ახალი ამბები

მაღლაფერიძე: არ გამოვრიცხავ, რომ ივანიშვილი მე–9 არხის აქციონერი იყოს

27 აგვისტო, 2013 • • 1298
მაღლაფერიძე: არ გამოვრიცხავ, რომ ივანიშვილი მე–9 არხის აქციონერი იყოს

მაღლაფერიძემ “ნეტგაზეთთან” საუბარში განაცხადა, რომ მე–9 არხთან დაკავშირებით პრემიერ–მინისტრთან შეხვედრა 2 სექტემბერს იყო დაგეგმილი: “პრემიერ–მინისტრი შეკვეთილში ისვენებს, დღეს ონლაინ კონფერენცია მისი ინიციტივით შედგა, რადგან დღეს მოიცალა. “

 

ვასილ მაღლაფერიძის განცხადებით, პრემიერ–მინისტრს მოსწონს ტელევიზიის მართვაში სააქციო საზოგადოებისათვის გადაცემის იდეა: “ვმუშაობთ და, რომ არ მოგატყუოთ, გარკვეულწილად უკვე მიმდინარეობს პროექტის განხორციელება.  კონსულტაციები გაგრძელდება. არ არის საუბარი ჯერ ტელევიზიის გადმოცემაზე. მოხდება კომერციულ საწყისებზე  ჩამოყალიბება. ტელევიზია მხოლოდ კომერციულ საწყისებზე იქნება. პრინციპულად ჩვენ ვლაპარაკობთ ტელეიზიაზე, რომელიც არ იქნება დოტაციური. არ არის გამორიცხული, რომ ივანიშვილი მე–9 არხის ერთ–ერთი აქციონერი იყოს.”

 

“ნეტგაზეთის” კითხვაზე, ვინ იქნება ახალი ტელევიზიის მენეჯმენტში წარმოდგენილი და მოხდება თუ არა მე–9 არხის ყოფილი თანამშრომლების შენარჩუნება? მაღლაფერიძე პასუხობს, რომ ამ საკითხს სააქციო საზოგადოება გადაწყვეტს: “თანამშრომლებს შეინარჩუნებთ თუ არა, ამაზე ვერ ვისაუბრებთ. ეს იქნება კომერციული ტელევიზია, რომელიც მფლობელობაში გადაეცემა სააქციო საზოგადოებას. ჯერ ისიც არ არის გარკვეული, ვინ იქნება მენეკმენტში. ჯერ სააქციო საზოგადოება გაკეთდება და ის გადაწყვეტს, რა და როგორ იქნება. ეს არ არის მნიშვნელოვანი. მნიშვნელოვანია იდეა, რომ საქართველოში იყოს ტელევიზია,რომელსაც მართავს სააქციო საზოგადოება.”   

 

მასალების გადაბეჭდვის წესი