ახალი ამბები

77 ადამიანის მკვლელობისთვის გასამართლებული ანდერს ბრეივიკი უნივერსიტეტში ისწავლის

13 სექტემბერი, 2013 • • 2750
77 ადამიანის მკვლელობისთვის გასამართლებული ანდერს ბრეივიკი უნივერსიტეტში ისწავლის

ბრეივიკი პოლიტიკურ მეცნიერებებს შეისწავლის. ბიბისის ინფორმციით, ბრეივიკს უფლება არ დართეს იმ პროგრამაზე სწავლის, რომლის დასრულების შემდეგაც მას ხარისხი მიენიჭებოდა, თუმცა იგი მოდულებს შეისწავლის. 34 წლის ბრეივიკს 21 წელი აქვს მისჯილი, იგი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ისწავლის და პირდაპირი კონტაქტი არ ექნება უნივერსიტეტის წარმომადგენლებთან. 

 

უნივერსიტეტში კი ხაზს უსვამენ ბრეივიკის მიმართ სამართლიანად მოქცევის მნიშვნელობაზე. 

 

ანდერს ბრეივიკმა 2011 წლის 22 ივლისს ბომბი ჯერ ოსლოს ერთ–ერთ უბანში ააფეთქა და შემდეგ კუნძულ უტოიაზე გადავიდა, სადაც ის ადამაინები დახოცა, რომლებიც ზაფხულის ბანაკში  ნორვეგიის ლეიბორისტული პარტიის წვეულებას ესწრებოდნენ. მსხვერპლთა უმრავლესობა თინეიჯერი იყო. 

 

ოსლოს უნივერსიტეტის პრეზიდენტმა, ოლე პეტერ ოტერსენმა განაცხადა, რომ ყველა მოქალაქეს აქვს უფლება მიიღოს უმაღლესი განათლება. მისივე თქმით, ის, რომ წესების თანახმად ბრიევიკი მიიღეს უნივერსიტეტში, არ ნიშნავს, რომ ნორვეგიელ ხალხში ბრაზი გაქრა მის მიმართ:

 

“ეს ახდენს სწორედ იმის დემონსტრაციას, თუ როგორ განსხვავდება ჩვენი ღირებულებები მის ღირებულებებისგან”,– აცხადებს პრეზიდენტი, და იქვე დასძენს, რომ არცერთ შემთხვევაში ბრეივიკი უნივერსიტეტის კამპუსში არ მოხვდება. 

 

უნივერსიტეტის განცხადებით, ბრევიკის ამჟამინდელი კვალიფიკაცია ვერ აკმაყოფილებს იმ მოთხოვნებს, რომ იმ პროგრამაზე ისაწავლოს, რომლის დასრულების შემდეგ პოლიტიკური მეცნიერებების ხარისხი მიენიჭოს, თუმცა იგი ინივიდუალური მოდულების მიხედვით ისწავლის.

 

ანდერს ბეივიკი ახლახან გადაიყვანეს ოსლოს ციხიდან და იგი უფრო მაღალი უსაფრთხოების მქონე ციხეში იქნება, რომელიც  ქალაქ Skien–ში მდებარეობს.  ბიბისისთან საუბრისას ციხის მმართველმა განაცხადა, რომ ბრეივიკს ექნება წიგნები და სწავლისთის საჭირო სხვა საგნები. მისთვის ასევე ხელისაწვდომი იქნება ცალკე, სწავლისთის გამოყოფილი ოთახი.

მასალების გადაბეჭდვის წესი