ახალი ამბები

ფულადი გზავნილები დეკემბერშიც მნიშვნელოვნად შემცირდა

15 იანვარი, 2024 • 580
ფულადი გზავნილები დეკემბერშიც მნიშვნელოვნად შემცირდა

2023 წლის დეკემბერში საქართველოში გადმორიცხული ფულადი გზავნილების ოდენობა წლიურად 42,4%-ით შემცირდა.

ეროვნული ბანკის სტატისტიკის მიხედვით, 2023-ის დეკემბერში 308,29 მილიონი დოლარი ჩაირიცხა. აქედან 122,11 მილიონი მოდის ევროკავშირის ქვეყნებზე, 186,18 მილიონი – სხვა სახელმწიფოებზე.

ყველაზე მეტი თანხა მოცემულ პერიოდში გადმოირიცხა შემდეგი ქვეყნებიდან:

  • 70,58 მილიონი [22,9%] რუსეთიდან;
  • 49,68 მილიონი [16,11%] იტალიიდან;
  • 46,19 მილიონი [14,98%] აშშ-დან.

მიუხედავად წამყვანი პოზიციისა, რუსეთიდან ჩარიცხვების წლიური ტემპი მკვეთრადაა შემცირებული – 77,35%-ით, მაშინ როცა აშშ-დან ჩარიცხვების წლიური ზრდის ტემპი გაზრდილია 34,67%-ით. მკვეთრად გაიზარდა ეს მაჩვენებელი გერმანიისა [21,57 მლნ, 27%-იანი ზრდა] და ირლანდიის [4,95 მლნ დოლარი, თითქმის 63%-იანი ზრდა] შემთხვევაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი