“ვითარებას გავაცნობთ დიპკორპუსს და სოლიდარობას და მხარდაჭერას ვთხოვთ. ეს საკითხი აბაშიძისა და კარასინის შეხვედრის პირდაპირ დღის წესრიგში არ არის, მაგრამ ისე, როგორც წინა შემთხვევაში, ეს თემა აუცილებლად გაჟღერდება’, – გნაცხადა მან.
ფანჯიკიძის განცხადებით, აბაშიძე–კარასინის შეხვედრების დადებით დინამიკას დიცში მიმდინარე მოვლენები ხელს უშლის. რაც შეეხება ოკუპნატების მიერ ძელების უკან წაღების ფაქტს, რაც დიცში გუშინ დაფიქსირდა, ფანჯიკიძე ამბობს, რომ 2011 წლიდან მავთულხლარეთების და თხრილების გაკეთება ადმინისტრაციულ საზღვარზე სხვადასხვა ფორმით ხდებოდა.
“ამიტომ, ახლა ოპტიმისტი არ ვიქნები მხოლოდ იმის გამო, რომ ამ წუთას პროცესი შეჩერებულია. ვერ ვიტყვი, რომ მომავალში ეს არასდროს გამეორდება. თუმცა იმედს გამოვთქვამ, რომ პროცესები დადებითად განვითარდება. ეს ჩემი ფრთხილი ოპტიმიზმია, მაგრამ რეალობა, სამწუხაროდ, სხვა რამეზე მიუთიებებს”, – განაცხადა მან.
კარასინისა და აბაშიძის შეხვედრა პრაღაში დღეს არის დაგეგმილი.







