ახალი ამბები

მელიას მიმართ კეზერაშვილის საჩუქრის ცნობაზე აუდიტმა მოკვლევა დაიწყო

24 იანვარი, 2023 • 898
მელიას მიმართ კეზერაშვილის საჩუქრის ცნობაზე აუდიტმა მოკვლევა დაიწყო

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიასთვის დავით კეზერაშვილის მიერ მანქანის ჩუქების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა მოკვლევა დაიწყო.

ამის შესახენ ნეტგაზეთს აუდიტის სამსმახურში განუცხადეს.

„სახელმწიფო აუდიტის სამსახურის პოლიტიკური ფინანსების მონიტორინგის დეპარტამენტმა დაიწყო საკითხის მოკვლევა. სამართალდარღვევის ფაქტის გამოვლენის შემთხვევაში მოხდება შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება“, – აცხადებენ სახელმწიფო აუდიტის სამსახურში.


22 იანვარს „ფორმულას“ ეთერში ენმ-ის თავმჯდომარეობის კანდიდატის, ლევან ხაბეიშვილის შტაბის წევრმა ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა, რომ  რამდენიმე არჩევნების დროს დავით კეზერაშვილი ნიკა მელიას პირადად ეხმარებოდა და მისგან საჩუქრებიც მიუღია, მათ შორის, ძვირად ღირებული ავტომობილი, რომლითაც დღეს დადის.

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიამ ოპონენტების ბრალდებებს მდაბიო საქციელი უწოდა და აღნიშნა, რომ უამრავი ტყუილით, სპეკულაციითა და ცილისწამებითაა სავსე.

მასალების გადაბეჭდვის წესი