ახალი ამბები

მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოდელები [ფოტო]

6 სექტემბერი, 2013 • • 6857
მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოდელები [ფოტო]

ჟიზელ ბუნდჰენის შემოსავალი 2013 წელს 42 მილიონი დოლარია, 32 წლის მოდელი ერთ–ერთ გავლენიანი სახეა მოდის ინდუსტრიაში. 2013 წელს იგი”H&M”– ის სახე გახდა და ამ პოზიციაზე მომღერალი ბიონსე შეცვალა.  ჟიზელის შემოსავლების მთავარი წყარო თეთრეულის რეკლამებია, მოდელმა ბიზნესიც წამოიწყო, მისი  “ეკომეგობრული”  კომპანია (Sejaa Pure Skin Care company) კანის მოვლის საშუალებებს აწარმოებს. 

ჟიზელ ბუნდჰენი
ჟიზელ ბუნდჰენი

მეორე ადგგილზე შემოსავლების მიხედვით მოდელი მირანდა კერია. 2013 წელს მან 7.2 მილიონი დოლრი გამოიმუშავა. კერი “ვიქტორია სეკრეტის” მოდელი 2007 წელს გახდა. 2009 წლიდან იგი კოსმეტიკური საშუალებების ხაზსაც ფლობს– Kora Organics. მოდლემა წელს გააგრძელა თანამშრომლობა ძველ პარტნიორებთან, როგორიცაა “ვიქტორია სეკრეტი” თუმცა ახალი კონტრაქტები გააფორმა “მანგოსთან”, “დევიდ ჯონსთან” და “ლიფთონთან”. 

ადრიანა ლიმა “ვიქტორია სეკრეტთან” 2000 წლიდან თანამშრომლობს. ეს ბრენდის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი თანამშრომლობაა. ლიმა შემოსავლების უმეტესი ნაწილს თეთრეულის მწარმოებელ კომპანიებთან კონტრაქტებიდან იღებს. მისი შემოსავალი 2013 წელს 6 მილიონი დოლარია.

კეიტ მოსის შემოსავალი 5.7 მილიონი დოლარია. მას უკვე მრავალწლიანი კონტრაქტი აქვს “Vogue Eyewear”–თან და იტალიელ დიზაინერებთან ვერსაჩესთან და Liu-Jo–სთან. მოსი აპირებს წელსზემოთ შიშველმა იპოზიოროს ჟურნალ “ფლეიბოისთვის”, ჟურნალის 60 წლისთავთან დაკავშირებით. აღნიშნული მოდელის მე–40 დაბადების დღესაც უკავშირდება.

ლიუ ვენის შემოსავალი 2013 წელს 4.3 მილიონი დოლარია. ლიუ, “ვიქტორია სექრეტის” მოდელია, რომელიც ასევე თანამშრომლობს კომპანიებთან “Estée Lauder”, “კელვინ კლაინი”, ჰუგო ბოსი”, H&M”.

ჰილარი როდას შემოსავალი 4 მილიონი დოლარია, 26 წლის მოდელი უკვე 7 წელია “Estée Lauder”–თან თანამშრომლობს. თუმცა კოსმეტიკური ხაზი მწარმოებელ კომპანიასთან კონტრაქტის გარდა როდა თანამშრომლობს “ნაიკთან”, “ჰუგო ბოსთან”, “ვიქტორია სექრეთთან” და “რალფ ლორენთან”.

ქეროლინ მერფმა 2013 წელს  3,6 მილიონი დოლარი გამოიმუშავა. იგი 2001 წლიდან Estée Lauder–ს წარმოადგენს და  დღემდე ჩნდება კომპანიის სარეკლამო კამპანიაში.
 
 
კაროლინ მერფი
კაროლინ მერფი
 
 
ჯოან სმოლსი 3,5 მილიონი დოლარით  ფორბსის სიის ახალი წევრია, თუმცა პუერტო რიკოელი მოდელი Estee Lauder–ის პირველი წარმომადგენელია ლათინური ამერიკიდან.
 
ჯოან სმოლსი ფოტო: W Magazine
ჯოან სმოლი ფოტო: W Magazine
 
 
ქენდის სვეინპულის შემოსავალი 3,3 მილიონი დოლარია. იგი  Versace–ს, Juicy Couture–ს and Max Factor–ის სახეა და ასევე მუშაობს Victoria’s Secret–თან.
 
ქენდის სვეინპული
ქენდის სვეინპული
 
 

ლარა სტოუნის შემოსავალი 3.2 მილიონი დოლარია,  ჰოლანდიელი მოდელი Calvin Klein–ს სახეა.

ლარა სტოუნი

მასალების გადაბეჭდვის წესი