ახალი ამბები

ბავშვი, რომელიც აივ ინფექციით დაიბადა, განიკურნა

29 ოქტომბერი, 2013 • • 2082
ბავშვი, რომელიც აივ ინფექციით დაიბადა, განიკურნა

ორწელიწადნახევრის შემდეგ ექიმები აცხადებენ, რომ პატარა გოგონას სისხლში სიცოცხლისთვის საშიში დაავადების არსებობა არ დასტურდება, მიუხედავად იმისა, რომ მას უკვე დიდი ხანია აღარ მკურნალობენ.

 

გოგონას დედა, რომელიც აივ ინფექციის მატარებელია, ორსულობის პერიოდში სპეციალურ პრენატალური კურსის ზრუნვას არ გადიოდა და მის სისხლში აივ ინფექციის არსებობის შესახებ ინფორმაციას ბავშვის დაბადებამდე არ ფლობდა, ნათქვამია ანგარიშში, რომელიც ჟურნალში “New England Journal of Medicine” გამოქვეყნდა.  

 

“ჩვენ არ გვქონდა საშუალება დედისთვის ორსულობის პერიოდში გვემკურნალა და ვირუსის ბავშვზე გადაცემის პრევენცია მოგვეხდინა”,– აცხადებს ექიმი ჰანა გეი, მისისიპის უნივერსიტეტის სამედიცინო ცენტრის პედიატრი და აივ ინფექციის სპეციალისტი.

 

ექიმებმა გოგონას დაბადებიდან 30 საათის შემდეგ 3 სახის ანტირეტროვირუსული მედიკამენტით დაუწყეს მკურნალობა, იმ იმედით, რომ ვირუსის გაკონტროლებას შეძლებდნენ. რამდენიმე დღეში ექიმმა გეიმ განაცხადა, რომ ბავშვი აივ პოზიტიური ინფექციის მატარებელი იყო და, რომ შესაძლოა იგი დედის საშვილოსნოში დაინფიცირდა.

 

აღნიშნული 3 მედიკამენტის საშუალებით ბავშვს 15 თვის მანძილზე მკურნალობდნენ. ექიმის განცხადებით, გარკვეული მიზეზების გამო დედამ მედიკამენტების მიცემა ბავშვს შეუწყვიტა. ანგარიშის მიხედვით, მედიკამენტების შეწყვეტის შემდეგ მისი მიღება აღარც განუახლებიათ.

 

2013 წლის მარტში მკვლევარებმა განაცხადეს, რომ გოგონა იყო პირველი ბავშვი, რომელიც “ფუნქციურად განიკურნა” აივ ინფექციისგან. ფუნქციურად განკურნება ნიშნავს, როცა ვირუსი იმდენად პატარაა, რომ მუდმივი მკურნალობა არ არის საჭირო და სტანდარტულმა კლინიკურმა ტესტებმა ვერ გამოავლინა ვირუსის სისხლში არსებობა.

 

ექიმის განცხადებით, მკურნალობის ხანგრძლივობა შესაძლებელია უფრო მეტ მნიშვნელობას იმსახურებს, ვიდრე თავად წამლების რაოდენობა, ან თავად წამლები:

 

“იმედი გვაქვს, რომ მომავალი კვლევები დაადასტურებენ ადრეული თერაპიის ეფექტურობას და იგივე შედეგი დადგება მუდმივად, რაც ამ გოგონას შემთხვევაში მოხდა”.

 

2013 წლის მარტში ექიმი იმუნოლოგი, კეტრინ ლუზურიაგა ექიმ გეისთან ერთად მუშაობდა აღნიშნულ საკითხზე. მისი განცხადებით, ბავშვის სისხლში ვირუსი ვერ იპოვნეს, მიუხედავად იმისა, რომ დედამ მკურნალობა შეუწყვიტა.

 

“ეს არის პირველი შემთხვევა, როცა ჩვენ საბოლოოდ შევძელით დაგვედასტურებინა, რომ ბავშვი, რომელიც ვირუსის მატარებელი იყო, მკურნალობის პერიოდის შემდეგ ვირუსისგან გათავისუფლდა,”– განუცხადა ექიმმა CNN–ს.

 

მკვლევარებისთვის უკვე დიდი ხანია ცნობილია, რომ აივ პოზიტიურის მატარებელი დედებისთვის მკურნალობა მნიშვნელოვანია, რადგან ანტისხეულებს დედები მუცლადმყოფ ნაყოფს გადასცემენ. ინფექციის მატარებელი დედების 100% გადასცემს აღნიშნულ ანტისხეულებს ნაყოფს, თუმცა, თუ ისინი არ მკურნალობენ, ორსულობის პერიოდში ბავშვების 30%–ს აივ ვირუსი უშუალოდ გადაეცემა.

 

შესაბამისი მკურნალობის შემთხვევაში კი, აივ პოზიტიური ინფექციის მატარებელი დედები 2%–ზე ნაკლებ შემთხვევაში გადასცემენ ვირუსს ბავშვებს:

 

“ასე რომ, ყველა ბავშვი პოზიტიური ანტისხეულების მატარებელია, მაგრამ მხოლოდ ბავშვების ნაწილი იბადება აივ ინფექციით და ეს დამოკიდებულია იმაზე, იღებს თუ არა ბავშვი და დედა ანტივირუსულ პრევენციულ მკურნალობას”,–აცხადებს ექიმი.

 

ახალშობილი ითვლება მაღალი რისკის მატარებლად, თუ დედის აივ ვირუსი არ არის კონტროლის ქვეშ, ან აივ პოზიტივის დიაგნოზს დედას მშობიარობამდე ახლო პერიოდში უსვამენ.

 

როგორ წესი, ჩვილები ანტივირუსულ პრეპარატებს 6 კვირის განმავლობაში იღებენ, რათა ინფექციის პრევენცია მოხდეს, აივ ინფექციის დიაგნოზის დასმის შემთხვევაში კი თერაპიული მკურნალობა იწყება.

 

მკვლევარები აცხადებენ, რომ გოგონას შემთხვევამ შესაძლოა პრაქტიკა შეცვალოს, რადგან ის ხაზს უსვამს სტანდარტული ანტივირუსული თერაპიული მკურნალობის პოტენციალს.

 

სტანდარტული ანტივირუსული მკურნალობა, ეს არის მინიმუმ სამი პრეპარატის კომბინაცია, რომელიც ვირუსის ჩახშობას ემსახურება და დაავადების პროგრესს აფერხებს. მაგრამ ის ვერ კლავს ვირუსს, ტესტმა აჩვენა, რომ გოგონას სისხლში გრძელდება ვირუსის შემცირება, რომ ის არახილულ დონემდე დავიდა პირველადი მკურნალობიდან 29 დღეში.

 

ექიმი დებორა პერსუადი ამბობს, რომ დიდი ალბათობით, ადრეულმა მკურნალობამ შეძლო ბავშვის განკურნება. ექიმი როენა ჯონსონის განცხადებით, აუცილებელია ახალდაბადებულის იმუნური სისტემის შესწავლა, თუ რით განსხვავდება ის ზრდასრულის იმუნური სისტემისგან და რა ფაქტორებმა განაპირობა ბავშვის განკურნება.

 

აქამდე ცნობილი იყო ერთადერთი შემთხვევა, როცა პაციენტი აივ ვირუსისგან გათავისუფლდა. ტიმოთი ბრაუნი ცნობილია სახელით “გერმანელი პაციენტი”. ბრაუნი ამერიკელია, თუმცა ბერლინში ცხოვრობდა 2007 წელს, როცა ლეიკემიას და აივ ინფექციას ებრძოდა ერთდროულად. მან ძვლის ტვინის ტრანსპლანტაცია ჩაიტარა და არა მხოლოდ ლეიკემიისგან, ასევე, აივ ინფექციისგან განიკურნა.

 

ექიმ სანჯეი გუფთასთან საუბრისას ბრაუნმა განაცხადა, რომ მისი სისხლი სხვადასხვა სააგენტოებმა შეამოწმეს, მაგრამ ვირუსი ვერ იპოვნეს.

 

თუმცა ბრაუნის შემთხვევა ძალიან იშვიათია, პროცედურა კი- საშიში, რომელიც ბევრ პაციენტზე არ მუშაობს, რადგან ძვლის ტვინმა, რომელიც მან მიიღო, სპეციალური გენეტიკური მუტაცია განიცადა, რამაც ღეროვანი უჯრედები ვირუსის მიერ ბუნებრივად რეზისტენტული გახდა.

 

5 წლის შემდეგ, რაც ბრაუნი განიკურნა, ერთ–ერთ ანგარიშში დაწერს, რომ ვირუსის კვალი მის სისხლში კვლავ აღმოაჩინეს. თუმცა ექიმები ამტკიცებენ, რომ ამას მნიშვნელობა არ აქვს და ბრაუნი განიკურნა. უფრო კონკრეტულად კი, ბრაუნის შემთხვევას “სტერილიზებული” განკურნება ჰქვია, რაც ვირუსის საბოლოო განადგურებას ნიშნავს.

 

მისისპელი გოგონას ვინაობა არ სახელდება, მას სისხლში ვირუსის არსებობაზე ანალიზი პირველად 2013 წლის მარტში ჩაუტარეს, განმეორებითი შემოწმების შედეგად ვირუსის არსებობა კვლავ არ დადასტურდა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი