საპარლამენტო უმცირესობის წევრი სერგო რატიანი აცხადებს, რომ ჯოზეფ ქეიმ გიორგი ვაშაძეს სასამართლოში უჩივლა, რის გამოც სასამართლომ ვაშაძის ბინას ყადაღა დაადო. რატიანის განმარტებით, ვაშაძემ ქეის  საერთაშორისო თაღლითი უწოდა, რის საფუძველზეც მოხდა ბინის დაყადაღება:

 

“ეს არის სრული აბსურდის თეატრი. ოპოზიციის დევნა ყოველგვარ ზღვარს სცილდება. ეს არის შემაშფოთებელი. ჯოზეფ ქეის მიმართ აზრი ჩამოყალიბებული აქვს ქართულ საზოგადოებასაც, ამაზე ბევრს წერდა ამერიკული პრესაც. როდესაც საჯარო პირი ხარ,  შენ გმართებს მაღალი თმენა, მაგრამ ის, რასაც აკეთებს საქართველოს ხელისუფლება, პროკურატურა და შემდეგ ამაში ერთვება სასამართლო, ეს არის ყოველგვარ ზღვარს გადასული. რა საჭირო არის დაყადაღება, როდესაც ვაშაძე არსად არ გარბის და შესაძლებელია შედგეს სასამართლო და ასეთი მოქმედებები არის უკვე შემაშფოთებელი.”

 

მისივე თქმით, ეს ხდება იმ ფონზე, როდესაც პრემიერი მოუწოდებს ყველას, რომ თითქოსდა საარჩევნო პროცესი დაჭერების გარეშე უნდა ჩატარდეს:

 

“ჯოზეფ ქეი ახლა განსაკუთრებული ზრუნვის საგანია დღევანდელი ხელისუფლების. ის არის განსაკუთრებული იარაღი ოპოზიციის წინააღმდეგ და მას განსაკუთრებულად ეხმარებიან.” 

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *