ახალი ამბები

აუდიტის სამსახური 4 საარჩევნო სუბიექტის დაჯარიმებას ითხოვს დეკლარაციების გამო

2 სექტემბერი, 2016 • 1165
აუდიტის სამსახური 4 საარჩევნო სუბიექტის დაჯარიმებას ითხოვს დეკლარაციების გამო

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, შემოსავლების შესახებ სამკვირიანი დეკლარაციები არ წარმოადგინა 4-მა პოლიტიკურმა საარჩევნო სუბიექტმა. ამის გამო აუდიტის სამსახურმა სამართალწარმოების ოქმები შეადგინა, რომლებითაც სასამართლოს მიმართავს ამ საარჩევნო სუბიექტების დაჯარიმების მოთხოვნით. 

როგორც მთავარი აუდიტორი, ლაშა თორდია განმარტავს, პოლიტიკურმა პარტიებმა- “ჩვენი სამშობლო”, “სახალხო პარტია”, “ქართული იდეა” და დამოუკიდებელმა კანდიდატმა თამარ იარაჯულმა, დაარღვიეს კანონით დადგენილი ვადები და აუდიტის სამსახურს მიღებული შემოსავლებისა და ხარჯების შესახებ ინფორმაცია არ მიაწოდეს. დეკლარაციაში მოცემულია, თუ ვინ, რა რაოდენობის თანხა შესწირა ამა თუ იმ პარტიას განსაზღვრული დროის განმავლობაში.

“მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად, ეს ითვალისწინებს სანქციას პარტიის შემთხვევაში 2 000, ხოლო ფიზიკური პირის შემთხვევაში – 1 000 ლარის ოდენობით”, – განაცხადა მთავარმა აუდიტორმა, ლაშა თორდიამ დღეს, 2 სექტემბერს, გამართულ პრესკონფერენციაზე. 

ნახეთ, ასევე:

მასალების გადაბეჭდვის წესი