვლილებები, მიზანშეწონილად მიმაჩნია, რომ სამეურვეო საბჭომ აქტიურად გააგრძელოს მუშაობა  საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავშირებული საკანონმდებლო აქტების დახვეწისა და განვითარების მიმართულებით.

ზვიად დევდარიანი

საზოგადოებრივი მაუწყებლის განვითარების კონცეფცია

“საზოგადოებრივი საზოგადოებას”

წარმოგიდგენთ საზოგადოებრივი მაუწყებლის განვითარების კონცეფციის ძირითადად მიმართულებებს.

ზოგადი პრინციპები:

  • დამოუკიდებლობა და მიუკერძოებლობა: ყველა დროის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა. სამწუხაროდ, ყველა მთავრობა საზოგადოებრივ მაუწყებელს აღიქვამდა, როგორც საკუთარ და არა საზოგადოებრივ საკუთრებას. შესაბამისად, უმნიშვნელოვანესია გარანტირებული იყოს მაუწყებლის სარედაქციო დამოუკიდებლობა და დაცვა პოლიტიკური, კომერციული თუ სხვა სახის გავლენებისგან;
  • ანგარიშვალდებულება: საზოგადოებრივი მაუწყებელი საჯარო დაფინანსებით მოქმედებს და ამიტომ ანგარიშვალდებული უნდა იყოს საზოგადოების წინაშე. ეს ანგარიშვალდებულება უნდა იყოს არა ფორმალური, არამედ გამოხატული, როგორც – საქმიანობის სულისკვეთებით, ასევე ანგარიშვალდებულების კონკრეტული მეთოდებითაც. ანგარიშვალდებულებისა და მასზე უკუგების მიღების საკუთესო მიდგომების გამოსავლენად, აუცილებელია ქმედითი საკომუნიკაციო სტრატეგიაც შეიქმნას;
  • ინტერესებზე დაფუძნებული მაუწყებლობა და ჩართულობა: მაუწყებელმა მაქსიმალურად უნდა წარმოაჩინოს საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფი და ინტერესი. ის ორიენტირებული უნდა იყოს სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ხელშეწყობისკენ და ამ პერსპექტივიდან, სწორად უნდა ახდენდეს ორიენტირებასა და საჭიროებების ანალიზს. მაუწყებლის ეთერი, მისი თემატური გადაცემები, სარედაქციო პოლიტიკა უნდა იყოს მძლავრი იარაღი საზოგადოებაში არსებული პრობლემებისა და ინტერესების წარმოსაჩენად. ტელევიზიისთვის ღირებულებებზე დაფუძნებული მაუწყებლობა უნდა იყოს უალტერნატივო.

პარტნიორობას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ამ პრინციპის განსახორციელებლად როგორც საერთაშორისო, სამოქალაქო, ასევე, სხვადასხვა დარგობრივ უწყებასთან. განსახილველია 2015-16 წლების პროგრამული პრიორიტეტებით განსაზღვრული საზოგადოებრივი საბჭოების შექმნის საკითხიც. ამ მიმართულებით საერთაშორისო გამოცდილების ანალიზი და ეფექტიანობის რეალური დადგენა მნიშვნელოვანია, რათა არაფრის მომცემი ინსტიტუციური წარმონაქმნები არ მივიღოთ. ნებისმიერი ინიციატივა მაუწყებლის ინტერესთა ჯგუფებთან კომუნიკაციის სფეროში, უნდა ეფუძნებოდეს ეფექტიანობასა და ხარჯთეფექტურობას;

  • საყოველთაოობა: საზოგადოებრივი მაუწყებელი ეკუთვნის მთლიანად საზოგადოებას. მისი არსი და დაფინანსების წყარო არის საზოგადოებრივი. შესაბამისად, ის უნდა ემსახურებოდეს საყოველთაო და არა კონკრეტული ერთი პოლიტიკური პარტიის ინტერესებს. ის უნდა იყოს მრავალფეროვანი და პლურალისტური. არ უნდა ახალისებდეს შუღლს და დაპირისპირებას. ხელი უნდა შეუწყოს ტოლერატობასა და მრავალფეროვნების წარმოჩენას.
  • ხარისხი და სანდოობა: ეს პრინციპი მნიშვნელოვნადაა დაკავშირებული ყველა ზემოთ ჩამოთვლილ პრინციპთან, განსაკუთრებით- პირველთან. დამოუკიდებლობა და მიუკერძოებლობა განსაზღვრავს მნიშვნელოვნად სანდოობის ხარისხს. საზოგადოებრივი მაუწყებელი არ უნდა იყოს, ზოგადად, ქვეყანაში არსებული მედიის მდგომაროების/ხარისხის “მსხვერპლი”. მას უნდა ჰქონდეს ამბიცია, რომ რეიტინგი და განწყობები მოიპოვოს არა საზოგადოებრივი აზრის მანიპულირებით, პროფესიული სტანდარტების დაწევითა და არაეთიკური ჟურნალიზმით, არამედ ეთიკის, პროფესიონალიზმისა და ხარისხიანი პროდუქციის შექმნის ხარჯზე. ამ მიზნით, მან უნდა გამოიყენოს ყველა არსებული კარგი პრაქტიკა და ითანამშრომლოს მედიის განვითარებაზე მომუშავე ორგანიზაციებთან;
  • ინოვაციურობა: მაუწყებელმა აუდიტორიას უნდა შესთავაზოს თამამი პროდუქტები, რისი უფლებაც, ცალკეულ შემთხვევაში, კომერციულმა ტელევიზიებმა შესაძლებელია ვერ მისცენ საკუთარ თავს. მას შესაძლებელია ჰქონდეს არარეიტინგული, თუმცა ინოვაციური და საავტორო პროგრამები, რომლებიც ცალკეული ინტერესთა ჯგუფისთვის იქნება საინტერესო.

პროგრამული პრიორიტეტები:

საზოგადოებრივმა მაუწყებელის რესურსი და შესაძლებლობა უნიკალურია. ის მოიცავს ტელევიზიას, რადიოსა და ინტერნეტარხს, რომელთაც ტექნიკური თვალსაზრისით სრულფასოვნად შეუძლიათ სხვადასხვა ინტერესთა ჯგუფს მათთვის სასურველი ფორმით მიაწოდონ ინფორმაცია.

მაუწყებელმა აქტიურად უნდა გამოიყენოს საკუთარი რეგიონული ბიუროების რესურსი, რათა რეგიონული წარმოჩენა და საყოველთაოობა გარანტირებული იყოს. ახალი ამბების გარდა, რეგიონული კორესპონდენტების რესურსი ანალიტიკური და საგამოძიებო ჟურნალისტიკის სფეროს გადაცემების შექმნის პროცესშიც უნდა იყოს გამოყენებული.

მაუწყებელმა უნდა იზრუნოს იმაზე, რომ მისი კარგი, საინტერესო, საავტორო პროგრამები იყოს იმავე დროს პოპულარულიც. ამისათვის მან უნდა მოახდინოს ინტერესთა ჯგუფებზე ორიენტირებული მაღალი სტანდარტების პროდუქციის შექმნა, რომელიც შემდეგ თემებად შეიძლება დაჯგუფდეს:

1. ახალი ამბები (მათ შორის მიმდინარე მოვლენები)

2. შემეცნება (მეცნიერება, ისტორია, გარემო და სხვა), კულტურა და საზოგადოება

3. სპორტი და გართობა (მათ შორის, სერიალები, მუსიკალური პროგრამები)

4. საბავშვო გადაცემები

მოკლედ, თითოეულ მათგანზე:

  1. ახალი ამბები (მათ შორის, მიმდინარე მოვლენები)

აქ უნდა გამოიკვეთოს სამი ჯგუფის/ტიპის გადაცემები:

  • ახალი ამბები;
  • ანალიტიკური გადაცემები (მათ შორის, პოლიტიკური)
  • ჟურნალისტური გამოძიება

ახალი ამბები: ყურადღება უნდა გამახვილდეს გავრცელებული ინფორმაციის სანდოობასა და ოპერატიულობაზე. თუმცა ოპერატიულობას არ უნდა “შეეწიროს” ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. მნიშვნელოვანია, რომ სიახლეებში ჩანდეს:

  • მოსახლეობისათვის მტკივნეული თემები;
  • რეგიონების ამბები;
  • საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციასთან დაკავშირებული საკითხები;
  • ემიგრანტების ცხოვრება;
  • ეთნიკური უმცირესობების თემები;
  • ოკუპირებული რეგიონების თემები;
  • და სხვა.

ანალიტიკური გადაცემები (მათ შორის, პოლიტიკური): ამ ტიპის გადაცემებმა უნდა უზრუნველყონ საზოგადოების წინაშე არსებული ყველაზე აქტუალური თემების ირგვლივ სიღრმისეული, ანალიტიკური დისკუსია, რომელშიდაც ჩართულები იქნებიან ხელისუფლების სხვადასხვა შტოს, სამოქალაქო სექტორის, დარგობრივი ექსპერტების, სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის, ახალგაზრდების, ქალების, მოხალისეების/აქტივისტების და სხვა ინტერესთა ჯგუფების მონაწილეობა. მნიშვნელოვანია, რომ გადაცემებში ჩანდნენ უმცირესობების წარმომადგენლები, ემიგრანტები (მაგ. ჩართვების საშუალებით). ასევე სასურველია, გადაცემების დაგეგმვის დროს ყურადღება მიექცეს სტუმრების გენდერულ ბალანსს, რათა არ მივიღოთ ისეთი ვიზუალიზება, რომ ყველაზე აქტუალურ თემებზე მხოლოდ კაცები მსჯელობენ.

შინაარსობრივად, აქცენტი უნდა კეთდებოდეს არა მხოლოდ პოლიტიკურ თემებზე, არამედ სოციალურ და ეკონომიკური საკითხებზე. ისეთ თემებზე, რომლებიც ეხებათ, მაგალითად, ეკომიგრანტებს, იძულებით ადგილნაცვალ პირებს, შშმ პირებს, დისკრიმინაციის მსხვერპლებს და ა.შ.

ბუნებრივია, საარჩევნო წლებში განსაკუთრებული ყურადღება უნდა გამახვილდეს საარჩევნო თემებზე, საარჩევნო სუბიექტების თანაბრად წარმოჩენაზე,  მოქალაქეთა საარჩევნო განათლებაზე, სადამკვირვებლო პროცესზე. ამ საკითხში მნიშვნლოვანია, განსაკუთრებული ყურადღება მიექცეს მიუკერძოებლობას (როგორც პოზიტიური და ნეგატიური, ასევე ნეიტრალურად გაშუქებული ამბების მოცულობა უნდა გაიზომოს). განვლილმა პრაქტიკამ ასევე აჩვენა, რომ ე.წ. ეგზიტპოლების ინსტრუმენტის გამოყენებას ნეგატიური შედეგი მოჰყვა. შესაბამისად, სასურველია, რომ კერძო მედიაკომპანიებთან ერთად (რომლებიც ასოცირებულები არიან ხოლმე ამა თუ იმ პოლიტიკურ ჯგუფთან) არ მოხდეს საზოგადოებრივი მაუწყებლის ჩართვა (გადამხდელთა ბიუჯეტით) სხვადასხვა ტიპის საარჩევნო მანიპულაციაში, რომელიმე პოლიტიკური ჯგუფის სასარგებლოდ.

ჟურნალისტური გამოძიება: ვიდრე არ მომზადდება ჟურნალისტური გამოძიების პროდუქტები და ისინი არ იქნებიან ორიენტირებული მიუკერძოებლად, საზოგადოებრივი ცხოვრების სხვადასხვა სფეროში (მათ შორის, განსაკუთრებულად სახელმწიფო სტრუქტურებში) არსებული დარღვევების გამოაშკარავებაზე, მუდმივად იქნება კითხვის ნიშნები თავად მაუწყებლის მიუკერძოებლობაზე. ამგვარი ჟურნალისტური პროდუქტი მნიშვნელოვანია მედიის, როგორც მეოთხე ხელისუფლების, ფუნქციის რეალური განხორციელებისთვის. ამგვარი პროდუქტები ზრდიან სანდოობასა და ინტერესს მაუწყებლის მიმართ.

  1. შემეცნება (მეცნიერება, ისტორია, გარემო და სხვა), კულტურა და საზოგადოება

საზოგადოებრივი მაუწყებლის უნიკალური არქივი და ფონდი იძლევა შესაძლებლობას, რომ მან ექსკლუზიური, საინტერესო და უნიკალური გადაცემების ციკლი შექმნას. პრიორიტეტი უნდა მიენიჭოს ისტორიის, მეცნიერების, გარემოს დაცვის როგორც გლობალური, ასევე, ადგილობრივი კონტექსტის წარმოჩენას.

ისტორიული მოვლენებისადმი მიძღვნილი გადაცემები უნდა ასახავდენენ საქართველოს სახელმწიფოს ფორმირების პროცესს, უახლესი ისტორიის ისეთ მოვლენებს, როგორებიცაა საბჭოთა წარსული, ცარისტული პოლიტიკა, საქართველოს დამოუკიდებლობის პერიოდი, 1918-21 წლების პერიოდი, ბოლშევიზმი, რეპრესიები. ასევე, საქართველოს ისტორიული სვლა ევროპული ინტეგრაციისკენ. მნიშვენელოვანია, ცალკეული ისტორიული ფიგურების წარმოჩენა, რომლებმაც განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს საქართველოს ისტორიულ პროცესებში.

თანამედროვე ტექნოლოგიური მიღწევები, მეცნიერული მიგნებები, ინფორმაცია მეცნიერებასა და განათლებაზე მნიშვნელოვანია სხვადასხვა ჯგუფის შემეცნებითი ინტერესების დაკმაყოფილებისა და ცოდნის პოპულარიზებითვის.

სულ უფრო მზარდია ნიშა გადაცემების ციკლზე ეკონომიკასა და ბიზნესზე. ამ ტიპის გადაცემებმა უნდა დააკმაყოფილონ საზოგადოების ინტერესი ეკონომიკის სხვადასხვა სფეროში (მათ შორის, სოფლის მეურნეობაზე), მოახდინონს მოსახლეობის ფინანსური განათლების უზრუნველყოფა, ხელი შეუწყონ მოქალაქეთა ორინტირებას ბიზნესგარემოში.

ქართული და მსოფლიო კინო, მუსიკა, თეატრი, მწერლობა, არქიტექტურა და კულტურის სხვა სფეროები საზოგადოებრივი მაუწყებლის ობიექტივის პრიორიტეტები უნდა გახდნენ. მათ უნდა “გამოკვებონ” მოქალაქეთა შემოქმედებითი წყურვილები და ინტერესები.

მნიშვნელოვანია, მაუწყებლის ანალიტიკური გადაცემების ფოკუსში იყვნენ უმცირესობები, ემიგრანტები, შშმ პირები, ქალები და ზოგადად, უნდა მოხდეს ჩვენი საზოგადოების მრავალფეროვნების პოპულარიზება.

ადამიანის უფლებების დაცვა, სამოქალაქო საზოგადოების საქმიანობა, ოჯახში ძალადობა, ბავშვებთა უფლებები, ქალთა პოლიტიკური და ეკონომიკური გაძლიერების საკითხები და უფელებების ფართო სპექტრი მუდმივად უნდა იყოს საზოგადოებრივი მაუწყებლის ფოკუსში.

  1. სპორტი და გართობა (მათ შორის, სერიალები, მუსიკალური პროგრამები)

მაუწყებელის ეთერში წარმოდგენილი უნდა იყოს მნიშვნელოვანი კულტურული, სანახაობრივი ღონისძიებები (კონცერტები, ფესტივალები, კონკურსები, ოლიმპიადები), რომლებიც კულტურული მრავალფეროვნების წარმოჩენას და ქართული კულტურის პოპულარიზაციას უწყობს ხელს. ამ პროცესში მნიშვნელოვანია საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების კულტურის მრავალფეროვნების წარმოჩენა და ინტეგრირება.

მნიშვნელოვანია არსებობდეს კინოკრიტიკა/ანალიტიკა და საინტერესო ფორმატით, როგორც ძველი, ასევე, ახალი ფილმების წარდგენა მაყურებლისთვის.

მაყურებელთა ერთი ნაწილისთვის საინტერესო იქნებოდა იუმორისტული გადაცემების არსებობა.

მაუწყებელი თავად შეიძლება გახდეს მუსიკალური თუ ქორეოგრაფიული ფესტივალების ინიციატორი/პარტნიორი, განსაკუთრებით რეგიონების მონაწილეობით, რაც თავად მაუწყებლის პოპულარიზებასაც შეუწყობს ხელს.

ბოლო წლებია, განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობენ მაყურებლებში ადგილობრივი წარმოების სერიალები. მაუწყებელმა უნდა უზრუნველყოს ამ ტიპის პროდუქტის მიწოდება მაყურებლისთვის, რომელიც უზრუნველყოფს ყველა იმ პრობლემატური საკითხის წარმოჩენას, რომელიც არსებობს საზოგადოებაში.

  1. საბავშვო გადაცემები

ამ მიმართულების სათანადოდ განვითარებამ ბავშვების, მოზარდებისა და მათი მშობლების ყურადღების მიპყრობა უნდა გამოიწვიოს მაუწყებლის საეთერო ბადისადმი. ამ მიმართულებას სჭირდება შესაბამისი დაგეგმარება და ბიუჯეტირება.

სატელვიზიო და რადიოეთერების ამ მიმართულებებით პრიორიტეტიზირების გარდა მნიშვნელოვანია, განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდეს ინტერნეტ-რესურსის გამოყენების განვითარებაზე. თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარება სულ უფრო ზრდის ინტერნეტრესურსზე მოთხოვნას და საზოგადოებრივ მაუწყებელს შეუძლია ამ სფეროში ლიდერი იყოს.

სხვა საკითხები

  1. მნიშვნელოვანია, გამგეობის როლის გაძლერება როგორც პროგრამული პრიორიტეტების შემუშავებაში და ბიუჯეტის დამტკიცებაში, ასევე მათი განხორციელების მონიტორინგში. სამეურვეო საბჭო არ უნდა იყოს აღმასრულებელი დირექტორის მიერ წარდგენილი საკითხების “ნოტარიუსი”. თავისი კომპეტენციის ფარგლებში ის რეალურად უნდა იღებდეს მონაწილეობას მაუწყებლის მართვაში. ის, ასევე, უნდა ახდენდეს აღმასრულებელი დირექტორის მიერ წარდგენილი ანგარიშების, სამოქმედო გეგმების მოსმენას, რეკომენდაციების მიწოდებას და არ უნდა ერიდებოდეს დასაბუთებულ კრიტიკას, რომელიც პოზიტიურ როლს შეასრულებს მაუწყებლის განვითარებაში;
  2. მნიშვნელოვანია, ყველა იმ მოკლევადიანი და გრძელვადიანი გეგმის შემუშავება, რომელიც ნათელს გახდის მაუწყებლის განვითარების მიმართულებებს. სწორედ ამ ტიპის დაგეგმარებაზე უნდა იყოს დაფუძნებული ბიუჯეტირება და სხვადასხვა პროექტის განვითარება;
  3. მნიშვნელოვანია მაუწყებლების განვითარების საერთაშორისო პრაქტიკის მუდმივი ანალიზი და საუკეთესო პრაქტიკების დანერგვა საზოგადოებრივი მაუწყებლის საქმიანობაში;
  4. უნდა შეიქმნას ადამიანური რესურსების მართვის ეფექტიანი პოლიტიკა, რომლის ნაწილი იქნება საშტატო ნუსხის, გაწერილი სამუშაო აღწერილობის, თანამშრომელთა განვითარების შესაძლებლობის, შეფასების სისტემის შექმნა და მათი დანერგვა მაუწყებლის ადმინისტრირების პროცესში;
  5. კორპორატიული სულისკვეთების განვითარება ადამიანური რესურსების მართვის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი უნდა გახდეს. იყო საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომელი, უნდა იყოს: პრესტიჟული, საამაყო, პროფესიული განვითარებისთვის მნიშვნელოვანი, საზოგადოებისთვის სასარგებლო;
  6. როგორც სამეურვეო საბჭო, ასევე აღმასრულებელი მენეჯმენტი უნდა ახდენდეს რეაგირებას როგორც სახელმწიფო აუდიტის, ასევე სხვადასხვა სამოქალაქო ორგანიზაციის მიერ მომზადებულ მონიტორინგის ანგარიშებზე/დასკვნებზე. ისინი უნდა იყვნენ გახსნილები, იმსჯელონ  დაფიქსირებულ გამოწვევებზე და მოახდინონ რეაგირება პრობლემებზე;
  7. საზოგადოებრივი მაუწყებლის გამგეობის წევრები უნდა ახდენდნენ იმ სფეროს წარმომადგენელთა პროაქტიულ ინფორმირებასა და მაუწყებელთან დაკავშირებას, რომელსაც თავად წარმოადგენენ. ამან უნდა გააჩინოს ხიდები საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფსა და სამეურვეო საბჭოს, ასევე, მაუწყებელს შორის.

ნათია კობერიძე

საზოგადოებრივი მაუწყებლის შექმნა და განვითარება არ არის მხოლოდ ევროსაბჭოს წინაშე ნაკისრი ვალდებულება, არამედ დემოკრატიის ინსტიტუციური განვითარებისთვის ძალიან საჭირო პირობაა. სამაუწყებლო სივრცე, რომელიც თანაბრად ხელმისაწვდომია ჩვენი ქვეყნის მრავალფეროვანი პოლიტიკური, კულტურული თუ უბრალოდ, დაინტერესებული და აქტიური ჯგუფებისთვის, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია თავისუფალი და კანონის წინაშე თანასწორუფლებიანი საზოგადოებისთვის. საზოგადოებრივი მაუწყებლის სწორი განვითარება არის დემოკრატიული სახელმწიფოს მონაპოვარი. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი მედიის საკანონმდებლო ჩარჩო, კერძოდ საქართველოს კანონი მაუწყებლობის შესახებ და ასევე თავად საზოგადოებრივი მაუწყებლის ქცევის კოდექსი, მსოფლიოში მიჩნეულია, როგორც ერთ-ერთი სანიმუშო, ყველაზე პროგრესული და თავისუფალი, ჩვენი საზოგადოებრივი მაუწყებლის მდგომარეობა, დღიდან დაარსებისა, საჭიროებს განვითარების უკეთეს სტრატეგიას და ამ სტრატეგიის უფრო ეფექტიან განხორციელებას.

საზოგადოებრივი მაუწყებელი შეიძლება არ იყოს ყველაზე ყურებადი ან სმენადი მედიასივრცე, მაგრამ იგი უნდა იყოს ყველაზე მღალი ნდობის და ხარისხის, რაც საზოგადოებაში აღარ გააჩენს მწვავე კრიტიკის და უკმაყოფილების საფუძველს საბიუჯეტო დაფინანსების და მით უმეტეს, ამ დაფინანსების ზრდის შემთხვევაში. საჭიროა ისეთი მაუწყებელი, რომელიც ჩვენი მოქალაქეების ფულის

ხარჯვაზე აღებულ პასუხისმგებლობას შესაბამისი მედიაპროდუქტით გაამართლებს.

საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის მეთვალყურეობის ქვეშ მაუწყებლის მენეჯმენტი უნდა ქმნიდეს ტელე- და რადიომაუწყებლობის ისეთ ბადეს, რომელიც ეფექტური ხარჯვით და საზ. მაუწყებლის ვალდებულების ჩარჩოში შემოგვთავაზებს ხარისხიან პროდუქციას.

არასწორია საზოგადოებრივი მაუწყებლის დაფინანსებაში კომერციული რეკლამის დაშვება. მხოლოდ კომერციული შემოსავლისგან თავისუფალი საზ. მაუწყებელი შეძლებს:

  • თავისუფლად დაუთმოს დროს მცირე და მოწყვლად ჯგუფებს, რომელთაც ნაკლები ალბათობით აქვთ შანსი მიიქციონ კომერციული მაუწყებლების ყურადღება
  • იყოს სრულიად თავისუფალი პოლიტიკური, თუ სხვა ინტერესისგან, რაც ლეგიტიმურია კომერციული მედიისთვის
  • არ დახარჯოს სამაუწყებლო დრო კომერციულ რეკლამაზე და ამით:

o შეუქმნასმეტიკომფორტიმაყურებელს
o არ შეეცილოს სხვა, განსაკუთრებით მცირე მაუწყებლებს, სარეკლამო

ბაზრის შემოსავლებში და არ შუწყოს ხელი მედიაპლურალიზმის

შემცირებას
o არ შეიზღუდოს საბიუჯეტო დაფინანსების ზრდის მოტივაცია და

უფლება.
ძალიან მნიშვნელოვანია მოქნილი და მოკლე, კომერციული

მაუწყებლებისგან მკვეთრად განსხვავებული საინფორმაციო სამსახურის ქონა. უმჯობესია რესურსის ხარჯვა მრავალენოვანი-ქართული, ინგლისური და რუსული, ასევე ჩვენი სახელმწიფოს უმცირესობების ენებზე თარგმნილი, სწრაფადგანახლებადი პორტალის შესაქმენლად, ვიდრე მხოლოდ ქართულ ენაზე წარმოებული ძვირადღირებული, ვრცელი, საინფორმაციო შოუს არსებობა, როგორც ეს კომერციული მაუწყებლების უმეტესობას აქვს.

ძალიან საჭიროა რადიო- და ტელემაუწყებლობის სინქრონიზაცია და საზოგადოებრივი რადიოს, როგორც ერთადერთი ქართული, Talk Radio-ს (RFE/RL არსებობს ქართულენოვანიც, მაგრამ არ არის ქართული) კიდევ უფრო გაძლიერება. დღევადელი რადიო შინაარსობრივად არის საინტერესო და მაღალი ჟურნალისტური სტანდარტის და სამწუხაროდ, არ არის პოპულარული ფართო ფენებში.

საზოგადოების ფართო ფენებში და განსაკუთრებით ახალგაზრდებში, მაუწყებლის პოპულარობა, უნდა იყოს მთავარი პრიორიტეტი და განსაზღვრავდეს სტრატეგიას. უნდა საბოლოოდ დასრულდეს ჩვენი მაუწყებლის ასოცირება საბჭოთა და შემდგომ, სახელმწიფო ტელე-რადიო მაუწყებელთან. ამისათვის აუცილებელია ეთერში გადიოდეს დინამიკური, თანამედროვე სამაუწყებლო სტანდარტებით და ტექნოლოგიებით შექმნილი პროდუქცია. ეს შესაძლებელია როგორც შიდა, ისე გარე რესურსით. წარმოების თუნდაც ნაწილობრივ გარეთ გატანა და დივერსიფიცირება ხელს შეუწყობს დამოუკიდებელი პროფესიონალური სტუდიების განვითარებას და სხვა მაუწყებლებთან მჭიდრო თანამშრომლობას, ზოგადად სამაუწყებლო სივრცის პროფესიულ ინტეგრაციას. საზოგადოებრივი მაუწყებლისათვის საჭირო ტელე- და რადიოპროდუქციის სტანდარტის განსაზღვრა, მაუწყებლის პროგრამულ პრიორიტეტების მიხედვით, არის მენეჯმენტის პასუხისმგებლობა. ამ სტანდარტის დაცვა და პრიორიტეტების მაქსიმალური იმპლემენტაცია კი ბორდის გულმოდგინე მეთვალყურეობის ქვეშ უნდა მიმდინარეობდეს.

საზ. მაუწყებლის ბორდი უნდა იყოს დამოუკიდებელი, ჩაურეველი და ძლიერი. ბორდის წევრების გათავისუფლების მექანიზმი უნდა იყოს რთული და სამართლიანი, რადგან მხოლოდ ბორდი და საბიუჯეტო დაფინანსება არის მაუწყებლის სარედაქციო დამოუკიდებლობის, მიუკერძოებლობის გარანტი და დამცველი.

საზოგადოებრივ მაუწყებელში უნდა მუშაობდნენ სამართლიანი კონკურსის წესით შერჩეული პროფესიონალები. გარე წარმოებაზე ტენდერები ასევე უნდა ჩატარდეს კანონის მიხედვით და სრულიად გამჭვირვალედ.

საზოგადოებრივ მაუწყებელს ქვეყნის და საზოგადოების წინაშე ბევრი პროგრამული ვალდებულება და მაღალი პასუხისმგებლობა აქვს. მისი არსებობა მხოლოდ მაშინ არ იდგება ეჭვქვეშ, როდესაც ბორდის და მენეჯმენტის ერთობლივი მუშაობა საუკეთესო შედეგს მოიტანს. ჩვენ გვაქვს მეტ-ნაკლებად მრავალფეროვანი, კომერციული საინფორმაციო და გასართობი არხები. მაგრამ, არ გვაქვს სწორად განვითარებული საზოგადოებრივი მაუწყებელი, რომელიც თავად უნდა აწესებდეს მაუწყებლობის და მედიის მაღალ სტანდარტს და ამგვარად მოქმედებდეს მედიაგარემოზე და დემოკრატიის კონსოლიდაციაზე.

ნათია სირაბიძე

საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის განვითარების კონცეფცია

საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი უნდა გამოირჩეოდეს სანდო, შემოქმედებითი, მრავალფეროვანი, მაღალრეიტინგული და კონკურენტუნარიანი პროდუქციით, რომელიც უზრუნველყოფს ფართო საზოგადოებას საინფორმაციო-ანალიტიკური, სოციალურ-ეკონომიკური, საგანმანათლებლო-შემეცნებითი, კულტურულ-გასართობი, სპორტული, ახალგაზრდული და საბავშვო გადაცემებით; ხელს შეუწყობს სამოქალაქო-დემოკრატიული ფასეულობების დამკვიდრებას, ცნობიერების ამაღლებას და ქვეყნის ეკონომიკურ-სოციალურ განვითარებას.

საზოგადოებრივი მაუწყებელი უნდა ხელმძღვანელობდეს საზოგადოების თითოეული სეგმენტის ინტერესებით, მოქმედებდეს სამართლიანად და დამოუკიდებლად უმაღლესი ეთიკური სტანდარტების დაცვით; უნდა იყოს საყოველთაოდ ხელმისაწვდომი, ამასთანავე გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული საზოგადოების მიმართ; უნდა ზრუნავდეს მოსახლეობის ინფორმირებაზე, განათლებასა და შემეცნება-შთაგონებაზე, რაც საბოლოოდ აისახება საჯარო სიკეთეზე.

საქართველოს საზოგადოებრივმა მაუწყებელმა უნდა წარმოაჩინოს საქართველოს დედაქალაქის და რეგიონების, მათ შორის კონფლიქტური ტერიტორიების, კულტურულ-ეთნოგრაფიული და გეოგრაფიული სპეციფიკა, რეგიონებში არსებული ისტორიული ძეგლები, ღირებულებები და წეს-ჩვეულებები, ტურისტული პოტენციალი. სატელევიზიო და რადიო გადაცემები უნდა ემსახურებოდეს ეროვნული იდენტურობის და ქვეყნის ერთიანობის განცდის შენარჩუნებას, ამასთანავე საზმაუმ უნდა იზრუნოს მოსახლეობის სახელმწიფო და სამოქალაქო თვითშეგნების ამაღლებისთვის და დემოკრატიული ფასეულობების დამკვიდრებისთვის, როგორიცაა კანონის უზენაესობა, გამოხატვის თავისუფლება, ურთიერთპატივისცემა და თანასწორობა.

საზოგადოებრივი მაუწყებლის შინაარსობრივი მხარე უნდა იყოს მაღალპროფესიულად და პროპორციულად დაგეგმილი, მრავალფეროვანი და დატვირთული სხვადასხვა ფორმატის გადაცემებით.

საზოგადოებრივმა მაუწყებელმა უნდა შესთავაზოს მოსახლეობას საერთაშორისო ჟურნალისტურ პრინციპებზე დაყრდნობით მომზადებული საინფორმაციო-ანალიტიკური ტელე და რადიო გადაცემები, რომელიც ორიენტირებული იქნება მაყურებელს დროულად მიაწოდოს მიუკერძოებელი, სამართლიანი, დაბალანსებული და სარწმუნო ინფორმაცია, შესთავაზოს ფაქტებისა და მოსაზრებების ფართო სპექტრი; ის უნდა გახდეს საზოგადოებრივი პლატფორმა და ღია ეთერი საჯარო დისკუსიებისთვის სხვადასხვა აქტუალურ თემაზე. ის ხელს უნდა უწყობდეს საზოგადოებაში რეალისტური მსოფლმხედველობის ჩამოყალიბებას და მის ჩართულობას საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროცესებში. საინფორმაციო-ანალიტიკური პროგრამების მენეჯმენტმა უნდა შეინარჩუნოს სარედაქციო დამოუკიდებლობა, იყოს თავისუფალი სახელისუფლებო , პოლიტიკური , რელიგიური და კომერციული გავლენისაგან .

თანამედროვე ვიზუალური და მხატვრული ეფექტების გამოყენებით უნდა მომზადდეს

სოციალურ-ეკონომიკური გადაცემები, რომლებიც მიმართული იქნება ქვეყნის ეკონომიკური განვითარების და საზოგადოებრივი სიკეთის შექმნის ხელშეწყობისთვის. მსგავსი გადაცემები უნდა იძლეოდნენ არსებული მდგომარეობის ანალიტიკურ შეფასებას და კომპეტენტურ რჩევებს სოფლის მეურნეობის, განათლების (მათ შორის პროფესიის შერჩევის), ჯანდაცვის, წარმოებისა და ბიზნესის კუთხით. მაუწყებელმა ხელი უნდა შეუწყოს ქვეყნის წამყვანი დარგების, განსაკუთრებით ტურიზმის განვითარებას, სხვადასხვა ლოკაციის, როგორც საერთაშორისო მასშტაბით პოპულარიზაციას, ასევე ქვეყნით. ამ მხრივ განსაკუთრებით საინტერესო და მაღალრეიტინგული იქნება გადაცემები საქართველოს სოფლებსა და ქალაქებზე, მათი წარმოშობის ისტორიებზე, კულტურულ ღირებულებებზე, გამოჩენილ და რიგით მკვიდრებზე და იქ არსებულ თავისებურებებზე.

საზოგადოებრივმა მაუწყებელმა საგანმანათლებლო ფუნქციები უნდა შეითავსოს და ხელი შეუწყოს განათლებისა და კულტურის ხელმისაწვდომობას. საგანმანათლებლო-შემეცნებითი გადაცემების მიზანი უნდა იყოს ხელი შეუწყოს განათლებული, პასუხისმგებლიანი და დემოკრატიული ღირებულებების მქონე მოქალაქის აღზრდას. უნდა მომზადდეს ტელე და რადიო გაკვეთილები/ლექციები, ინტელექტუალური თამაშები, ანიმაციური ფილმები და თოქ-შოუები, რომლებშიც საგანმანათლებლო სისტემაში არსებულ მიღწევებსა და გამოწვევებზე ისაუბრებენ. უნდა მომზადდეს მაღალმხატვრული ღირებულების ინფორმაციული, შემეცნებითი, დოკუმენტური და ისტორიული შინაარსის ფილმები და სერიალები.

კულტურულ-გასართობი გადაცემები უნდა დაეხმაროს ისეთი ღირებულებების დამკვიდრებას, როგორიცაა პიროვნების შემოქმედებითი მოღვაწეობის თავისუფლება, სრული დამოუკიდებლობა, ქვეყნის თვითმყოფადობის , სულიერი ფასეულობებისა და კულტურული მრავალფეროვნების განვითარება ; უნდა მოხდეს ქართული კულტურის და ხელოვნების სხვადასხვა დარგის პოპულარიზაცია და კრეატიული და ინოვაციური კულტურული პროექტების მომზადების ინსპირირება. უნდა მომზადდეს გადაცემები, საქართველოს და მსოფლიო ხელოვნების მიმდინარეობებზე, ნიმუშებზე და დამწყებ თუ შემდგარ წარმომადგენლებზე. გასართობი გადაცემები უნდა წარმოაჩენდეს განსაკუთრებული ნიჭის მქონე ადამიანებსა და რიგით მოქალაქეებს, სახეებსა და ხმებს, მოუთხრობდეს საზოგადოებას მათ ისტორიებსა და პერსპექტივებზე.

საზოგადოებრივი მაუწყებელი უნდა ზრუნავდეს მოსახლეობაში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებაზე და შესთავაზოს გადაცემები, რომლებიც მიზანმიმართულია სპორტის განვითარებასა და პოპულარიზაციაზე. მაუწყებლის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტი უნდა იყოს ერთის მხრივ, მოზარდების და ახალგაზრდების ფიზიკური აქტივობისა და განათლების წახალისება, ჯანსაღი ცხოვრების წესის პრინციპების დამკვიდრება, მასობრივი სამოყვარულო და მაღალი მიღწევების სპორტის პოპულარიზაცია, მეორეს მხრივ კი ახალგაზრდების აქტიური მონაწილეობის ქვეყნის საზოგადოებრივ , ეკონომიკურ , კულტურულ და პოლიტიკურ ცხოვრებაში.

საზოგადოებრივი უნდა იყოს ეთიკური ნორმების დამცველი და მოდარაჯე. მაუწყებელი პატივისცემით უნდა მოეპყროს წყაროს საიდუმლოს და კონფიდენციალობის დაცვას. ფარული ქმედება, მიმოწერა და საუბარი არ უნდა იქნეს საზოგადოებრივ სამსჯავროზე გატანილი, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც საკითხი სახელმწიფო მნიშვნელობისაა ან მის მიმართ საზოგადოების ინტერესი ძალიან დიდია. პრიორიტეტად უნდა დაისახოს და დაცული იყოს ბავშვთა უსაფრთხოება. პროგრამების შემქმნელებმა უნდა უზრუნველყონ, როგორც გადაცემებში მონაწილე ბავშვების უსაფრთხოება, ასევე გამორიცხონ მაყურებელ ბავშვებსა და მოზარდებზე უარყოფითი ზეგავლენა. ასევე უნდა გამოირიცხოს საზოგადოებაში ანტისოციალური და კრიმინალური ქმედების მიბაძვის შესაძლებლობა და სიცოცხლისათვის საშიში ქმედებების პროვოცირება. ასევე დაუშვებელია ცალკეულ პირებს თუ გარკვეულ ჯგუფებს შორის დაპირისპირების წახალისება და პროვოცირება.

საზოგადოებრივი მაუწყებელი უნდა ეცადოს მაქსიმალურად იქცეს ღია პლატფორმად ჩართულობისთვის: სხვადასხვა სეგმენტმა (განსაკუთრებით რეგიონებში მცხოვრებმა მოსახლეობამ) აქტიური მონაწილეობა უნდა მიიღოს გადაცემების მომზადების პროცესში. მან მჭიდროდ უნდა ითანამშრომლოს მესამე სექტორთან და ხელი შეუწყოს მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი პროექტების და კამპანიების განხოციელებას; დიდი ყურადღება უნდა მიექცეს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა და უმცირესობათა ინტერესებს და დაეხმაროს მათ საზოგადოებაში სრულყოფილ ინტეგრაციას; სათანადო პროპორციით განათავსოს უმცირესობების ენაზე , უმცირესობების შესახებ და უმცირესობების მიერ მომზადებული პროგრამები. საზოგადოებრივმა მაუწყებელმა უნდა იტვირთოს კონფლიქტურ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობის სათანადო და ეფექტიანი ინფორმირება პოზიტიური დამოკიდებულებების შექმნის და მხარეთა შორის დიალოგის დაწყების/განვითარების მიზნით. ჩართულობა და ინტერაქტიულობა საშუალებას მისცემს საზოგადოებრივ მაუწყებელს ხარისხიანი და ინტენსიური ორმხრივი კომუნიკაცია ჰქონდეს მომხმარებელთან, რითიც ამაღლდება მის მიმართ ნდობა და რეიტინგი.

პროგრამული ბადე მასში მოცემული ტიხრებით და გადაცემების ფორმატით უნდა იყოს მრავალფეროვანი, შემოქმედებითი, თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისი და მაღალმხატვრული გამომსახველობითი საშუალებების გამოყენებით მომზადებული. მაუწყებელი უნდა ზრუნავდეს მოსახლეობას მიაწოდოს სხვადასხვა ფორმატის და მხატვრული ღირებულების პროგრამები. გადაცემები გათვლილი უნდა იყოს სხვადასხვა უნარის და ინტერესის მქონე სეგმენტზე და მოიცავდეს ფართო დემოგრაფიულ სპექტრს. მაუწყებელმა უნდა მიაწოდოს მოსახლეობას ხარისხიანი, კონკურენტუნარიანი და მაღალშემოქმედებითი პროდუქცია.

საზოგადოებრივი მაუწყებლის ტელე და რადიო არხების ბადე უნდა შედგებოდეს შიდა და გარე პროდუქციისგან. სასურველია როგორც დედაქალაქში, ასევე რეგიონებში არსებული ადამიანური რესურსი მაქსიმალურად იყოს გამოყენებული, რაც ხელს შეუწყობს

ადგილობრივი მედია პროფსიონალების დასაქმებას და გადამზადებას, ასევე მოქალაქე ჟურნალისტების წახალისებას და განვითარებას.

საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ფეხი უნდა აუწყოს ახალ ტექნოლოგიებს და შეძლებისდაგვარად დაამკვიდროს მათი ტელევიზიასა და რადიოში გამოყენება. ამისათვის საჭირო იქნება თანამშრომლების მუდმივი გადამზადება სხვადასხვა უნარებში. მაუწყებლობის ხელმძღვანელობამ უნდა იზრონოს, რომ მათი თანამშრომლების პროფესიონალიზმი არ ჩამოუვარდებოდეს განვითარებული ქვეყნების ჟურნალისტების/პროდიუსერების/ტექნიკოსების და სხვათა პროფესიულ უნარებს. კვალიფიკაციის ამაღლება უნდა მოხდეს ადგილობრივი და უცხოელი ექსპერტების დახმარებით. მენეჯმენტი უნდა ეცადოს თანამშრომლების მოტივირებას და კმაყოფილების დონის ამაღლებას.

ტელევიზიისა და რადიოს ტექნიკური მხარე უნდა იყოს მოწესრიგებული, იმისათვის, რომ შეძლოს მისი მიზნების და მიმართულებების წარმატებულად განხორციელება. უნდა მოხდეს არსებული ტექნიკის ეტაპობრივად უახლესი ტექნიკით ჩანაცვლება, თანამედროვე ტექნოლოგიების აქტიური გამოყენება, როგორც გადაცემების მომზადებისთვის, ასევე მათი პრომოციისთვის.

საზოგადოებრივმა მაუწყებელმა უნდა შექმნას კონკურენტუნარიანი პროდუქცია, რომლის გარკვეული ნაწილი სპონსორების მხრიდან დაფინანსდება. დამატებითი შემოსავალი უნდა მოხმარდეს ტელევიზიის და რადიოს თანამშრომლების კვალიფიკაციის ამაღლებას, ტელევიზიის და რადიოს შეფუთვას, მარკეტინგულ და სოციალურ აქტივობებს. დაფინანსება უნდა მოხდეს გამჭვირვალობის და სამართლიანობის პრინციპით, უკვე განსაზღვრული პრიორიტეტების გათვალისწინებით. უნდა შემუშავდეს გადაცემების რეიტინგების, კონკურენტუნარიანობის და საზოგადოების მხრიდან საჭიროების შეფასების ინდიკატორები, რომლებიც საშუალებას მისცემს ხელმძღვანელობას მიიღონ გადაწყვეტილება გადაცემების შენარჩუნებასა თუ განვითარებაზე.

საზოგადოებაში ნდობის მოსაპოვებლად მაუწყებლის თითოეულმა არხმა სწორად და ეფექტიანად უნდა დაგეგმოს არხის მარკეტინგი და პრომოცია , გახდეს სოციალური პასუხისმგებლობის აქტივობების ინიციატორი და აქტიურად ჩაერთოს ქვეყანაში (განსაკუთრებით რეგიონებში) დაგეგმილი მნიშვნელოვანი საჯარო ღონისძიებებისა და აქციების ორგანიზებაში. აქტიურად და ეფექტურად უნდა გამოიყენოს ელექტრონული მედია საშუალებები და სოციალური ქსელები/არხები, სადაც გადაცემების განთავსების გარდა შესაძლებელი იქნება კონკრეტულ საკითხზე/რეპორტაჟზე/გადაცემაზე დისკუსიის გამართვა. ჩაატაროს ვიდეო და ფოტო კონკურსები მოქალაქეთა ჩართულობის მიზნით.

ყოველივე ზემოთხსენებულის გათვალისწინებით, საზოგადოებრივი მაუწყებლის თითოეული არხი იქნება რეიტინგული, სანდო და მაღალპროფესიული მედია საშუალება, რომელიც ემსახურება საზოგადოების განათლებას, შემეცნებას და შთაგონებას.

ხატია ყურაშვილი

შესავალი:

საზოგადოებრივი მაუწყებლის განვითარების კონცეფცია

საზოგადოებრივი მაუწყებელი არის პოლიტიკური და კომერციული გავლენისგან თავისუფალი, საზოგადოებრივი ინტერესების შესაბამისი, მრავალფეროვანი პროგრამების მიწოდების მიზნით შექმნილი მაუწყებლი, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად სახელმწიფო ქონების საფუძველზეა შექმნილი, საჯარო დაფინანსებით მოქმედებს, ხელისუფლებისგან დამოუკიდებელია და საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებული საჯარო სამართლის იურიდიული პირია, რომელიც არ ექვემდებარება არც ერთ სახელმწიფო უწყებას – ასე განმარტავს საზოგადოებრივი მაუწყებლის მიზანს “მაუწყებლის შესახებ” საქართველოს კანონი.

ამავე კანონის თანახმად, განსაზღვრულია საზოგადოებრივი მაუწყებლის მისია და როლი. მაუწყებელი ვალდებულია უზრუნველყოს პროგრამების სარედაქციო დამოუკიდებლობა, სამართლიანი და მიუკერძოებელი მაუწყებლობა ყველანაირი გავლენისგან თავისუფალ გარემოში. დაიცვას ბალანსი საზოგადოების ყველა ჯგუფის ინტერესების გათვალისწინებით და უზრუნველყოს საზოგადოების დროული და მიუკერძოებელი ინფორმირება ქვეყანაში და მსოფლიოში მიმდინარე მნიშვნელოვანი მოვლენების თაობაზე. მაუწყებელი ვალდებულია მიუკერძოებლად გააშუქოს, გაითვალისწინოს და გამოხატოს ყველა სოციალური ჯგუფის, მათ შორის ეთნიკური, რელიგიური, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა თუ სხვა უმცირესობათა ჯგუფების ინტერესები.

პრობლემა:

მიუხედავად იმისა, რომ კანონში მკაფიოდ არის განსაზღვრული საზოგადოებრივი მაუწყებლის უმნიშვნელოვანესი როლი საზოგადოების ცნობიერების ჩამოყალიბების პროცესში, ბოლო პერიოდში არა ერთი ავტორიტეტული ორგანიზაციის მიერ ჩატარებული კვლევების მონაცემები აბსულუტურად სხვა სურათს იძლევა. სწორედ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭო და მისი თითოეული წევრი, რომელიც ამტკიცებს მაუწყებლის პროგრამულ პრიორიტეტებს და ვალდებულია ზედამხედველობა გაუწიოს მაუწყებლის მუშაობას, არის პასუხიმგებელი და გარანტი, რომ ყოველგვარი ზეგავლენისგან თავისუფალ გარემოში უზრუნველყოფს მაუწყებელი საზოგადოების ყველა სოციალური ჯგუფის ინტერესების გათვალისწინებით მაუწყებლობას.

მართალია დღეს ქვეყანაში, სხვადასხვა გამოწვევების მქონე, თუმცა მეტ-ნაკლებად პლურალისტული მედია გარემოა. სამაუწყებლო სივრცეში ვხვდებით სხვადასხვა პოლიტიკური პრეფერენციების თუ ვიწრო თემის ინტერესების გამტარებელ მსხვილ და პატარა მედია პლატფორმებს. საზოგადოებრივ მაუწყებელს ამ კონკურენტულ გარემოში, საკუთარი გარანტირებული საბიუჯეტო შემოსავლებით აქვს შესანიშნავი შესაძლებლობა შეასრულოს მნიშვნელოვანი როლი. გარდა კანონით მისთვის განსაზღვრული პირდაპირი

ვალდებულებისა, საუკეთესო დროს განათავსოს ახალი ამბების და საზოგადოებრივ პოლიტიკური გადაცემები, რომლის ფარგლებშიც საზოგადოებას ქვეყანაში და მსოფლიოში მიმდინარე მნიშვნელოვან მოვლენებს მიაწვდის, საზოგადოებრივ მაუწყებელს აქვს ასევე ვალდებულება და რესურსი საზოგადოებას შესთავაზოს ისეთი თემატიკის გადაცემები, რომლებიც მორგებული იქნება სხვადასხვა ასაკობრივი, ეთნიკური, კულტურული თუ სოციალური ჯგუფების ინტერესებზე. რითაც ის შეასრულებს საზოგადოების ცნობიერების ამაღლების და საგანმანათლებლო ფუნქციას. კერძოდ, სამაუწყებლო პრიორიტეტების განსაზღვრის მიზნით ბოლო წლების განმავლობაში ჩატარებეული საზოგადოებრივი აზრის კვლევები, ცალსახად ამბობს, რომ საზოგადოებას სწყურია შემეცნებითი-საგანმანათლებლო თემეტიკის გადაცემები, დეფიციტია საბავშვო სპეციფიკის გადაცემები, ასევე გასართობ- ინტელექტუალური პროგრამები.

საზოგადოებრივი მაუწყებელი ვალდებულია საზოგადოებას შესთავაზოს დაბალანსებული, უტყუარ ფაქტებზე დაყრდნობით, გადამოწმებული და სამართლიანად კრიტიკული ახალი ამბები. საზოგადოებრივი მაუწყებლის სამარკო ნიშანი უნდა იყოს საზოგადოების ნდობა, ამიტომ, საზოგადოებრივი მაუწყებელი არ უნდა განიხილებოდეს კერძო მაუწყებლების პრიზმაში და პირველობისთვის რბოლაში. საზოგადოებრივი მაუწყებელი პლატფორმა საზოგადოებაში ფაქტების გადამოწმების საშუალება უნდა გახდეს. მაუწყებლი თავისუფალი გავლენებისგან. ეს სულაც არ ნიშნავს, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელი არ არის კონკურენტი კერძო მაუწყებლების, ანუ საზოგადოებრივ მაუწყებელს არ უნდა ჰქონდეს რეიტინგი, პირიქით, მისი აუდიტორია, მის პროგრამულ მრავალფეროვნების მსგავად უნდა შედგებოდეს ჩვენი საზოგადოების სხვადსხვა ინტერსების ჯგუფებისგან, რაც მაუწყებელს მოუტანს სწორედ სტაბილურ და მზარდ მაყურებელს. საზოგადოებრივი მაუწყებლის იდეაც ხომ სწორედ ვიწრო კომუნების ინტერების დაკმაყოფილებაა.

მნიშვნელოვანია საზოგადოებრივმა მაუწყებელმა აუდიტორიას შესთავაზოს ჟურნალისტური გამოძიება, ქვეყანაში მიმდინარე მნიშვნელოვან საკითხებზე.

ქვეყანაში არსებული სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერი უნდა დაეთმოს აღნიშნულ თემატიკას. მნიშვნელოვანია აუდიტორიამ მიიღოს მიუკერძოებელი და ამომწურავი ინფორმაცია ჯანმრთელობის დაცვის, განათლების, ეკონომიკის, სოფლის მეურნეობის, ტურიზმის და სხვა სფეროებში არსებულ გამოწვევებთან დაკავშირებით, გარდა ხელისუფლების წარმომადგენლებისა, ვიწრო სპეციალიზაციის ექსპერტებისგან. საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ქვეყნის ეკონომიკური განვითარების პროცესში უნდა დაანახოს თავისი ადგილი თითოეულ მოქალაქეს. ევროპის კავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების რატიფიცირებით საქართველოს მოსახლეობისთვის, განსაკუთრებით კი სოფლის მეურნეობის სფეროში დასაქმებული პირებისთვის, ქართული პროდუქციის ევროპის ბაზარზე გატანის მრავალი შესაძლებლობა გაჩნდა, შესაბამისად მნიშვნელოვანია საზოგადოების ცნობიერების ამღლება ამ მიმართულებით.

საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირი ვალდებულებაა ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში ქვეყნის ინტეგრაციის თაობაზე პროგრამების წარმოება.

გამოწვევად რჩება საზოგადოებრივი მაუწყებლის დაფარვის არეალი. ცნობილია რომ ციფრული მიწისზედა ღია საეთერო ქსელი ანალოგიურ ფორმატში არსებულ სამაუწყებლო ქსელის შესაბამისად დაპროექტდა, სამწუხაროდ კვლავ რჩება ტერიტორიული ერთეულები, სადაც საზოგადოებრივი მაუწყებლის ციფრულ მიწისზედა ღია საეთერო ქსელის ხელმისაწვდომობა შეზღუდულია. არსებული მონაცემებით საქართველოში 600 000-მდე სეთ- თოფ-ბოქსია კრეძო პირების სარგებლობაში, თუ ვივარაუდებთ, რომ თითოეულ ოჯახში საშუალოდ სამი წევრია, მაშინ გამოდის რომ საქართველოში მოსახლეობის ნახევარი დამოკიდებულია ღია საეთერო მაუწყებლობაზე. შესაბამისად, უმნიშვნელოვანესია საზოგადოებრივი მაუწყებლის დაფარვის არეალის გაფართოება, რაც გაზრდის მის ცნობადობას. ასევე, მნიშვნელოვანია ტექნოლოგიური განვითარების პირობებში საზოგადოებრივი მაუწყებელი აუდიტორიისთვის ხელმისაწვდომი იყოს მაუწყებლობის გავრცელების ყველა შესაძლო ტექნოლოგიური საშუალებით, უმნიშვნელოვანესია ახალგაზრდა აუდიტორიის მოსაზიდად მულტიმედიური პლატფორმების, ვებგვერდების და აპლიკაციების კიდევ უფრო გაძლიერება და ინოვაციური სერვისების შეთავაზება.

მნიშვნელოვანია საზოგადოებრივი მაუწყებლის თვითრეგულირების გაძლიერება, ასევე მედია პროდუქტის შემქმნელების ცნობიერების ამაღლება. საზოგადოებრივი მაუწყებელი უნდა იქცეს მაგალითად ტელეაუდიტორიის, განსაკუთრებით არასრულწლოვანთა უფლებების დაცვის თვალსაზრისით და დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხრის მიმართულებით. საზოგადოებრივმა მაუწყებელმა პერმანენტულად უნდა იმუშავოს ორგანიზაციაში დასაქმებულთა კვალიფიკაციის ამაღლების მიმართულებით.

“მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის თანახმად, საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში განთავსებული ტელეპროდუქციის 25% შესყიდული უნდა იყოს სხვა იურიდიული პირებისგან, როგორც ცნობილია აღნიშნული კანონისმიერი მოთხოვნის უგულებელყოფას პერმანენტული ხასიათი აქვს. რაც გამოწვევად რჩება სამეურვე საბჭოსთვის.

დასკვნა:

შესაბამისად, იმ შემთხვევაში თუ მე ვიქნები შერჩეული საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრად არ დავიშურებ ძალისხმევას ვიმუშაო ყველა ზემოთ ხსენებული პრობლემაზე. დარწმუნებული ვარ, მუშაობის პროცესში სხვა ძალიან ბევრი არანაკლებ მნიშვნელოვანი საკითხებიც დადგება დღის წესრიგში. ჩემი გამოცდილება მედიის და ელექტრონული კომუნიკაციების სფეროებში მარწმუნებს რომ მე ამ გამოწვევას გავუმკლავდები.

ხატია ყურაშვილი

დავით კორახაშვილი

საზოგადოებრივი მაუწყებლის განვითარების კონცეფცია

საზოგადოებრივი მაუწყებლობის პრიორიტეტებს უნდა წარმოადგენდეს ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტების გაშუქება, საზოგაოდეოებისათვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი სიახლეების გაშუქება, ქვეყნის განვითარებაზე ორიეტირებული გადაცემების წარმოება. სპორტისა და კულტურის წინსვლის გაშუქება და საზოგადოებისათვის მოწოდება ჯანსაღი ცხოვრების წესისკენ, ჯანსაღი კვებისკენ.

რედაქციული დამუკიდებლობა წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის მთავარ ფუნქციონალურ ქვაკუთხედს, რადგან მიკერძოებული საზოგადოებრივი მაუწყებელი დემოკრატიული ინსტიტუტის ფუქნციას კარგავს და იქცევა კონკრეტული პოლიტიკური ჯგუფის იარაღად. გათვითცნობიერებული მაქვს რა ეს მოცემულობა, მაქსიმალურად შევეცდები დებულებაში შევიტანო ის ცვლილებები რომელიც აუცილებელი იქნება შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების რედაქციული დამოუკიდებლობის უზრუნველყოფას; პირველ რიგში ფინანსური დამუკიდებლობა უზრუნველყოფს ამას, შემდეგ კი მონიტორინგი იმ პროექტებისა რომელიც იქნება პოლიტიკური ან სოციალური ხასიათის.

აუცილებელია საზოგადოებრივი აზრისა და სამაუწყებლო ბაზრის კვლევის ჩატარება და შედეგების ანალიზი რითიც უნდა მოხდეს გადაწყვეტილებების მიღება, რადგან არხს აუცილებლად უნდა ქონდეს რეიტინგი, რადგან რეიტინგი არის მაყურებელი, მაყურებელია სწორედ ის საზოგადეობა რომლისთვისაც ფუქნციონირებს საზოგადოებრივი მაუწყებელი და შესაბამისად მის გარეშე ყოვლგვარ აზრს კარგავს.

იმისათვის, რომ საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ჩამოაყალიბოს და აწარმოოს ეფექტიანი სამაუწყებლო პოლიტიკა, აუცილებელია სტრატეგიულ მმართველობასა და შედეგზე ორიენტირებული მენეჯმენტის განხორციელება, რაც გულისხმობს წარმატების მისაღწევად გადასაჭრელი კონკრეტული ამოცანების გაცნობიერებას, სამოქმედო პროგრამის, რესურსებისა და ფინანსების გადანაწილებისა და განვითარების გეგმის არსებობას, აგრეთვე იმ საპროგრამო პრიორიტეტების დაცვას, რომელსაც მას სამეთვალყურეო საბჭო განუსაზღვრავს. სამეთვალყურეო საბჭომ, წარმატებაზე ორიენტირებული სამაუწყებლო პოლიტიკის გარდა, განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაუთმოს საზოგადოებაში არსებულ მოსაზრებათა პლურალიზმის ასახვას, მით უმეტეს, რომ მსოფლმხედველობითი პლურალიზმის ასახვის აუცილებლობის შესახებ მიგვითითებს საქართველოს კანონი ‘მაუწყებლობის შესახებ’

საზოგადოებრივი მაუწყებელი უნდა მოიცავდეს ქვეყნის სრულ ტერიტორიას შესაბამისად აუცილებელია ამ მოცემულობის შენარჩუნება. სიგნალის გავრცელების უზრუნველყოფა როგორც მიწაზე განლაგებული გადამცემებისათვის, ასევე სატელიტური მაუწყბლობისათვის.

სამაუწყებლო ბადე უნდა ჩამოყალიბდეს საზოგადოების ინტერებზე მორგებული გადაცემებით. როგორც ბოლო წლების კვლევებიდან ჩანს ახალგაზრდობა მინიმალურად უყურებს ზოგადად ტელევიზიას, რადგან მათთვის საინტერესო არ არის მიმდინარე ტელე პროექტები. მათთვის უფრო youtube-ის ბლოგერების მიერ დადებული მოკლე ვიდეოები მეცნიერებაზე, ინოვაციებზე, სასწავლო ვიდეოები – რითიც შეძლებენ თავის სფეროში ან

მათთვის საინტერესო სფეროში განვითარებას. აუცილებელია საგანმანათლებლო ორგანიზაციებთან – სტიმულირება სწავლის საზოგადოებსადმი მოწოდება ქვეყნის სამსახურში ჩადგომისაკენ. სულისკვეთების გაღვივების ხელშეწყობა.

თანამშრომლობა და შრომის. პატრიოტული

ინტერაქტიული თოქ-შოუები არის ის ფორმატი რომელიც საინტერესო იქნება საზოგადოების დიდი სეგმენტისათვის, რადგან საზოგადოებრივი მაუწყებელი უნდა იყოს ჩართული საზოგადოებასთან ურთიერთობაში – როგორც ინტერაქტიული გამოკითხვების, ასევე სოც. ქსელების საშუალებითაც.

პირველ რიგში საზოგადოებრივი მაუწყებელმა უნდა მოიზიდოს ის დიდი სეგმენტი რომელიც დაკარგეს კომერციულმა ტელევიზიებმა.

ბოლო რეიტინგებს თუ დავაკვირდებით ერთ-ერთი რეიტინგული პროექტებია ადგილობრივი სერიალები გაჯერებული ტრაგი-კომიკური პერსონაჟებით, პროვინციული იუმორი და არსებული ყოფის გაშარჟება საკმაოდ დიდ ინტერესს იჩენს ახალგაზრდებში. პრექტები რომელის წყარო ფორუმები და სოც-ქსელების ჯგუფებია. ახალგაზრდა შემოქმედებითი ჯგუფს ძალუძთ ასეთი საინტერესო პროექტების განხორციელება მაღალ დონეზე – გაჯერებული როგორც კინო ეფექტებით, ასევე მუსიკალურად გამდიდრებული. ვფიქრობ აუცილებელია ასეთ ჯგუფებთან თანამშრომლობა.

გარდა იმისა რომ უნდა აწვდიდეს ინფორმაციას ამომრჩეველს, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა უნდა შეძლოს პოლიტიკურად პასიური სეგმენტის (დღევანდელი მოცემულობით ახალგაზრდობის) უფრო გააქტიურება, რადგან დემოკრატიულ პროცესებში ჩართვა აუცილებელია სახელმწიფოებრივად აზროვნების ჩამოყალიბებისა და ქვეყნის უკეთესი მომავლისათვის. ამისთვის აუცილებელია ამ სეგმენტისათვის საინტერესო და მისაბაძი პიროვნებების ჩართვა არჩევნებში მონაწილეობის აგიტაციაში (მხოლოდ ისეთების, რომლები ღიად არ აფიქსირებენ თავის პოლიტიკურ სიმპატიებს).

უმცირესობათა სეგმენტი არის აგრეთვე ის სეგმენტი რომლისთვისაც საზოგადოებრივმა მაუწყებელმა მეტად და მეტად დაგარგა და კარგავს, რადგან არ არის გათვალისწინებული მათთვის საინტერესო გადაცემები და სიახლეები. – ამისთვის საჭიროა თანმიმდევრული და რეგულარული თანამშრომლობა რეგიონალურ ტელევიზიებთან, ასევე თანამშრომლობა მეზობელი ქვეყნების საზოგადოებრივ მაუწყებლობებთან. უნდა გათვალისწინებულ იქნას უმცირესობათა კულტურულ, ენობრივ, სოციალური მოთხოვნილებები; განსაკუთრებით ეს ეხება განათლებას (სპეციალური სასკოლო პროგრამები) და უნარშეზღუდულ მოქალაქეთა ხელშეწყობას. უნდა ისახავდეს მიზნად ეროვნული იდენტობისა და კულტურული სუვერენიტეტის შენარჩუნებას.

ძალიან საინტერესოა ისტორიული მოკლე მეტრაჟიანი ფილმების, ანიმაციების შექმნა. ეს პროდუქტები პოპულარულია როგორც სატელევიზიო ფორმატში, ასევე სოც ქსელებში. ასევე საინტერესოა აერო ვიდეოები – რითიც წარმოჩინდება ჩვენი ქვეყნის ბუნების უსაზღვრო სილამაზე და მრავალფეროვნება.

რაც შეეხება მხატვრული კინოს პროგრამებს – საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში კვირაში ერთხელ მაინც უნდა გადიოდეს თემატური და მხატვრული ნიშნით შერჩეული კლასიკური და თანამედროვე კინონაწარმოებები. დაუშვებელია, საზოგადოებრივი მაუწყებლის საეთერო დროის შევსება შემთხვევით შერჩეული ფილმებით, რომელიც არავითარ მხატვრულ ღირებულებას არ წარმოადგენს და არც რეიტინგით გამოირჩევა.

ვთვლი რომ საჭიროა მოეწყოს და გაშუქდეს შემდეგი ტიპის კონკურსები: მუსიკალური, კინომატოგრაფიული, ანიმაციური, თეატრალური, საგნამანთლებლო როგორც საბუნებისმეტყველო, ასევე ჰუმანიტარულ მეცნიერებებში.

ვთვლი რომ ზოგჯერ არ არის აუცილებელი ველოსიპედის გამოგონება და მაინცდამაინც საავტორო გადაცემების შექმნა, ზოგჯერ საჭიროა პოპულარული უცხოური პროექტების ლიცენზიის შეძენა და მაღალ დონის ქართული ანალოგის შექმნა (ამ პრაქტიკას აქტიურად იყენებენ კომერციული ტელევიზიები, რომელთა ხარისხიანი შესრულების საშუალებით მოიპოვეს საგრძნობი რეიტინგი, რეიტინგი რომელიც გაცილებით აღემატება საზოგადეობრივი მაუწყებლის რეიტინგს).

მიუხედავად ყველაფერისა აქცენტი უნდა გაკეთდეს პრაგმატულად დაგეგმილი და განხორციელებული სოციალური გამოკითხვებზე, სანდო რეიტინგების ობიექტურ და ზუსტ ანალიზზე, რის შემდეგაც უნდა დაიგეგმოს მაუწყებლის შემდგომი განვითარების სტრატეგია. ის მიმართულებები რომელიც უკეთეს შედეგს გამოიღებენ და გაამართლებენ იმ ბიუჯეტის ხარჯვას რაც საზოგადოების ჯიბიდან მოდის.

რაც შეეხება ბიუჯეტირებას – გამომდინარე იქიდან რომ მაქვს გამოცდილება კონკრეტული პროექტების პროექტირება, დაგეგმვა-განხორციელებისა, როგორიცაა: ნიუსრუმი, პოლიტიკური თოქ-შოუ, საგნამათლებლო-ინოვაციური გადაცემები – შემიძლია აუდიტირება ჩაუტარო წარმოდგენილ პროექტებს და კომპეტენტური დასკვნაც წარვუდგინო დირექციას.

გამომდიანრე იქიდან რომ მაქვს გავლილი ACCA-ს კურსები და მაქვს ფინანსურ აღრიცხვაში მუშაობს 14 წლიანი გამოცდილება, შემიძლია აუდიტირება გავუწიო მაუწყებლის საქმიანობის ყოველკვარტალურ ანგარიშს, მათ შორის ფიანანსურ ანგარიშს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად.

გამომდიანე იქიდან რომ კომანიაში რომელშიც ვმასხურობდი მუშაობდა 150 კაციანი კოლექტივი, დირექტორთან შეთანხმებით მიხდებოდა ხელფასების დანიშვნა, ცვლილება, წახალისება, სამსახურში მიღება და გაშვებაც, შესაბამისი შრომითი ხელშეკრულებების გაფორმება. ვთვლი რომ თანამშრომლების შრომას შევაფასებ მაქსიმალურად ობიექტურად, რადგან მოტივირებული თანამშრომელი პროექტის წარმატების საწინდარია. სახელფასო და საპრემიო ფონდი უნდა იყოს შესაბამისი შესრულებული სამუშაოსი, ასევე შეესაბამებოდეს კანონმდებლებას, საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტს და დებულებას.

იზაბელა ოსიპოვა

საზოგადოებრივი მაუწყებლის განვითარების კონცეფცია

საზოგადოებრივი მაუწყებლის მომავალ ეფექტურ და მაყურებლისთვის საინტერესო ფორმითა და შინაარსით ფუნქციონირებას ვხედავ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული შინაარსობრივი ვალდებულებების შესრულების თვალსაზრისით, რომლის თანახმადაც საზოგადოებრივი მაუწყებელი არის პოლიტიკური და კომერციული გავლენისაგან დამოუკიდებელი, ხელისუფლებისაგან მიუკერძოებელი, არ ექვემდებარება არცერთ სახელმწიფო უწყებას, გამჭირვალე  და საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი. საქართველოს კანონი “მაუწყებლობის შესახებ” ქვეყანამ მიიღო 2004 წლის დეკემბერში.

2005 წელს საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი გაწევრიანდა ევროპის მაუწყებელთა კავშირში, რომლის წევრები იზიარებენ შემდეგ ძირითად ღირებულებებს:

  • უნივერსალობა
  • დამოუკიდებლობა
  • მრავალფეროვნება
  • ანგარიშვალდებულება
  • ინოვაცია

საზოგადოებრივი სამაუწყებლო მედია მაუწყებლობს, ფინანსდება და კონტროლირდება საზოგადოებით საზოგადოებისათვის. საზოგადოებრივი მაუწყებლები ხშირად იქმნება კანონით და ამავე დროს არაპარტიულია, დამოუკიდებელია და მაუწყებლობს საზოგადოების კეთილდღეობისათვის.

აღნიშნული პრინციპები, ღირებულებები და ასევე BBC -ის სტანდარტები გაზიარებულია საზოგადოებრივი მაუწყებლის ქცევის კოდექსში, რომელიც კიდევ უფრო დეტალურად არეგულირებს საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის  საქმიანობას. დოკუმენტში მკაფიოდ არის გაწერილი მაუწყებლის ანგარიშვალდებულებაც – „ვიხელმძღვანელოთ საზოგადოების ინტერესებით. დავეხმაროთ მას ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღებაში. მოვუსმინოთ მათ რჩევებს და პრეტენზიებს. დაუფარავად და დაუყოვნებლივ გამოვასწოროთ შეცდომები. მუდამ გვახსოვდეს, რომ ჩვენ ვმუშაობთ საზოგადოებისთვის და საზოგადოებასთან ერთად“. ვთვლი, ეს ის უმთავრესია, რითაც უნდა იხელმძღვანელოს საზოგადოებრივი მაუწყებელი ყოველთვის.

2009 წელს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ დამტკიცებული მაუწყებელთა ქცევის კოდექსი ასევე ეყრდნობა შემდეგ სამაუწყებლო პრინციპებს: „მიუკერძოებლობა და ზუსტი ინფორმაციის უზრუნველყოფა, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება, ჟურნალისტთა პროფესიული თავისუფლება, სარედაქციო დამოუკიდებლობა და საზოგადოებრივი ანგარიშვალდებულება, სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბების ხელშეწყობა“.

ყოველივე ზემოთქმულის გათვალისწინებით საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი (სამი სატელევიზიო არხი: საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი, მეორე არხი, აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი და სამი რადიოსადგური: რადიო1, რადიო2, აჭარის რადიო), არის ის მედია, რომელიც მაყურებელს უნდა სთავაზობდეს მაქსიმალურად მრავალფეროვანი ფორმატისა და შინაარსის გადაცემებს. კერძოდ: საინფორმაციოს, საზოგადოებრივ-პოლიტიკურს, ანალიტიკურს, გასართობს, იუმორისტულს, მუსიკალურს, საგანმანათლებლო, შემეცნებითს, საბავშვო, ინტელექტუალურს, დოკუმენტურს, სპორტულს და სხვა.

უნდა უზრუნველყოფდეს საზოგადოების ყველა ჯგუფის ინტერესების ასახვას და გათვალისწინებას მომზადებულ პროდუქციაში. ასევე უზრუნველყოფდეს საქართველოს მოქალაქეთა სხვადასხვა ჯგუფების /ეთნიკური, რელიგიური, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები და სხვა/ წარმომადგენელთა ადეკვატური რაოდენობით მონაწილეობას, როგორც გადაცემების თემად და რესპონდენტად, ასევე სასურველია, რომ ამ ჯგუფების წარმომადგენლები თვითონ იყონ ჩართული გადაცემების მომზადების პროცესში.

იყოს ორიენტირებული საკუთარი საქმიანობის მუდმივ განვითარებასა და წინსვლაზე, მაყურებელს სთავაზობდეს საკუთარ ინოვაციურ და მსოფლიო მედია ბაზარზე მიმდინარე ახალ საინტერესო პროექტებს.

აღსანიშნავია, რომ წლების განმავლობაში საზოგადოებრივ მაუწყებელს საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფები რეგურალურად აკრიტიკებდნენ მრავალი საკითხის გამო. მოსახლეობის ნდობა მაუწყებლის მიმართ საკმაოდ დაბალია ბოლო ათწლეულების განმავლობაში.

იმისთვის, რომ საზოგადოებრივმა მაუწყებელმა დაიბრუნოს ნდობა, ამაღლდეს გადაცემების რეიტინგი და ხარისხიანად შეასრულოს კანონით მასზე დაკისრებული ვალდებულება აუცილებელია ეფექტური ნაბიჯების  გადადგმა.

აქვე აღსანიშნავია, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი ბოლო პროგრამულ პრიორიტეტებს 2015-2016 წლებზე გვთავაზობს და ჯერ არ არის განსაზღვრული 2017-2018 წლების პრიორიტეტები.

ბოლო პროგრამულ პრიორიტეტებში მრავალი მნიშვნელოვანი საკითხი მკაფიოდ ან საერთოდ არ არის ასახული. მაგალითისთვის მოვიყვან ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გაშუქების საკითხს, რომელიც არ არის გათვალისწინებული პროგრამულ პრიორიტეტებში, მაგრამ სინამდვილეში არის ქვეყნისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი. ასევე არ არის ყურადღება გამახვილებული ეროვნული უმცირესობებით დასახლებული რეგიონების ქვეყნის ერთიან საინფორმაციო სივრცეში ეფექტურ ჩართვაზე, რაც ჩვენი ქვეყნისთვის ერთ-ერთი მნიშნელოვანი საკითხია, რისი მნიშვნელობა კვლევებითაც დასტურდება.

გასათვალისწინებელია, რომ მთელ ქვეყანაში, განსაკუთრებით ეროვნული უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში ვრცელდება საკმაოდ ცალმხრივი ინფორმაცია, მუშაობს რუსული პროპაგანდა, რაც ნეგატიურად აისახება მოსახლეობის განწყობებზე ევროატლანტიკური ინტეგრაციის მისამართით და ასვე ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევების იდენტიფიცირების თვალსაზრისით. აღნიშნული დასტურდება ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის NDI-ს კვლევებით. NDI 2017 წლის კვლევის მიხედვით კითხვაზე: საქართველო უნდა გაწევრიანდეს ევროკავშირში თანხმობა უმცირესობებით დასახლებული რეგიონების მოსახლეობის მხოლოდ 23 % დააფიქსირა, ხოლო ევრაზიულ კავშირში – 49 %, აღნიშნული მოსახლეობის 25 % კი საერთოდ ამ კითხვებზე პასუხი არ ჰქონდა. იგივე NDI 2017 წლის კვლევის მიხედვით კითხვაზე: გსმენიათ თუ არა ვიზალიბერალიზაციის შესახებ, რომელიც საქართველოს მოქალაქეებს ევროკავშირის წევრ უმეტეს ქვეყნებში უვიზოდ მოგზაურობის საშუალებას მისცემს ეროვნული უმცირესობებით დადსასხლებული რეგიონების მოსახლეობის 37 % დააფიქსირა, რომ ამის შესახებ არაფერი იცოდა, რაც გულისხმობს იმას, რომ მოსახლეობაში არსებობს ობიექტური ინფორმაციის დეფიციტი. კიდევ ერთი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი საკითხი, NDI 2016 წლის კვლევის მიხედვით, ეროვნული უმცირესობებით დასახლებული  რეგიონების მოსახლება სხვა რეგიონების მოსახლეობისგან განსხვავებით ტერიტორიულ მთლიანობას  ნაკლებ პრობლებურად მიიჩნევს.

ყველაფრის ამის გათვალისწინებით ვთვლი, რომ არის საჭირო სწორი სტრატეგიის შემუშავება, საზოგადოებისა და ქვეყნის ინტერესებზე მორგებული პროგრამული პრიორიტეტების განსაზღვრა და მისი შემდგომ შესრულებაზე კონტროლი.

გასათვალისწინებელია ასევე ევროპის მაუწყებელთა კავშირის „ხედვა 2020“ რეკომენდაციები, განსაკუთრებით შემდეგი რეკომენდაციები: „მუდმივად უნდა გავაუმჯობესოთ და განვავითაროთ ჩვენი პროგრამებისა და მომსახურების ხარისხი, მრავალფეროვნება, ურთიერთქმედება, პერსონალიზაცია და კონტექსტი…; თუ ჩვენ გვინდა აუდიტორია ურთიერთქმედებაში იყოს ჩვენთან, ჩვენ გვჭირდება აუდიტორიასთან ურთიერთქმედება. ეს კი მოითხოვს მრავალფეროვან სტრატეგიას და კომუნიკაციის ახალ გზებს. მრავალფეროვნება განიხილება ფართო გაგებით (ასაკი, სოციალური / კულტურული, ეთნიკური წარმომავლობა,  გენდერი, სქესი, ცხოვრების წესი,რეგიონი, რელიგია და სხვა).

ასევე აუცილებელია, რომ მოხდეს საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემების ფორმატისა და შინაარსის კანონთან და საზოგადოების რეალურ მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანა. საამისოდ მნიშვნელოვანია კვალიფიციური და სანდო სოციოლოგიური კვლევის ჩატარება, რომელიც გათვალისწინებული იქნება საზოგადოებრივი მაუწყებლის პროგრამულ პრიორიტეტებში და კონკრეტულ გადაცემებში.

სამეურვეო საბჭო თავისი ფუნქციებიდან გამომდინარე ადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის პროგრამულ პრიორიტეტებს. სასურველია, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის ანგარიში პროგრამული პრიორიტეტების გათვალისწინებით მზადდებოდეს.

ჩემი არჩევის შემთხვევაში, სამეურვეო საბჭოს მე შევთავაზებ საზოგადოებრივი მაუწყებლის შემდეგ პროგრამულ პრიორიტეტებს:

საზოგადოებრივი, სამოქალაქო, შემეცნებითი და პოლიტიკური ინტერესების გასათვალისწინებლად და ასევე ეთერში ასახვისთვის სასურველია, რომ მომზადდეს და ეთერში რეგულარულად გავიდეს დისკუსიები სხვადასხვა აქტუალური საკითხების შესახებ. სასურველია, რომ ეს პროექტები ხორციელდებოდეს როგორც ექსპერტების, კომპეტენტური პირების, საჯარო მოხელეების მონაწილეობით, ასევე სასურველია, რომ განხილვებში გარკვეული დოზით მიიღოს მონაწილეობა რიგითი მოქალაქეების ცალკეულმა წარმომადგენლებმა და ადეკვატური პროპორციით იყოს ასახული საქართველოს ეთნიკური და რელიგიური მრავალფეროვნება. რათა ეროვნულ უმცირესობებს მიეცეთ შესაძლებლობა ჩაერთონ და გამოთქვან მოსაზრებები არა მხოლოდ უშუალოდ ეროვნულ უმცირესობებთან დაკავშირებულ საკითხებზე, არამედ ზოგადად ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე. ასევე ძალზე მნიშვენლოვანია, რომ ამ დისკუსეიბში და წამყვან გადაცემებში მონაწილეობას იღებდნენ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები.

ასევე მნიშვნელოვანია შეიქმნას სპეციალური პროგრამები ჟურნალისტური გამოძიების კუთხით. სასურველია, რომ ჟურნალისტური გამოძიების გადაცემები გადიოდეს ყოველკვირეულად. ეს ჟურნალისტური გამოძიება უნდა იყოს საჯარო სექტორზე საზოგადოებრივი/სამოქალაქო მეთვალყურეობისა და მონიტორინგის ერთ-ერთი მექანიზმი.

ადამიანის უფლებების შესახებ რეგულარული გადაცემების მომზადება. ადამიანის უფლებათა სწავლება, პოლულარიზება და კონკრეტული უფლებადარღვევების შესახებ გადაცემების მომზადება. საერთაშორისო და ადგილობრივი გამოცდილებისა და მდგომაროების შესახებ ინფორმაციების მომზადება განთავსება.

საინფორმაციო და სხვა გადაცემებში სრულყოფილად აისახოს საქართველოს რეგიონებში მიმდინარე სამოქალაქო, პოლიტიკური, სოციალური, ეკონომიკური, კულტურული ცხოვრების ამსახველი და სხვა პროცესები. ამ გადაცემებში ადეკვატური ქრონომეტრაჟითა და შინაარსით უნდა იყოს წარმოდგენილი ეროვნული უცმირესობებით დასახლებული რეგიონებისთვის აქტუალური საკითხები.

განსაკუთრებული ყურადღება უნდა გამახვილდეს გადაცემებში პენსიონერების, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების, დევნილების, უმუშევრებისა და საზოგადოების სხვა დაუცველი ჯგუფების წინაშე არსებულ სირთულეებზე.

მომზადდეს გადაცემები გენდერული თანასწორობის შესახებ.

გადაცემებში სასურველია აისახოს საქართველოს საერთაშორისო თანამშრომლობის და საერთაშორისო პოლიტიკის, ეკონომიკის, უფლებების დაცვის, კულტურისა და სხვა მნიშვნელოვანი პროცესები. ამ თავლსაზრისით ყურადღება უნდა გამახვილდეს როგორც ევროპისა და ამერიკის სახელმწიფოებზე, ასევე აზიის ქვეყნებზე და განსაკუთრებით საქართველოს უშუალო სამეზობლოზე.

გადაცემებში აისახოს საერთაშორისო ორგანიზაციების მუშაობა და მათი საქართველოსთან თანამშრომლობა, კერძოდ ნატო, ევროსაბჭო, ევროკავშირი, ეუთო, გაერო და სხვა სერთაშორისო ორგანიზაციები. ამ საკითხებზე მომზადებულ გადაცემებში მონაწილეობა სხვა მოქალაქეებთან ერთად მიიღონ ეროვნული და რელიგიური უცმირესობების, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების და სხვა ჯგუფების წარმომადგენლებმა.

გადაცემები და სიუჟეტები ევროინტერაციისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესებზე. საქართველოს განვითარებაზე დასავლეთთან ინტეგრაციის დადებით გავლენაზე, ასოცირების ხელშეკრულებით მიღებულ შესაძლებლობებზე, სხვადასხვა სფეროს განვითარებისა და წარმატების საკითხში დასავლური ქვეყნების გამოცდილებაზე. გადაცემები ნატოში გაწევრიანების შესაძლებლობის შესახებ. მითუმეტეს, როდესაც საქართველოს კანონის „მაუწყებლობის შესახებ“ მე-16 მუხლის თანახმად საზოგდოებრივი მაუწყებელი ვალდებულია „უზრუნველყოს საქართველოს საგარეო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების,  მათ შორის, ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში (შემდგომ − ნატო) და ევროკავშირში ინტეგრაციის, პოპულარიზაცია“.

ქართულ ენაზე მომზადებულ საინფორმაციო გადაცემებში შესაბამისი კვალიფიკაციისა და ცოდნის მქონე საქართველოს ეროვნული უმცირესობების წარმომადგენელთა ჩართვა, რისი  განხორციელებაც სამოქალაქო ინტეგრაციის პროცესისთვის მნიშვნელოვანია.

ეროვნული და რელიგიური უმცირესობების სააჭიროებების, პრობლემების, წარმატებების, მნიშნელოვანი თარიღებისა და სხვა საკითხების თაობაზე გადაცემებისა და სიუჟეტების მომზადება.

საქართველოში არსებული სხვადსხვა რელიგიური და ეთნიკური უმცირესობების ჯგუფების კულტურის, ტრადიციების, ფასეულობების, ყოფის და სხვა მნიშვნელოვანი და საინტერესო საკითხების ამსახველი გადაცემების მომზადება და ასევე მისი ასახვა საინფრომაციო გადაცემებში.

მაუწყებლობის შესახებ საქართველოს კანონი ავალდებულებს საზოგადოებრივ მაუწყებელს, პროგრამებში ასახოს საზოგადოებაში არსებული ეთნიკური, კულტურული, ენობრივი, რელიგიური, ასაკობრივი და გენდერული მრავალფეროვნება და სათანადო პროპორციით განათავსოს ინფორმაცია უმცირესობების ენაზე, უმცირესობების შესახებ და უმცირესობების მიერ მომზადებული პროგრამები (მუხლი 16). ამავე კანონის 33.11 მუხლის თანახმად, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ყოველწლიურად უნდა შექმნას ერთი ან ერთზე მეტი რეგულარული პროგრამული პროდუქტი არანაკლებ ოთხ ენაზე, მათ შორის, აფხაზურ და ოსურ ენებზე.

გადაცემებში განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიმდინარე პროცესებს. უფლებების დარღვევის ფაქტებსა და მათზე რეაგირების საკითხებს. მაგრამ ამავე დროს ამ გადაცემებმა ნეგატიური დამოკიდებულებები არ უნდა გამოიწვიოს არცერთი ეთნიკური ჯგუფის მიმართ და არ უნდა უწყობდეს ხელს კონფლიქტის ესკალაციას. ასევე ამ ტიპის გადაცემებსა და სიუჟეტებში სასურველია, რომ ასახული იყოს კონფლიქტის ზონებში მცხოვრები სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფების წარმომადგენელთა მშვიდობიანი და ურთიერთსოლიდარობით გამსჭვალული ურთიერთობების რეალური ფაქტები.

სასურველია, რომ შეიქმნას სპეციალური გადაცემები, სიუჟეტები საქართველოს ფარგლებს გარეთ მცხოვრები ჩვენი თანამემამულეების შესახებ და მასში აისახოს როგორც ეთნიკურად ქართველების, ასევე საქართველოდან წასულ ეროვნული უმცირესობების წარმოამდგენლების შესახებ ინფორმაცია.

ყურადღება უნდა მიექცეს და გაძლიერდეს შემეცნებითი და გასართობი პროგრამები ბავშვებისა და ახალგაზრდებისთვის სხვადასხვა ასაკობრივი (სკოლამდელი, სასკოლო, სტუდენტობა) ჯგუფისათვის. ხოლო ამ პროგრამებში გარკვეული პროპორციით წარმოდგენილი იყოს საქართველოს ეთნიკური და რელიგიური მრავალფეროვნება. ამ გადაცემებში ასახული უნდა იყოს როგორც ახალგაზრდობის პრობლემები, ასევე წარმატებული მაგალითები, უცხოეთის ანალოგები და სხვა საინტერესო თემები.

შემეცნებით პროგრამებში ასახული უნდა იყოს საქართველოს კულტურული და ისტორიული მემკვიდრეობის მნიშვენლოვანი საკითხები; მოქალაქეთა ინტერესების შესაბამისი ინფორმაცია კულტურის, ისტორიის, მეცნიერების თანამედროვე მიღწევების, მსოფლიო და საქართველოს მაშტაბის სამეცნიერო მოვლენების შესახებ. ასევე ასახული უნდა იყოს მსოფლიოსა და საქართველოს რელიგიური მრავალფეროვნებისა და რელიგიის თავისუფლების მნიშველოვანი საკითხები.

შეიქმნას სპეციალური პროგრამები მომხმარებელთა უფლებების, მათ შორის ჯანსაღ კვების შესახებ, რათა მოქალაქეებს სრულფასოვანი ინფორმაცია ჰქონდეთ გაყიდვაში არსებული სხვადასხვა პროდუქციის შესახებ.

გადაცემებში ასახული უნდა იყოს ცხოვრების ჯანსაღი წესის დანერგვის ხელშემწყობი იფორმაცია. ასევე უნდა ტარდებოდეს სხვადასხვა მედიაკამპანიები და ეწყობოდეს დისკუსიები ნარკომანიის, ლოთობის, სიგარეტის მოწევისა და სხვა ასოციალური ქცევების საწინააღმდეგოდ.

გადაცემები ეკოლგიის შესახებ. ქვეყანაში დიდი პრობლემები არსებობს ამ თვალსაზრისით და მის გამოსწორებას საზოგადოების სწორი ინფორმირება და ძალისხმევა სჭირდება.

მოქალაქეთა ინტერესებისა და სურვილების გათვალისწინებით სასურველია, რომ ხდებოდეს ეთერში სხვადასხვა ფილმების, სპექტაკლების, მუსიკის განთავსება. და ასევე ზოგიერთი პროდუქციის ანალიზი უნდა კეთდებოდეს კინომცოდნეებისა და მოქალაქეების მიერ, რათა გაანალიზებულ იქნას ფილმის მხატვრული და შინაარსობრივი მხარეები.

საზოგადოების დისკუსიის წახალისება სხვადასხვა აქტუალური საკითხების შესახებ და ამ დისკუსიებში ეროვნული და რელიგიური უცმირესობების წარმომადგენელთა სრულფასოვანი და ადეკვატური რაოდენობით წარმოდგენა-ჩართვა.

მნიშვნელოვანია სპორტული ასპარეზობების ტრანსლაცია. მათ შორის დაკმაყოფილებული უნდა იყოს საზოგადოების იმ ჯგუფების ინტერესი ვისაც შეიძლება აინტერესებდეს როგორც ევროპის, ასევე სხვა კონტინენტებზე გამართული ასპარეზობები.

აღნიშნული პრიორიტეტებით უნდა მოხდეს საზოგადოებრივი რადიოს ფუნქციონირებაც, სადაც სასურველია ინტერაქტიული გადაცემების მომზადება, მაგრამ ამავე დროს გასათვლისწინებელია ის გარემოება, რომ საზოგადოებრივი რადიოს რესურსი, როგორც სამოქალაქო ინტეგრაციის ხელშემწყობი რადიოსი ნაკლებად არის რეალიზებული. ეროვნულ უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში მოსახლეობა ძირითად შემთხვევებში რაიდოსიგნალს ვერ იღებს.

საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ მომზადებული ზოგიერთი გადაცემის თარგმნა და გაშვება ეროვნული უმცირესობების ენებზე საზოგადოებრივი მაუწყებლის არხებით და ასევე ეროვნული უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში მაუწყებლობის მქონე რეგიონული ტელევიზიების მეშვეობით გადაცემა.

გადაცემებში მეზობელი სახელმწიფოების კულტურის, ტრადიციების, ღირებულებებისა და თანამშრომლობის უკეთ წარმოჩენა.

გადაცემები დევნილების შესახებ.

პროგრამებში ყურადრება უნდა გამახვილდეს საქართველოს სხვადასხვა ომების ვეტერანებზე – მათ ოჯახების სოციალური დაცვის საკითხებზე. ასევე სასურველია მომზადდეს გადაცემები სამხედრო ცხოვრების, მესაზღვრეებისა და საზღვრის პირა რეგიონების შესახებ.

გადაცემებში ასახული უნდა იყოს საქართველოს სხვადასხვა რეგიონების კულტურული, ეთნიკური, რელიგიური, ეთნოგრაფიული, ფოლკლორული და სხვა ტრადიციები და თავისებურებები.

მიგრანტების უფლებები და მდგომარეობა;

ეკონომიკის განვითარების სტრატეგიები და კონკრეტული ეკონომიკური მაჩვენებლების გაანალიზება უნდა ხდებოდეს სხვადასხვა გადაცემებში.

მთლიანობაში გადაცემები უნდა ემსახურებოდეს ქვეყანაში ტოლერანტული გარემოს ჩამოყალიბებას, მოქალაქეთა მიერ სახელმწიფოსა და საზოგადოებრივ პროცესებზე მონიტორინგს, კონტროლს და მოქალაქეთათვის მათთვის სიანტერესო საკითხების შესახებ ინფორმაციის მიწოდებას, როგორც საინფორმაციო ასევე შემეცნებით-გასართობ ფორმატში.

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭო პერიოდულად უნდა მართავდეს შეხვედრებს საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფებთან – ექსპერტებთან, მეცნიერებთან, ხელოვნებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან, ეროვნულ უმცირესობებთან, რელიგიური ჯგუფებთან, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან, ახალგაზრდობასთან,  ბიზნესის წარმომადგენლებთან, ჩვენი საზოგადეობის ყველა ჯგუფის წარმომადგენლებთან როგორც დედაქალაქში, ასევე რეგიონებში, მათ შორის ეროვნული უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებში. ამ შეხვედრების დროს წამოწეული მნიშნელოვანი საკითხები უნდა აისახოს  პროგრამულ პრიორიტეტებში.

განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს საქართველოს რეალობისთვის შესაბამისი საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებასა და საქართველოში დანერგვის საკითხს.

ვთვლი, რომ სამეურვეო საბჭომ კოლეგიალურ ფორმატში უნდა ითანამშრომლოს საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექციასთან, შემოქმედებით ჯგუფებთან, ჟურნალისტებთან და ყველა თანამშრომელთან.

ნინია კაკაბაძე

საზოგადოებრივი მაუწყებლის განვითარებისათვის აუცილებელია ერთმანეთისაგან მკაფიოდ იყოს გამიჯნული  სამეურვეო საბჭოს და მენეჯმენტის ფუნქციები. ბორდი პასუხისმგებელია მაუწყებლის სტრატეგიის განსაზღვრასა და მისი განხორციელების კონტროლზე, ხოლო გენერალური დირექტორი და მენეჯმენტი- საბჭოს მიერ განსაზღვრული პრიორიტეტების იმპლიმენტაციაზე.

ვფიქრობ, რომ სტრატეგიის და პროგრამული პრიოირტეტების განსაზღვრის მექანიზმებია საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა და წარმომადგენლობითი საზოგადოებრივი საბჭოების შექმნა, რაც კანონითაც არის სავალდებული. მაუწყებელმა უნდა გამოიყენოს საზოგადოებასთან ინტერაქციის სხვადასხვა მექანიზმები, რათა ბორდმა საზოგადოების ხედვა და საჭიროებები ასახოს ყოველწლიურ პროგრამულ პრიორიტეტებში.

სამეურვეო საბჭოს მიერ განსაზღვრული სტრატეგიისა და პროგრამული პრიორიტეტების იმპლიმენტაციის მონიტორინგის მიზნით, უნდა მოხდეს ბორდში სამი ქვეჯგუფის შექმნა, რომელიც იმუშავებს 1) პროგრამული ნაწილის 2) ფინანსური ნაწილის და 3) მომხმარებელთა საჩივრების შესწავლაზე.

ვრცლად რამდენიმე საკითხზე.

საზოგადოებრივი მაუწყებლის განვითარების უმთავრესი წინაპირობა მისი დეპოლიტიზაციაა. დეპოლიტიზაცია, რომელიც მმართველი პოლიტიკური პარტიის  დაქვემდებარებიდან გასვლას გულისხმობს. არ არსებობს ბერკეტი, რომელიც მთლიანად დაიცავს მაუწყებელს პოლიტიკური გავლენისგან, ამის ერთადერთი გარანტია პროფესიონალებისაგან დაკომპლექტებული გუნდის შეკრებაა. თუკი რთულია მაღალკვალიფიციური ჟურნალისტების  მრავალრიცხოვანი ჯგუფის შექმნა, ამ შემთხვევაში საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელთა (რედაქტორი, პროდიუსერი…) მაღალ პროფესიონალური დონე საკმარისია სასურველი სურათის მისაღებად.

საზოგადოებრივი მაუწყებელის უმთავრესი ფუნქცია საზოგადოებისათვის ზუსტი და მიუკერძოებელი ინფორმაციის მიწოდებაა. საყურადღებოა ის ფაქტი, რომ უკანასკნელი წლის განმვალობაში საზოგადოებრივი მაუწყებლის მიმართ ნდობამ თითქმის 10 პროცნტით დაიწია, ისევე როგორც რეიტინგმა. თუკი აქამდე პრობლემა ხელოვნურად შექმნილი ბალანსი იყო, რომელიც ხშირ შემთხვევებში მნიშვნლოვანი საკითხების იგნორირებას ან ზედაპირულად გაშუქებას გულისხმობდა, დღეს საქმე გვაქვს პირდაპირ პოლიტიკურ აფილაციასთან. ისევ ძალიან ხშირია საზოგადოებისათვის საყურადღებო, აქტუალური თემების უგულებელყოფა და დამალვა, რაც მნიშვნელოვნად აზარალებს მაუწყებლის ავტორიტეტს.

საზოგადოებრივი მაუწყებლის საინფორმაციო სამსახური ასევე სამაგალითო უნდა იყოს ეთიკის ნორმების დაცვის კუთხით. იქიდან გამომდინარე, რომ მაუწყებელს გააჩნია საკუთარი თვითრეგულირების კოდექსი, მაუწყებლის ნებისმიერი თანამშრომელი ხდება ვალდებული შეასრულოს და მისი დარღვევის შემთხვევაში იზრუნოს მის გამოსწორებაზე.

არსებობს მოსაზრება, რომ ზედმიწვენით დაბალანსებული, ეთიკის ნორმების ფარგლებში მოქცეული მაუწყებელი ნაკლებ საინტერესო ხდება მაყურებლისთვის. სწორედ ეს მისია აკისრია საზოგადოებრივ მაუწყებელს, რომ დაამკვიდროს ახალი სტანდარტი, სიღრმისეულად და მწვავედ წარმოადგინოს ქვეყანაში მიმდინარე პროცესები ისე, რომ არ დაარღვიოს სხვა ადამიანის უფლებები.

ვფიქრობ, ასეთ შემთხვევაში ეფექტური იქნება, თვითონ მენეჯმენტმა შექმნას ქცევის კოდექსის დანერგვისა და მონიტორინგის სამსახური და ქცევის კოდექსის დაცვა ჟურნალისტთა სამუშაო კონტრაქტის ნაწილი იყოს. მონიტორინგის სამსახური არა მარტო გარედან შემოსულ საჩივრებს და პრეტენზიებს უნდა სწავლობდეს, არამედ ყოველკვირეულად უნდა განიხილავდეს მონიტორინგის შედეგებს ჟურნალისტებთან. ჟურნალისტის მხრიდან ჟურნალისტური ეთიკის ნორმების სერიოზული და განმეორებითი დარღვევების შემთხვევაში შესაძლებელია ფინანსური სანქციების დაწესებაც.

ვფიქრობ, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის (როგორც სატელევიზიო, ასევე რადიოეთერში) საინფორმაციო გამოშვება უნდა გადიოდეს ყველაზე ხშირად, საათში ერთხელ. იყოს ყველაზე ოპერატიული, ზუსტი და თავისუფალი გავლენებისგან. ასევე, აუცილებლად უნდა გაგრძელდეს ინფორმაციის გავრცელება არაქართულენოვანი მოსახლეობისათვის.  მაუწყებელი კონკურენციაში უნდა შედიოდეს სხვა კერძო ტელევიზიებთან სწორედ საინფორმაციო გადაცემებით, პოლიტიკური თოქ-შოუებით და არა გასართობი გადაცემებით. სწორედ ამ მიმართულების გაძლიერება გახდის მაუწყებელს კონკურენტუნარიანს. თუკი კერძო არხებს არ აქვთ საშუალება ძირითადი რესურსი საინფორმაციო გადაცემებისკენ მიმართონ, რადგან მათ უწევთ რეკლამის მოზიდვა და რესურსების გადანაწილება, საზოგადოებრივ მაუწყებელს აქვს ამის ფინანსური საშუალება და ვფიქრობ, უნდა გამოიყენოს.

იქიდან გამომდინარე, რომ თანამდროვე სამყაროში სულ უფრო და უფრო ძლიერდება ინტერნეტით  ინფორმაციის მიღების საშუალებები, უნდა შეიქმნას, დაიხვეწოს და გახდეს ქვეყანაში წამყვანი საინფორმაციო საშუალება საზმაუწყებლის ვებგვერდი, ფეისბუქ გვერდი, ტვიტერი…

საზ. არხის ინტერნეტ-გვერდი უნდა გახდეს ყველაზე სანდო და პოპულარული ვებპორტალი, მაგალითად, ბრიტანული BBC-ის  მსგავსი, სადაც შესაძლებელია ყველა სახის ინფორმაციის მიღება და მისი სანდოობის ხარისხი ყველაზე მაღალია. ასევე უნდა არსებობდეს სმარტ ტელეფონების აპლიკაცია,(ისევ BBC-ის მაგალითს მოვიყვან), რომლის მეშვეობითაც ახალი ამბის მიწოდება მოხდება არა მხოლოდ ტელევიზიის თუ კომპიუტერის, არამედ მობილური ტელეფონითაც.

რა უნდა იყოს საზოგადოებრივი მაუწყებლის პროგრამული პრიორიტეტი? საზოგადოებრივი მაუწყებლის მიზანი არ უნდა იყოს მხოლოდ მაღალი რეიტინგი და ამიტომ არ უნდა მოხდეს გასართობ თუ ყვითელ გადაცემებზე ფოკუსირება. მაგრამ ამავე დროს საზ. მაუწყებელი არავითარ შემთხვევაში არ უნდა ამბობდეს უარს მაყურებლის ინტერესზე და ყურებადობის მაღალ მაჩვენებელზე. არსებობს მცდარი მოსაზრება, რომ თუკი გადაცემა არ არის სკანდალური და არ აკმაყოფილებს მეინსტრიმის მოთხოვნებს, მისით დაინტერესება დაბალია. მთავარი არის, როგორ იფუთება გადაცემა, როგორ მზადდება. თუკი ვსაუბრობთ ტელევიზიაზე – გამოსახულება ასრულებს ერთ-ერთ გადამწყევტ როლს და მისი პროფესიონალურად შექმნის შემთხვევაში მაყურებლის მოზიდვა  გარანტირებულია. გასართობი გადაცემებიც კი შესაძლებელია ასრულებდეს საგანმანათლებლო ფუნქციას.

ასევე, საზოგადოებრივი ტელევიზია არ უნდა ასრულებდეს მხოლოდ უმრავლესობის დაკვეთას, მას უნდა ქონდეს პრეტენზია შესთავაზოს მაყურებელს ის, რაც ნაკლებ პოპულარულია და სწორედ ამ პროდუქტით დააინტერესოს ის.  მაუწყებელს უნდა ჰქონდეს მკვეთრად გამოხატული პოზიცია, რომელიც დემოკრატიული, ლიბერალური ღირებულებების იდეაზე დგას.

მაუწყებელმა არ უნდა დაუშვას კომპრომისი და არ უნდა დაექვემდებაროს არცერთი უმრავლესობის ჯგუფის მოთხოვნებს უმცირესობის ჯგუფის უფლებების ხარჯზე. რელიგიური, სექსუალური თუ ეთნიკური ინტერესების დაცვა საზ. მაუწყებლის ერთ-ერთი უმთავრესი მიზანი უნდა იყოს.

წლების განმავლობაში მაუწყებლის ვალდებულებაა მის ეთერში იყოს ჟურნალისტური გამოძიება. ეს არის აგრეთვე უმთავრესი და აუცილებელი პირობა, რომელიც მუდმივად უნდა არსებობდეს მაუწყებლის ეთერში.

მაუწყებელი სიღრმისეულად  უნდა აშუქებდეს და ინტერესდებოდეს ქალთა, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე, ნარკოდამოკიდებული  თუ სხვა ადამიანების პრობლემებით. მაუწყებელმა ხელი უნდა შეუწყოს არსებული მავნე სტერეოტიპების ნგრევის პროცესს. ყოველივე ზემოხსენებულს უნდა ეთმობოდეს ეთერი და მზადდებოდეს მაღალკვალიფიციური გადაცემები თუ თოქშოუები. ამ გზით საზოგადოებრივი მაუწყებელი შეავსებს მედიაში არსებულ სიცარიელეს და დაამკვიდრებს მაღალ სტანდარტს. საზ. მაუწყებელს აკისრია როგორც გასართობი, ასევე შემეცნებითი და საგანმანათლებლო ვალდებულება, ამიტომ უმთავრესი პრიორიტები სწორედ ამ კონტენტის მქონე გადაცემების წარმოებაა.

აგრეთვე, საინფორმაციო გამოშვების გარდა, სხვა ნებისმიერი გადაცემის შერჩევა უნდა მოხდეს ტენდერის გზით. ახალი კანონის პირობებში უნდა წინასწარ გაიწეროს სტანდარტი, რომლის მეშვეობითაც ტენდერისა და ახალი შესყიდვების შემდეგ ინფორმაცია გამარჯვებული პროექტების შესახებ იყოს საჯარო და გამჭვირვალე. აუცილებელია  გადაწყვეტილების მიღება იმასთან დაკავშირებით, თუ სად უნდა დამზადდეს ისინი- გარე წარმოება თუ შიდა წარმოება. გასათვალისწინებელია რისკებიც – გარე წარმოება პროდუქტს აიაფებს და აქედან გამომდინარე, ყველაზე იაფ პროდუქტს გამარჯვების უფრო მეტ შანსს აძლევს ტენდერში . ამასთანავე გარე წარმოება ხელს უწყობს ტელესტუდიების განვითარებას და ახალი იდეებისა თუ ინიციატივების მოზიდვას. შიდა პროდუქტის წარმოება გაცილებით იაფი ჯდება მაუწყებლისათვის.

უკანასკნელ წელს ჩატარებული კონკურსი ძალიან ბევრ კითხვას აჩენს. გამარჯვებული პროექტებიდან რამდენიმე მაინც ვერ მოხვდა ეთერში, ხოლო პროგრამულ ბადეში განთავსდა ისეთი გადაცემა, რომელსაც არ მიუღია მონაწილეობა კონკურსში. ყოველივე ზემოხსენებული აჩენს ეჭვს, რომ ახალ პროგრამებთან დაკავშირებული გადაწყვეტილებები არის დირექტორის მიერ ერთპიროვნულად, გაუმჭივრვალედ და დაუსაბუთებელად მიღებული. ამგვარი ფაქტებისგან საზოგადოებრივი მაუწყებელი უნდა იყოს სრულად დაცული, რადგან მსგავსი შემთხვევები კიდევ უფრო მეტად შეამცირებს მაუწყებლის მიმართ არსებულ ნდობას.

საზოგადოებრივი მაუწყებელი უნდა უთმობდეს ეთერს როგორც სოციალურ რეკლამებს, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ დაფინანსებულ პროექტებს და მიზნად ისახავდეს დემოკრატიული იდეების პოპულარიზაციას.

სამეურვეო საბჭო მუდმივად უნდა ცდილობდეს და მოითხოვდეს მაუწყებლის მენეჯმენტისგან მაქსიმალურ გამჭვირვალობას და ანგარიშვალდებულების გაზრდას საკუთარი აუდიტორიის მიმართ.

მალხაზ ასლამაზიშვილი

საზოგადოებრივი მაუწყებლის მთავრი მიზანია დემოკრატიული ღირებულებების დაცვა და ხალხთან მიტანა.  იგი უნდა ემსახურებოდეს მოსახლეობის ინფორმაციით და აუდიოვიზუალური პროგრამებით უზრუნველყოფას.

არ უნდა კონტროლდებოდეს ხელისუფლების ორგანოებისგან.

იგი  აერთიანებს ტელეკომპანიებს, რადიო მაუწყებლობას და ინტერნეტ საიტებს.  მას აქვს რესურსი, დააკმაყოფილოს   საზოგადოების  მოთხოვნა.

მისი მთავარი ამოცანაა ემსახუროს ხალხს.

საზოგადოებრივი მაუწყებელი უნდა მიეწოდებოდეს საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრებ ყველა მოქალქეს.

ძირითადიმიზანიუნდაიყოს, მაქსიმალურადდააკმაყოფილოსფართოსპექტრის  აუდიტორიისმოთხოვნილება. მაყურებელს ოპერატიულად, ობიექტურადდამაღალპროფესიულდონეზე უნდამიაწოდოს  ტელეპროდუქცია, როგორცჩვენსქვეყანაში,  ასევემისფარგლებსგარეთ   მიმდინარემოვლენებისშესახებ.

მაუწყებლობა ზუსტად უნდა ასახავდეს საზოგადოების ინტერესს, საინფორმაციოდან დაწყებული, გასართობი  გადაცემებით დამთავრებული.  გასაგებია, რომ ყველა აუდიტორიას თავისთვის საინტერესო გადაცემები ექნება, მაგრამ მაუწყებელი უნდა ისწრაფოდეს, რომ პროგრამების ერთობლიობით, საბოლოდ  მთლიანად  მოიპოვოს მაყურებლის  ყურადღება და ნდობა.

საზოგადოებრივი მაუწყებლის  ვალდებულებაა  ხელი შეუწყოს  მოქალაქის მსოფლმხედველობის ჩამოყალიბებას.   მან  უნდა აღზარდოს მაყურებელი, უნდა ასწავლოს და მიაჩვიოს   ჭეშმარიტ ღირებულებებს.  მხოლოდ ასე შეიძლება დავძლიოთ დაბალი გემოვნების დამკვიდრება საზოგადოებაში.

აუცილებელი პირობაა დამოუკიდებლობა, აზრის და კრიტიკის თავისუფლად გამოთქმის  საშუალება.

არხი უნდა მუშაობდეს საზოგადოებისთვის, ხალხისთვის, საქართველოს მოქალაქეებისთვის  და  თავისი პროგრამებით უნდა იყოს  პოლიტიკურ, კულტურულ  და მორალურ ცხოვრებაში ნორმატიული მაჩვენებლი.

 

ამ ამოცანების შესასრულებლად აუცილებელია პირველობის მოპოვება საინფორმაციო ბაზარზე, რომელზეც  დღეს ბევრი კერძო ტელეარხი მაუწყებლობს.

ეს  არ არის იოლი, რადგან მას  მაყურებლის თვალში უკვე  აქვს შექმნილი, გარკვეული არა სახარბიელო  იმიჯი.  წარმატებისთვის აუცილებელია ამის გადალახვა და მაყურებლის საზოგადოებრივი მაუწყებლობისკენ  შემობრუნება.

უკვე არსებული ეთერის თანდათან ახალი პროგრამების ჩანაცვლებით, არხზე  შთაბეჭდილების შეცვლა უაღრესად რთული ამოცანაა, მაგრამ შესრულებადი.

ამის გადასაჭრელად საჭიროა ზუსტად   განვსაზღვროთ როგორი არხი გვინდა და  რა უნდა  ვუთხრათ  მაყურებელს.  უნდა ვიცოდეთ ვისთვის ვმუშაობთ და რას  ვთავაზობთ.

როდესაც  სათქმელი  გვეცოდინება, გადაცემების თემებს და ხასიათს, ის თვითონ  გვიკარნახებს.

მაუწყებლობის შექმნა,   პროგრამების  ძებნით   არ უნდა იწყებოდეს.   ანუ არ უნდა დავიწყოთ საქმე ბოლოდან.

ჩემი აზრით ამ ამოცანის გადაჭრის ძირითადი და აუცილებელი პირობაა,  მაყურებელში ნდობის მოპოვება.   ნდობის  მოპოვება კი ძალიან ადვილად და სწრაფად მოხდება,  თუ მათ  მოვლენებს ობიექტურად მივაწვდით და    ვეტყვით  მართალ სიტყავს.

საზოგადოებრივმა მაუწყებელმა უნდა გააერთიანოს ადამიანები, რომლებიც არა მარტო არხის, არამედ ქვეყნის  განვითარებაზე და მის მომავალზე იფიქრებენ.

ეს საქმე პროფესიოანელბს უნდა მივანდოთ.

არხი უნდა იყოს დამაკავშირებელი წარსულსა და მომავალს შორის.

ტელეპროდუქცია ძირითადად სამი მიმართულებით უნდა განისაზღვროს:

1. პროგრამების სახეობებით.

2. მიზნობრივი აუდიტორიით.

3 . განსახილველი თემებით.

არხის მიერ დამზადებული და ეთერში გადაცემული პროდუქცია უნდა მოიცავდეს სხვადასხვა ჟანრისა და ხასითის გადაცემების  ერთობლიობას. მასში თანაბარი ადგილი უნდა დაეთმოს როგორც ახალ ამბებს, ასევე შემეცნებით-გასართობ და საბავშვო-საყმაწვილო გადაცემებს.

ციკლურის გარდა, უნდა მზადდებოდეს ცალკეული  სპეციალური  გადაცემები, ქვეყანაში და მსოფლიოში მომხდარ  მნიშვნელოვან მოვლენებზე.

უნდა იყოს მხატვრული პროგრამების რედაქცია, რომელიც გამოეხმაურება ქვეყანაში და მსოფლიოში მიმდინარე კულტურულ მოვლენებს, მოამზადებს მხატვრულ გადაცემებს, სატელევიზო სპექტალლებს, ფილმებს და სერიალებს.

უნდა მზადდებოდეს სპეციალური პროგრამები, რომლებიც გამოეხმაურებიან ჩვენი ცხოვრების ისტორიის მნიშვნელოვან თარიღებს.

საინფორმაციო პროგრამა ოპერატიულად და ობიექტურად უნდა აშუქებდეს ახალ ამბებს. მაყურებელმა უნდა იცოდეს, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელზე ყოველთვის მიიღებს სარწმუნო  და ამომწურავ ინფორმაციას, ნებისმიერ თემაზე.

სპეციალური შერჩევის წესით უნდა ხდებოდეს  ეთერში გასაშვები მხატვრული და დოკუმენტური ფილმების, სერიალების, სპორტული გადაცემების და მუსიკალური პროგრამების  შესყიდვა.

უდიდესი ყურადღება უნდა  მიექცეს  გადაცემების შესარჩევ კონკურსებს. გამარჯვებულის შერჩევისას,  ყურადღება ძირითადად მხატვრულ ფორმებზე, დონეზე და კონკურსში  მონაწილეთა გამოცდილებასა და პროფესიონალიზმზე  უნდა გამახვილდეს.

არხისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს  გადაცემების  წამყვანებს,  ისინი არხის სახეებად უნდა იქცნენ.

პროფესიონალ წამყვანების გარდა, საშუალება უნდა მიეცეთ სხვა სფეროს ღირსეულმა  წარმომადგენლებმაც სცადონ  თავი ახალ ამპლუაში. მათი ავტორიტეტი და სანდოობა, ძალიან ბევრს ნიშნავს.

წამყვანს უნდა ჰქონდეს უნარი მაყურებელს ზუსტად მიაწოდოს გადაცემის სათქმელი.  ეს კი   მიიღწევა     მხოლოდ გულწრეფელობით და მოცემული თემის ღრმა ცოდნით.

ნებისმიერდროს, როდესაცმაყურებელიგადართავსტელევიზორსპირველარხზე, მისთვისიმავეწამსგასაგები უნდაგახდეს, რომესარისსაზოგადოებრივიმაუწყებელი.

ჩემი პროფესიონალიზმი და ამ სფეროში მუშაობის დიდი გამოცდილება, უფლებას მაძლევს მოგახსენოთ, რომ შემიძლია ზემოთ ჩამოთვლილი ყველა საკითხის გადაჭრა.

მალხაზასლამაზაშვილი

დოდო შონავა

მასალების გადაბეჭდვის წესი