ახალი ამბები

მენსას სიის პატარა წევრები, რომელთა IQ 155 ქულაზე მაღალია [ფოტო]

12 სექტემბერი, 2013 • • 1884
მენსას სიის პატარა წევრები, რომელთა IQ 155 ქულაზე მაღალია [ფოტო]

ნეჰა რამუ
ნეჰა რამუ

“როდესაც გავიგე, რომ ჩემი ქულა ასეთი მაღალი იყო, გავოცდი, რადგან მოულოდნელი იყო ჩემთვის”–განაცხადა მან.

ნეჰას მონაცემი ორი ქულით აჭარბებს ბრიტანელი ფიზიკოსის სტივენ ჰოუკინგის და გერმანელი ფიზიკოსის ალბერტ აინშტაინის მონაცემებს. გამოჩენილი მეცნიერების IQ ქულა მენსას მიხედვით 160–ია.

“სტეფან ჰოუკინგმა, ალბერტ აინშტაინმა ძალიან ბევრს მიაღწიეს. ჩემი მათთან შედარება, მხოლოდ IQ–ს გამო არ არის სწორი. თუ ჩემ ძალისხმევას სწორად არ მივმართავ შესაძლებლოების გამოყენების კუთხით, მაღალი IQ ქონას აზრი არ აქვს”,– აცხადება ნეჰა.

13 წლის ნეჰა რამუსს უყვარს ჭადრაკის თამაში და წიგნების კითხვა. მისი სურვილია ნევროლოგია ჰარვარდის უნივერსიტეტში ისწავლოს.

ნეჰა რამუსი ინდოეთის ქალაქ ბენგალურუდან საცხოვრებლად დიდ ბრიტანეთში 7 წლის ასაკში გადავიდა. მისი  განცხადებით, ინდოეთის განათლების სისტემამ საწყის ეტაპზე კარგი სტარტის საშუალება მისცა, თუმცა სკოლაში სწავლის გაგრძელებას დიდ ბრიტანეთში ამჯობინებს.

ფაბიოლა მანი
ფაბიოლა მანი

 

ნეჰას მშობლები ოფთალმოლოგები არიან. 13 წლის გოგონას დედის განცხადებით, გოგონა მშობლებისგან არავითარ ზეწოლას არ განიცდის:

” ჩვენ უბრალოდ ვცდილობთ მისთვის მეტი შესაძლებლობების მიცემას. იგი ყველაფერს განსაკუთრებული ძალისხმევის გარეშე უმკლავდება. მას აქვს დრო ტელევიზორის ყურებისთვის, ცურვისთვის და მეგობრებთან გართობისთვის”– აცხადებს ნაჰას დედა.

2012 წლის სექტემბერში მენსას სიას შეუერთდა 15 წლის ფაბიოლა მანი. მისი IQ–ც ნეჰა რამუს მსგავსად 162–ია. ფაბიოლაც ლონდონიდანაა და აპირებს კემბრიჯის უნივერსიტეტში მედიცინა შეისწავლოს. ფაბიოლას სურს ქირურგი გახდეს, რათა ადამიანებს დაეხმაროს. 

ჰეიდი ჰანკინსი
ჰეიდი ჰანკინსი

 

უფრო ადრე, აპრილში კი მენსას სიას 4 წლის ჰეიდი ჰანკინსი შეემატა ბრიტანეთიდან. მისი IQ 159 ქულით განისაზღვრა. ჰეიდიმ საკუთარი ძალისხმევით ისწავლა კითხვა  და 40–მდე თავისუფლად ითვლიდა 2 წლის ასაკში.

ოსკარ ვრიგლი
ოსკარ ვრიგლი

ბრიტანეთში მენსას ხელმძღვანელის ჯონ სტივენეჯის განცხადებით, ჰეიდის მშობლებმა სწორად განსაზღვრეს შვილის შესაძლებლობები. თუმცა ჰეიდი არ არის მენსას ყველაზე პატარა წევრი. სიას 2009 წელს 2.5 წლის ოსკარ ვრიგლი  160 ქულით შეუერთდა. ოსკარის დედის განცხადებით, 18 თვიდან შენიშნეს ბავშვის განსაკუთრებული უნარები:

“18 თვის ასაკში ბავშვებმა როგორც წესი 20 სიტყვა იციან. ჩვენ დავიწყეთ სიის შედგენა და 600 სიტყვაზე ავედით და გავჩერდით”,– განაცხადა ოსკარის დედამ.

ელის რობერტსი
ელის რობერტსი

ოსკარ ვრიგლიზე ადრე მენსას სიის წევრი გახდა 2 წლის გოგონა ელის რობერტსი, მისი IQ 156 ქულა იყო. იგი პირველი ბავშვია ვინც პატარა ასაკში (2 წლის )  მენსას სიას შეუერთდა.

მენსა ძველი და ფართო გააერთიანებაა იმ ადამიანების, რომელთა IQ საშუალოზე მაღალია. გაერთიანება 1946 წელს დაარსდა და მისის წევრობა მხოლოდ მაღალ IQ–ზეა დამოკიდებული. მენსას მიხედვით საშუალო IQ ქულა 100–ია. 140 ქულაზე მაღალი შედეგი კი სტანდარტის მიხედვით, “გენიოსობის” სტატუსის თანაბარია.

მასალების გადაბეჭდვის წესი