ახალი ამბები

მსოფლიოში ყველაზე დიდი შოკოლადის ფილა [ფოტო]

13 სექტემბერი, 2013 • • 3418
მსოფლიოში ყველაზე დიდი შოკოლადის ფილა [ფოტო]

მსოფლიოში ყველაზე დიდი შოკოლადის ფილის პრეზენტაცია 2011 წლის ოქტომბერში გაიმართა. მისი წონა თითქმის 6 ტონა იყო და იგი საკონდიტრომ Thorntons შექმნა კომპანიის არსებობის 100 წლისთავთან დაკავშირბით.

გინესის რეკორდების წიგნმა დაადასტურა, რომ  2011 წელს შექმნილმა შოკოლადმა მანამდე არსებული რეკორდი გააუმჯობესა. შოკოლადის ფილის შექმნაში კომპანიის 50 თანამშრომელი მონაწილეობდა. მისი სიგრძე 4 მეტრია.

შოკოლადის ზუსტი წონა 5,827 კილოგრამია. მანამდე არსებული რეკორდის მიხედვით კი, ყველაზე დიდი შოკოლადი 5,529 კილოგრამს იწონიდა.

ფილის შესაქმნელად არსებულ ფორმებში შოკოლადი ჩასხმაზე 10 საათი დაიხარჯა. რეკორდის გაუმჯობესების იდეა პოლ ბელს გაუჩნდა, რომელიც ქარხანაში, ირისის დეპარტამენტში მუშაობს და მისი ინსპირაცია ფილმი  “ჩარლი და შოკოლადი ქარხანა” იყო.

კომპანია “Thorntons” 1911 წელს შეიქმნა და ბრიტანეთის ერთ–ერთი დიდი შოკოლადის ფირმაა. ფილის პრეზენტაციისას კომპანიის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ შოკოლადს დაანაწევრებენ და სხვადასხვა მაღაზიაში გაყიდიან. შემოსული თანხა კი ქველმოქმედებაში დაიხარჯება.

BBC-ის ცნობით, 2013 წელს ჩატარებული კვლევის მიხედვით ბრიტანელები საშუალოდ წელიწადში 11 კილოგრამ შოკოლადს ჭამენ. ამ მონაცემის მიხედვით, დიდი ბრიტანეთი შოკოლადის ერთ–ერთი დიდი მომხმარებელია. მხოლოდ შვეიცარიაში და გერმანიაში ჭამენ უფრო მეტ შოკოლადს.

მითები შოკოლადი შესახებ:

შავი შოკოლადი შეიცავს ნაკლებ კალორიებს, ვიდრე რძიანი შოკოლადი

ბრიტანეთის დიეტის ასოციაიცია განმარტავს, რომ ორივე,  შავი და რძიანი შოკოლადი 100 გრამზე 550 კალორიას შეიცავს, უბრალოდ, შავ შოკოლადში მეტი კაკაოა, რაც ჯანმრთელობისთვის უფრო სასრგებლოა.

შოკოლადი იწვევს აკნეს:

ადამიანთა ნაწილი ფიქრობს, რომ მათი კანი სენსიტიურია შოკოლადი მიმართ, თუმცა რაიმე მტკიცებულება, რომ შოკოლადი და კანის ჯანმრთელობა ერთმანეთთან დაკავშირებულია, არ არსებობს.

შოკოლადი იწვევს შაკიკს:

შოკოლადი მცირე რაოდენობით შეიცავს ისეთ ამინომჟავებს, რომლებიც შიძლება გახდეს შაკიკის გამომწვევი, თუმცა არ არსებობს მტკიცებულება იმისა, რომ მხოლოდ შოკოლადი შეიძლება გახდეს შაკიკის მიზეზი.

შოკოლადი ასუქებს:

ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენ შოკოლადს მიირთმევთ. ყოველდღე თუ ერთ ფილა შოკოლადს შეჭამთ, გასუქდებით, თუმცა იმ შემთხვევაში, თუ თქვენ ჯანსაღად იკვებებით და ვარჯიშობთ, შოკოლადი თქვენი წონისთვის საფრთხე ვერ გახდება.

ყველაზე დიდი შოკოლადის ფილა
ყველაზე დიდი შოკოლადის ფილა

მასალების გადაბეჭდვის წესი