ახალი ამბები

რელიგიურობის მიხედვით რანჟირებულ ქვეყნებში საქართველო მე–11 ადგილზეა

18 სექტემბერი, 2013 • • 1771
რელიგიურობის მიხედვით რანჟირებულ ქვეყნებში საქართველო მე–11 ადგილზეა

კვლევა 2012 წელს გამოქვეყნდა და მის ფარგლებში 57 ქვეყნის მონაცემემი დამუშავდა.

 

მსოფლიოს მასშტაბით მოსახლეობის ყველაზე დიდი ნაწილი, რომელიც თავს რელიგიურად მიიჩნევს, განაში ცხოვრობს. გალაპის მიხედვით, 96%–ს რელიგიურ ადამიანად მიაჩნია თავი, მხოლოდ 2% მიიჩნევს თავს არარელიგიურ ადამიანად. 0% განიხილავს თავს ათეისტად და 1%-მა არ იცის, ან არ სურს კითხვას უპასუხოს.

 

ყველაზე რელიგიური ქვეყნების ათეული ასე გამოიყურება:

 

განა–96%, ნიგერია–93%, სომხეთი–92%, ფიჯი–92%, მაკედონია–90%, რუმინეთი–89%, ერაყი–88%, კენია–88%, პერუ–86%, და ათეულს 85% ბრაზილია ასრულებს.

 

რაც შეეხება ამერიკის შეერთებულ შტატებს, რელიგიური მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით, 57 ქვეყანაში 34–ე ადგილზეა 60%–ით.

 

რაც შეეხება საქართველოს, მე–11 ადგილზეა, ქვეყნის მოსახლეობის 84% თავს რელიგიურ ადამიანად განიხილავს. 12 % თავს არ მიიჩნევს რელიგიურ ადამიანად, 1%–ს მიაჩნია თავი ათეისტად და 3 %–ს არ სურს, ან არ იცის შეკითხვაზე პასუხი. საქართველოს შემთხვევაში სულ 1000 ადამიანი გამოკითხეს.

 

პოსტსაბჭოთა ქვეყნებს შორის საქართველოს სომხეთის (92%) შემდეგ ყველაზე მაღალი მონაცემი აქვს, მას მოსდევს უზბეკეთი (79%), უკრაინა (71%), ლიტვა (69%) და აზერბაიჯანი (44%).

 

რაც შეეხება ქვეყნებს, რომელთა მოსახლეობის დიდი ნაწილი თავს ათეისტად განიხილავს, ამ მონაცემით პირველ ადგილზეა ჩინეთი 47%–ით, მას მოსდევს –31%–ით იაპონია, ჩეხეთი –30%, საფრანგეთი –29%, სამხრეთ კორეა –15%, გერმანია–15%, ჰოლანდია– 14%, ავსტრია–10%, ისლანდია–10%, ავსტრალია–10% და ირლანდია 10%.

 

საერთო ჯამში, გამოკითხული მოსახლეობის 13 % განიხილავს თავს ათეისტად, 59%- რელიგიურ ადამიანად და 23%- არარელიგიურ ადამიანად.  კვლევის ფარგლებში. სულ 50 000 ადამიანი, მსოფლიოს 5 კონტინენტზე, 57 ქვეყანაში გამოკითხეს.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი