ახალი ამბები

პირველი და ერთადერთი სახლი, რომლის ღირებულებაც მილიარდია [ფოტო]

6 სექტემბერი, 2013 • • 1577
პირველი და ერთადერთი სახლი, რომლის ღირებულებაც  მილიარდია [ფოტო]

ინდოეთის მოქალაქე მუქეშ ამბანი, რომელიც ინდოეთში ნავთობქიმიური ინდუსტრიის “Reliance Industries” ხელმძღვანელია, ფლობს მსოფლიოში პირველ სახლს, რომლის ღირებულებაც ერთი მილიარდია. მუქეშ ამბანი მსოფლიოს ერთ–ერთი უმდიდრესი ადამიანია. ფორბსის სიის მიხედვით, ყველაზე მდიდარ ადამიანებს შორის 22–ე ადგილზეა. მისი ქონება 21.5 მილიარდია.

 

მუქეშ ამბანმა ცოლთან ნიტა ამბანთან ერთად კონსულტაციები არქიტექტურულ ფირმებთან “Perkins + Will” და “Hirsch Bedner Associates”დაიწყო 2005 წელს. კონსულტაციის შედეგად დაიგეგმა, რომ სახლი მსოფლიოში ყველაზე დიდი და ძვირი უნდა ყოფილიყო– 27 სართულიანი ცათამბჯენი, მუმბაის ცენტრში, რომლის ფასიც 2 მილიარდი დოლარი იქნებოდა.

 

სახლის მშენებლობა 2005 წელს დაიწყო და 2010 წელს დასრულდა, მისი სიმაღლე 167 მეტრია, ხოლო ფართობი 400 000 კვ.მ. სახლს სახელიც აქვს და მას “Antilla” ეწოდება. მასში 9 ლიფტია დამონტაჟებული და ასევე მუმბაის სიცხისგან გარიდება სახლის პატრონებს და მათ სტუმრებს ხელოვნური თოვლით შექმნილი “ყინულის ოთახში” შეუძლიათ. სახლში ასევე არის საცურაო აუზი და იოგას სტუდია. “Antilla”– დაგაგმვისას მნიშვნელოვანი როლი მიენიჭა გამწვანებასა და ბაღებს.

 

დღემდე სპეკულაციის საგანია სახლის ფასი, ფორბსის სტატიის მიხედვით კომპანია “Hirsch Bedner Associates” –ის მარკეტინგის ხელმძღვანელის ტომას ჯონსონის განცხადებით, სახლის დაგეგმვისას მისი ღირებულება 2 მილიარდზე იყო გათლილი, თუმცა NYT-ის სტატიაში, ამბანის კომპანიის პრესსპიკერმა განაცხადა, რომ სახლის ღირებულება 70 მილიონს არ აჭარბებს. ფორბსის 2013 წლის მონაცემებით მისი ღირებულება 1 მილიარდია და იგი ყველაზე ძვირადღირებული სახლია მსოფლიოში.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი