როგორც მან პრემიერის სიტყვების კომენტირებისას აღნიშნა, ევრაზიულ კავშირს არა მარტო საქართველო, არამედ მთელი მსოფლიო აკვირდება:

 

“ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ ჩვენ ვაკვირდებით და ვსწავლობთ ევრაზიის კავშირსო. უნდა გითხრათ, რომ მარტო ჩვენ კი არ ვაკვირდებით და ვსწავლობთ ევრაზიის კავშირს, არამედ მთელი მსოფლიო, მათ შორის ევროკავშირიც, რადგანაც ეს ჩვენ გვერდეით ხდება და, რასაკვირველია, ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რა ხდება და უნდა ვნახოთ, რა არის საინტერესო იქ. როდესაც ამბასადორიალი გაიხსნა, ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა თავის გამოსვლაში განაცხადა, რომ საქართველოს პოლიტიკის ქვაკუთხედი ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციაა. მე მგონი, ამაზე მკაფიოდ ამ მესიჯის გაჟღერება შეუძლებელია. აქედან გამომდინარე, ეს არის ჩვენი სტრატეგია და ამ მიმართულებით მივდივართ ჩვენ. ხოლო რაც შეეხება თავად ევრაზიის კავშირს, ძალიან საინტერესოა, როგორ განვითარდება მოვლენები, როგორი იქნება მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციასთან მისი ურთიერთობა, როგორი იქნება მისი ევროკავშირთან ურთიერთობა… ევროკავშირიც ძალიან დაკვირვებით აკვირდება მოვლენებს და შეიძლება ძალიან ბევრი საერთო თემა არსებობდეს, რადგანაც ვაჭრობა და ეკონომიკა არის გლობალური ცნებები”, – განაცხადა მან.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *