ახალი ამბები

შსს გავრცელებულ ვიდეოს უცხოელი ექსპერტების დახმარებით იკვლევს

7 ივნისი, 2013 • 962
შსს გავრცელებულ ვიდეოს უცხოელი ექსპერტების დახმარებით იკვლევს

“შინაგან საქმეთა სამინისტრო ამჟამად აქტიურად მუშაობს, რათა დაადგინოს, თუ საიდან მოხდა აღნიშნული ვიდეოს ატვირთვა. მიმდინარეობს დადგენა, თუ რომელი ქვეყნიდან, რომელი IP მისამართიდან მოხდა ამ ვიდეოს ატვირთვა, ჩვენ აქტიურად გვეხმარებიან უცხოელი პარტნიორები, ამიტომ დამატებით ინფორმაციას ვერ მოგაწვდით”, – განაცხადა შინაგან საქმეთა მინიტრმა.

 

ირაკლი ღარიბაშვილი მოსახლეობას სიმშვიდისკენ მოუწოდებს. მისი თქმით, ქვეყანაში უსაფრთხოების ზომები უმაღლეს დონეზეა დაცული და

ირაკლი ღარიბაშვილი
ირაკლი ღარიბაშვილი

პანიკის საფუძველი არ არსებობს.

 

6 ივნისს ჰელმანდის პროვინციაში განხორციელებული თავდასხმის შედეგად შვიდი ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა და ცხრა  დაიჭრა. 5 ივნისს კი გავრცელდა ვიდეომასალა სათაურით – “თალიბების ჯიჰადი ქართველი ჯარისკაცების წინააღმდეგ, რომლებიც ავღანეთში იბრძვიან”. ნათქვამია, რომ ყველა ჯვაროსანი, ვინც თალიბების წინააღმდეგ გაილაშქრა, დაისაჯა და აუცილებლად დაისჯებიან ქართველებიც. ვიდეომასალა შეიცავს მუქარას ქართველი მებრძოლებისა და პრეზიდენტ სააკაშვილის მიმართ.

 

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი