ახალი ამბები

ეკონომიკის ზრდა ივნისში -0.8%-მდე შემცირდა

31 ივლისი, 2013 • 1305
ეკონომიკის ზრდა ივნისში -0.8%-მდე შემცირდა

2012 წლის იანვრიდან საქსტატი ყოველთვიურად აწარმოებს ეკონომიკის ზრდის ყოველთვიურ წინასწარ შეფასებებს, რომელიც იანგარიშება უწყებრივი სტატისტიკის (დღგ-ის გადამხდელი საწარმოების ბრუნვების, ფისკალური და მონეტარული მონაცემების) საფუძველზე.

 

საქსტატის ცნობით, იმ სფეროებში, სადაც ყოველთვიური მონაცემები (მაგალითად, სოფლის მეურნეობა, დაუკვირვებადი ეკონომიკის მოცულობა) არ მოიპოვება, შეფასება გაკეთებულია წინა პერიოდის მონაცემებზე დაყრდნობით. შესაბამისად, რეალური კვარტალური გაანგარიშებები შესაძლოა მნიშვნელოვნად განსხვავდებოდეს წინასწარი შეფასებისგან.


საქსტატის წინასწარი შეფასებით, მაისში საქართველოში ეკონომიკურმა ზრდამ 0% შეადგინა, რაც ეკონომიკის სპეციალისტებმა საგანგაშოდ მიიჩნიეს ქვეყნისთვის.

 

2013 წლის 30 ივლისს ფინანსთა სამინისტრომ ვებგვერდზე საქართველოს ბიუჯეტში ივნისში აკუმულირებული თანხები გაასაჯეროვა. მონაცემების თანახმად, ბიუჯეტში შემოსავლების სახით  აპრილში–494,1 მლიონი ლარი, მაისში 572,8 მილიონი ლარი, ივნისში კი 457,7 მილიონი ლარი შევიდა. აპრილში ბიუჯეტიდან გაწეულმა ხარჯებმა 532,9 მილიონი ლარი, მაისში 453,9 მილიონი ლარი, ხოლო ივნისში 477,6 მილიონი ლარი შეადგინა.

 

ფინანსთა სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, აპრილში სახელმწიფო ბიუჯეტის დეფიციტმა 67,4 მლნ ლარი შეადგინა, მაისში ბიუჯეტი პროფიციტული იყო. პროფიციტის მაჩვენებელი 72,3 მლნ ლარი იყო. ივნისში სახელმწიფო ბიუჯეტმა ისევ დეფიციტი განიცადა. დეფიციტის მაჩვენებელი – 46,4 მილიონ ლარს შეადგენს.   

 

“ახალი ეკონომიკური სკოლის” წარმომადგენელი პაატა შეშელიძე ამბობს, რომ ამ სტატისტიკის პირობებში, ხელისუფლებას 2013 წლის ბიუჯეტში დაგეგმილი ხარჯების გაწევა გაუჭირდება: 

 

“ბიუჯეტში დეფიციტი არ ნიშნავს იმას, რომ რცესიაა მოსალოდნელი. რეცესიას ადასტურებს სხვა მონაცემები. ის, რომ ეკონომიკური ზრდა  არის დაბალი, გადახდის უნარიანობა მოსახლეობის დაეცა და ის, რომ დეპოზიტები შემცირდა. “

 

შეშელიძის თქმით, ჩნდება კითხვა, რამდენად ეყოფა ეს საბიუჯეტო შემოსავლები იმ ვალდებულებების გასტუმრებას, რაც აქვს მთავრობას აღებული?

 

“ვფიქრობ, რომ ამ მხრივ პორბლემები იქნება, რადგან ვალდებულებების გასტუმრების დრო მოდის. სექტემბრიდან იზრდება პენსიები. ახლოვდება რთველი და სუბსიდიების თემა. შესაბამისად, უფრო გართულდება მდგომარება. ეკონიმიკური გამოცოცხლების ნიშანი არ არის და საეჭვოა გაიზარდოს შემოსავლები, მკაცრდება რეულირებები და საუბარია სახელმწიფოს უფლებების გაფართობაზე. რთულია ეკონომიკის გაჯანსაღება, როცა რესურსები სახელმწიფოს კონტროლის ქვეშ ექცევა” – ამბობს შეშელიძე.     

 

მასალების გადაბეჭდვის წესი