
დამოუკდიებელი დეპუტატის ინიციატივა ითვალისწინებს ცვლილებებს კანონში „თავისუფლების ქარტია“. წარმოდგენილი კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაში, “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელ თანამდებობის პირებს მომავალში ქვეყანაში ყველა იმ მაღალი სახელმწიფო თანამდებობების დაკავება აეკრძალებათ, რომელიც არჩევითი არაა:
“მე მიმაჩნია, რომ არა მარტო კომუნისტური და ფაშისტური პარტიები, არამედ ყველა ავტორიტარული და ტოტალიტარული ტიპის პარტიის პირებს უნდა შეეხოთ თანამდებობრივი შეზღუდვები ქვეყანაში უმაღლესი თანამდებობების დაკავებისას. ეს შეზღუდვა დღეს მხოლოდ კომუნისტური პარტიის თანამდებობის პირებზე ვრცელდება. მე მივიჩნევ, რომ “ნაციონალური მოძრაობა” სწორედ ასეთი ტიპის პარტიაა. ასე რომ, კომიტეტს და შემდეგ პარლამენტს ორი საკითხი აქვს გადასაწყვეტი: მიაჩნია თუ არა, რომ ყველა ავტორიტარული და ტოტალიტარული პარტიების თანამდებობის პირებს უნდა შეეხოს ეს შეზღუდვა და მეორე, არის თუ არა “ნაციონალური მოძრაობა” ასეთი ტიპის პარტია.”
წარმოდგენილი საკანონმდებლო ინიციატივის დამტკიცების შემთხვევაში, თანამდებობრივი შეზღუდვა საკანონმდებლო ინიციატივის ავტორ კობა დავითაშვილზეც გავრცელდება, რადგან ის “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური მდივანი იყო:
“მე გახლდით პოლიტიკური მდივანი. ამ კანონის მოქმედება და თანამდებობრივი შეზღუდვა შემეხება მეც. მე კანონებს საკუთარ თავზე არ ვირგებ,”- განაცხადა დავითაშვილმა.



![84 დეპუტატი, ვინც „რუსულ კანონს“ მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა [სია]](https://netgazeti.ge/wp-content/uploads/2024/05/Untitled-design-2-9.jpg)



