ახალი ამბები

მეცნიერები ამბობენ, რომ მსოფლიოში ყველაზე დიდი ვულკანი აღმოაჩინეს

6 სექტემბერი, 2013 • • 3318
მეცნიერები ამბობენ, რომ მსოფლიოში ყველაზე დიდი ვულკანი აღმოაჩინეს

ჰიუსტონის უნივერსიტეტის პროფესორის უილიამ საჯერის განცხადებით, წყალქვეშა ვულკანი “Tamu Massif ” აღმოსავლეთ იაპონიიდან 1000 მილის (1609 კმ) დაშორებით აღმოაჩინეს. იულიამ საჯერი მეცნიერთა ჯგუფს ხელმძღვანელობდა.

 

საჯერი აცხადებს, რომ აღმოჩენილი ვულკანი შტატ ნიუ მექსიკოს ზომისაა და ყველაზე დიდია მზის სისტემაში. ვულკანი 193  080 კვ.მ, შედარებისთვის, მსოფლიოში ყველაზე დიდი აქტიური ვულკანის ჰავაის კუნძულებზე მაუნა–ლოას ფართობი 75 000 კვ.მ.

 

მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ვულკანი 145 მილიონი წლისაა და არააქტიური ჩამოყალიბებიდან რამდენიმე მილიონ წელში გახდა.

 

ვულკანს სახელის ერთი ნაწილი ტეხასის A&M უნივერსიტეტის საპატივსაცემოდ დაერქვა, სადაც საჯერი 29 წელი მუშაობდა, სანამ ჰიუსტონის უნივერსიტეტში გადავდიდოდა. ტამუ არის უნივერსიტეტის აბრევიატურა massif კი ფრანგული სიტყვისაგან, “massive” გამომდინარეობს.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი