ახალი ამბები

პარლამენტმა გენერალურ აუდიტორად ცოტნე ყავლაშვილი აირჩია

20 სექტემბერი, 2022 • 1449
პარლამენტმა გენერალურ აუდიტორად ცოტნე ყავლაშვილი აირჩია

პარლამენტმა საქართველოს გენერალურ აუდიტორად ფინანსთა მინისტრის მოადგილე ცოტნე ყავლაშვილი აირჩია.ყავლაშვილის კანდიდატურას მხარი დაუჭირა 87-მა დეპუტატმა.

პლენარულ სხდომაზე სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის კანდიდატურა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა წარადგინა. ის ამ პოსტზე ირაკლი მექვაბიშვილს ჩაანაცვლებს.

ყავლაშვილთან, რომელსაც ფინანსთა სამინისტროში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს, ოპოზიციის წევრებს კითხვები მის დამოუკიდებლობასა და ინტერესთა კონფლიქტთან დაკავშირებით ჰქონდათ.

„სრულად მაქვს გაცნობიერებული პასუხისმგებლობა რაც მეკისრება და ყველაფერს გავაკეთებ, ჩემს ცოდნას და გამოცდილებას სრულად მოვახმარ იმას, რომ ეს წარმატებული და უმნიშვნელოვანესი ინსტიტუცია იყოს კიდევ უფრო ეფექტიანი და წარმატებული. ჩემი კანდიდატურის დამტკიცების შემთხვევაში, სახელმწიფო აუდიტის საქმიანობა იქნება კონცენტრირებული ოთხი პრინციპის გარშემო – დამოუკიდებლობა, პროფესიონალიზმი, გამჭვირვალობა და ობიექტურობა. ამ პრინციპების გარშემო იქნება მიმართული მთელი ძალისხმევა, რათა კიდევ უფრო გაძლიერდეს ინსტიტუციურად ეს სამსახური“, – განაცხადა პარლამენტში ცოტნე ყავლაშვილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი