ახალი ამბები

ჯოან როულინგი “ჰარი პოტერის” სამყაროს უბრუნდება

13 სექტემბერი, 2013 • • 2904
ჯოან როულინგი “ჰარი პოტერის” სამყაროს უბრუნდება

ამჯერად ჯოან როულინგი სცენარისტად გვევლინება ფილმისთვის, რომელიც 2001 წელს დაწერილი როულინგის წიგნის ეკრანიზაცია იქნება. “ჯადოსნური არსებები და სად უნდა ვიპოვოთ ისინი” (Fantastic Beasts and Where To Find Them)   2001 წელს შეიქმნა, წიგნის სახელმა პირველად ფილმში “ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა” გაიჟღერა. როულინგი ფილმის სცენარზე იმუშავებს.

 

ავტორის განცხადებით, კომპანია “Warner Bros”-ის შეთავაზების შემდეგ იგი დააინტრიგა იდეამ, რომ Fantastic Beasts and Where To Find Them წიგნიდან ფილმად ექციათ, თუმცა არ სურდა სცენარი სხვა ადამიანს შეექმნა:

 

“გამოგონილ სამყაროში ხანგრძლივი დროის განმავლობაში ცხოვრების შემდეგ მათთან დაცულად ვგრძნობ თავს, ამავდროულად, მე ბევრი ვიცი Newt–ის შესახებ.  იმდენად მომწონს ის, რომ სიამოვნებით დავქორწინდებოდი მის შვილიშვილზე, როლფზე. “ჰარი პოტერიდან” ჩემი საყვარელი პერსონაჟი კი ლუნა ლავგუდია”, – განაცხადა როულინგმა.

 

ავტორი ნათლად ამბობს, რომ ახალი ფილმი არ იქნება “ჰარი პოტერის”პრიქველი ან სიქველი. მან “ჰარი პოტერის” ისტორია 2011 წელს დაასრულა, როცა ეკრანებზე ჯადოქარი ბიჭის შესახებ მერვე ფილმი “ჰარი პოტერი და სიკვდილის საჩუქრები– ნაწილი მე–2” გამოვიდა.

 

კომპანია “Warner Bros”– ის განცხადებით “Fantastic Beasts” დაგეგმილი ფილმების სერიიდან პირველი ფილმი იქნება. ჯოან როულინგის ბესტსელერის შესახებ გადაღებული რვავე ფილმი აღნიშნული კომპანიის პროდიუსერობით გამოვიდა და, ჯამში, 7.7 მილიარდი დოლარის მოგება მოიტანა.

მასალების გადაბეჭდვის წესი