ახალი ამბები

ბრიტანეთის პარლამენტში პორნოსაიტზე შესვლის 300 000–ზე მეტი მცდელობა დაფიქსირდა

4 სექტემბერი, 2013 • • 1123
ბრიტანეთის პარლამენტში პორნოსაიტზე შესვლის 300 000–ზე მეტი მცდელობა დაფიქსირდა

თემთა პალატის განცხადებით, უცნობია პარლამენტარები სარგებლობდნენ პორნოსაიტებით, თუ სხვა თანამშრომლები. მათივე თქმით, ციფრები შესაძლოა გადაჭარბებულია პროგრამული უზრუნველყოფის სერვისების და ვებ–გვერდების მიერ.

 

დღევანდელი მონაცემებით პარლამენტში 5 000 ადამიანია დასაქმებული. პორნოსაიტებზე შესვლის სტატისტიკა “Huffington Post”–მა გამოითხოვა. გამოცემამ სტატია შემდეგი სათაურით გამოქავეყნა –”ო დიახ, მინისტრო” (Oh Yes, Minister!)

 

პორნოსაიტებზე შესვლის რაოდენობა თვეების მიხედვით მნიშვნელოვნად განსხვავდება, ყველაზე მეტი მცდელობა 114,844 ნოემბერში დაფიქსირდა, თუმცა თებერვალში პორნოსაიტზე შესვლის მხოლოდ 15 მცდელობა იყო.

 

“ეს მონაცემები ზუსტად არ ასახავს მიზანმიმართული შესვლის მცდელობების რაოდენობას”,–აცხადებს თემთა პალატის სპიკერი. მისივე თქმით, არსებობს ვებ–გვერდები, რომლებიც სტატისტიკას აყალბებენ, და მასზე ერთი შესვლა რამდენიმე შესვლად ფიქსირდება, ან საიტები, რომლებიც ავტომატურად ლინკავენ სხვა ვებ– გვერდებს “pop-up”– ის მეშვეობით.

 

ბრიტანეთის პრემიერ–მინისტრმა დევიდ კამერონმა ივლისში განაცხადა, რომ ბრიტანეთში სახლების უმეტეს ნაწილში პორნოგრაფიული საიტები დაიბლოკება პროვაიდერების მიერ, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ოჯახი თავად მოითხოვს პორნოსაიტებზე შესვლის საშუალების უზრუნველყოფას, აკრძალვა გაუქმდება.

 

პრემიერ–მინისტრის განცხადებით, ონლაინ პორნოგრაფია ბავშვებს სექსზე და ურთიერთობებზე წარმოდგენას უმახინჯებს .

 

ბრიტანეთის უმსხვილესი ინტერნეტ პროვაიდერები შეთანხმდნენ ფილტრების სქემაზე, რომელიც სახლების 95%–ზე გავრცელდება.

 

პრემიერ–მინისტრის ერთ–ერთი მრჩევლის ჯიმი უელსის, რომელიც  ვიკიპედიის ერთ–ერთი დამფუძნებელია, განცხადებით, გეგმა აბსოლუტურად სასაცილოა.

მასალების გადაბეჭდვის წესი