ახალი ამბები

ყველაზე პოპულარული ბავშები, რომლებიც ნახევარ მილიარდზე მეტმა ადამიანმა ნახა [Video]

3 სექტემბერი, 2013 • • 1774
ყველაზე პოპულარული ბავშები, რომლებიც ნახევარ მილიარდზე მეტმა ადამიანმა ნახა [Video]

“ეს უბრალოდ იყო ერთი მომენტი რომელიც გადავიღე, რადაგნ ბიჭები ძალიან სასაცილოები იყვნენ”,– აღნიშნავს ბიჭების მამა. სწორედ მან განათავსა ვიდეო Youtube-ის არხზე. 

 

2007 წელს ჰარი დევის ქარი 3 წლის იყო, ხოლო მისი ძმა ჩარლი ერთი წლის. ვიდეოში ასახულია უმცროსი ძმა როგორ კბენს უფროსს თითზე, რომელიც ყვირის და ჩარლის უხსნის, რომ კბენა მტკივნეულია, თუმცა რამდენიმე წამის შემდეგ ორივე ძმა სიცილს იწყებს. 

 

ოჯახი დიდ ბრიტანეთში ცხოვრობს. ბიჭების მამამ ჰოვარდ დევის ქარმა ვიდეო ბავშების ნათლიის გამო ატვირთა, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატბეში ცხოვრობდა. 

 

“ვიდეოს გაზიარება ბავშვების ნათლიისთვის მსურდა, Youtube–ის შესახებ ზედაპირულად ვიყავი ინფორმირებული, ვიდეო ვირუსივით გავრცელდა  ადამიანების თბილ კომენტარებს გვიგზავნიდნენ”– განაცხადა ჰოვარდამა. 

 

2008 წლის თებერვალში ვიდეს 2.6 მილიონი ნახვა ჰქონდა, ხოლო უკვე მარტში 12 მილიონი. 2009 წლის აგვისტოში “Сharlie bit my finger again!” Youtube–ის ყველაზე ნახვადი ვიდეო გახდა. ამ დროისთვის კი Youtube–ის 30 ყველაზე პოპულარულ ვიდეოში იგი მეშვიდე ადგილზეა 545,831,357 ნახვით.

 

ჩარლის და ჰარის საკუთარი ბლოგიც აქვთ, Youtube–ის არხზე კი სხვა მრავლი ვიდეო ატვირთეს, რომლებასაც ასევე აქვთ მილიონობით ნახვა. მათი გამოსახულებით გამოუშეს  მაისურები და კალენდარი შეზღუდული რაოდენობით. შეიქმნა აპლიკაცია ეფლისთვის და ანდროიდისთვის.  ბიჭებს უკვე კიდევ ორი ძმა ჰყავთ.

 

ჩარლიმ და ჰარიმ მომავალი ცხოვრებაც უზრუნველყვეს. “Wall Street Journal”-ის 2010 წლის სტატიაში “ნაღდი ფულის გამომუშავება Youtube–ის ვიდეოებით” ავტორი დაიანა რანსომი წერს, რომ ბავშვების მამას არ სურს დააზუსტოს  რა რაოდენობის თანხა გამოიმუშავა, თუმცა ამბობს, რომ ახალი სახლის ყიდვას შეძლებენ. სტატიის გამოსვლის დროს ვიდეოს მხოლოდ 200 მილიონი ნახვა ჰქონდა.  5 წლის შემდეგ, კი “abc News“- ის სიუჟეტში, ავტორი აცხადებს, რომ ჯამში ბიჭებმა ნახევარი მილიონი დოლარი გამოიმუშავეს. 

 

“Сharlie bit my finger again!”  ჟურნალმა “Time“-მა Youtube–ის 50 საუკეთესო ვიდეოს შორის პირველ ადგილზე დააყენა. Youtube–ზე ვიდეოს მრავალი პაროდია არსებობს. 

 

არიან ისეთი მომხმარებლები, რომელსაც  “Сharlie bit my finger again!” არ მოსწონს და საკუთარ პოზიციას კომენტარების სახით წერენ. ვიდეოს 1,082,224  მოწონება 158,022 უარყოფითი შეფასება აქვს 2013 წლსი 3 სექტემბრის მონაცემბით. 

 

ჩარლი და ჰარი

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი