ახალი ამბები

სელინჯერის 5 წიგნი 2015-20 წლებში გამოიცემა

11 სექტემბერი, 2013 • • 1099
სელინჯერის 5 წიგნი 2015-20 წლებში გამოიცემა

2015 წლიდან სელინჯერის თაყვანისმცემლებს ჰოლდენ კოფილდის შესახებ აქამდე გამოუქვეყნებელი ისტორიის წაკითხვის შანსი ექნებათ (The Last and Best of the Peter Pans). ასევე, გამოქვეყნდება სრული საგა გლასების ოჯახის შესახებ, სადაც 5 ნოველა სეიმურ გლასის შესახებაა. გამოქვეყნდება წიგნი, მეორე მსოფლიო ომის დროს სიყვარულის ისტორიის შესახებ. მისი ინსპირაცია სელინჯერის მოკლე ქორწინება გახდა სილვიასთან, – წერს გარდიანი.

 

გარდა აღნიშნულისა, დაგეგმილია კიდევ ორი წიგნის გამოცემა: “A Counterintelligence Agent’s Diary” და “A Religious Manual”.

 

ჯერომ სელინჯერი 2010 წელს, 91 წლის ასაკში გარდაიცვალა, თუმცა მანამდე განდეგილ ცხოვრებას ეწეოდა, არ ურთიერთობდა ჟურნალისტებთან და არ აქვეყნებდა მის მოთხრობებს. 1974 წელს, სელინჯერმა, “ნიუ–იორკ ტაიმსს” ინტერვიუ მისცა. გაზეთთან საუბრისას აღნიშნა, რომ წიგნების გამოცემა მის პირად სივრცეში შეჭრაა:

 

“გამოცემა საშინელი შეჭრაა ჩემს პირად სივრცეში. მე მომწონს წერა, მიყვარს წერა. მაგრამ მე უბრალოდ ჩემთვის ვწერ, ჩემი სიამოვნებისთვის,”– ამბობდა ის.

მასალების გადაბეჭდვის წესი