ახალი ამბები

ოდიშარია: რაბათის თემის პოლიტიზებას ცდილობენ

7 აპრილი, 2013 • • 1195
ოდიშარია: რაბათის თემის პოლიტიზებას ცდილობენ

“არიან ადამიანები, არის მოძრაობა პოლიტიკური ან პარტია ზოგიერთი, რომლებიც ცდილობენ ეს თემა პოლიტიზებული გახადონ, რაც შეცდომაა. რაბათის გუმბათი კომპლექსური პრობლემაა, რომელზეც ჩვენ გუშინ გვქონდა მსჯელობა და თუ რამე გადაწყვეტილები იქნა მიღებული, ჩვენი აზრი  ასეთია, საზოგადოებას გავაცნოთ, ვესაუბროთ და სპეციალისტებმა ყველას თანდასწრებით გადაწყვიტონ საბოლოოდ რა ჯობია, როგორ ჯობია”– განაცხადა ოდიშარიამ. 

 

შეგახსენებთ, რომ გუშინ, 6 აპრილს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თურქეთის პრემიერ-მინისტრს რეჯეფ თაოფ ერდოღანს შეხვდა. პრეზიდენტის ადმინიტრაციის ცნობით, ლიდერები შეთანხმდნენ, რომ რაბათის ციხის გუმბათი არ შეიცვლება, ხოლო ყველა სხვა საკითხი ურთიერთპატივისცემის პირობებში გადაწყდება. მათი განცხადებით, კულტურული მემკვიდრეობა ძალიან მნიშვნელოვანი და მგრძნობიარე თემაა და მხარეები თითოეულ ამ საკითხს სწორედ ამის სრული გათვალისწინებით განიხილავენ. მიხეილ სააკაშვილმა თურქეთის პრემიერ-მინისტრს წიგნი „ახალი საქართველო (ქართული არქიტექტურა ვარდების რევოლუციის შემდეგ 2003-2012)“ დაათვალიერებინა, რომელშიც რაბათის ხედებიც არის შესული. 

 

2 აპრილს პრეზიდენტის პრესსპიკერმა პრესკონფერენცია გამართა. მისი  განცხადებით, საგარეო საქმეთა და კულტურის სამინისტროების მიერ მომზადებული დოკუმენტი მათ დღეს მიიღეს გრიფით “ფრიად სასწრაფო”, თუმცა მათთვის გაუგებარია, რატომ ითხოვს მთავრობა საიდუმლო და დახურულ მიმოწერას საჩქარო წესით. პრეზიდენტი მთავრობას ამ საკითხზე საჯარო განმარტების გაკეთებას სთხოვს.


ამ დოკუმენტში ლაპარაკია ნგრევასა და განადგურებაზე. აქ საუბარია ქრისტიანული სიმბოლოების გატანაზე, რომელსაც განსაკუთრებულად უნდა მოვეპყროთ, ისევე, როგორც, რა თქმა უნდა,  მუსლიმურ სიმბოლოებს. ეს არ არის თურქეთ-საქართველოს პრობლემა. ეს არის იმ ტენდენციის გაგრძელება, რომელსაც ბოლო პერიოდში ვხედავთ და ვისმენთ – მიწასთან გაასწორონ და დაანგრიონ ის, რაც ბოლო წლებში საქართველოში აშენდა და გაკეთდა“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერმა.  


მანანა მანჯგალაძემ ჟურნალისტებს აღნიშნული დოკუმენტის რამდენიმე პარაგრაფი გააცნო, რომელშიც წერია:


“საქართველოს მხარე, თურქეთის რესპუბლიკის ექსპერტების მონაწილეობით, საქართველოს ტერიტორიაზე არსებული ოსმალური მემკვიდრეობის უძრავ ძეგლებთან მიმართებაში განახორციელებს შემდეგ სამუშაოებს:


1. მე-18 საუკუნეში აჰმედ ფაშას მიერ ახალციხეში აგებული აბანოს კომპლექსის რესტავრაცია


2. მე-18 საუკუნეში აჰმედ ფაშას მიერ ახალციხის ციხეში აგებულ მეჩეთსა და მედრესეზე 2012 წელს წარმოებული სარესტავრაციო სამუშაოებისას დაშვებული ხარვეზების გამოსწორება: გუმბათის ფერის შეცვლა (გუმბათის არსებული ოქროსფერი საფარის ტყვიისფერით ჩანაცვლება), პირვანდელი რკინის ცხაურების დაბრუნება, ნაგებობების გარშემო სადრენაჟო სისტემის შემოწმება და, საჭიროების შემთხვევაში,  მოსაპირკეთებელი მასალის გაუმჯობესება;


3. ქართული მხარე ვალდებულებას იღებს გამოიტანოს მეჩეთის შიდა სივრციდან ჯვრის გამოსახულებიანი შუასაუკუნეების ქვის რელიეფები, რომლებიც ექვემდებარება ადგილმონაცვლეობას”

მასალების გადაბეჭდვის წესი