ახალი ამბები

ყველაზე მეტი კანონპროექტის ინიციატორი 25 დეპუტატი [ინფოგრაფიკა]

3 აგვისტო, 2016 • 1993
ყველაზე მეტი კანონპროექტის ინიციატორი 25 დეპუტატი [ინფოგრაფიკა]

საქართველოს მერვე მოწვევის პარლამენტი სექტემბერში დაასრულებს მუშაობას, თუმცა მოქმედ დეპუტატებს შორის ბევრია ისეთი, რომლებსაც კვლავ სურს პარლამენტის წევრობა. იმისათვის, რომ გავიგოთ, თუ როგორ ახორციელებენ მთავარ სადეპუტატო საქმიანობას პარლამენტარები, რაც უკავშირდება კანონშემოქმედებით საქმიანობას, ჩვენ პარლამენტიდან გამოვითხოვეთ ინფორმაცია იმ დეპუტატების შესახებ, რომლებმაც ყველაზე მეტი კანონპროექტის ინიცირება მოახდინეს.

ეს არის ყველაზე მეტი კანონპროექტის ინიციატორი 25 დეპუტატის ამსახველი ინფოგრაფიკა, სადაც თქვენ მიმაგრებული ფაილით ასევე შეგიძლიათ გაეცნოთ იმ კანონპროექტების ჩამონათვალს, რომელთა ინიცირებაც მოახდინეს მათ:

პარლამენტიდან მიღებული ინფორმაციის თანახმად, 2012 წლის 21 ოქტომბრიდან 2016 წლის 25 ივნისამდე 150 წევრი დეპუტატიდან  73-ს საკანონმდებლო ინიციატივის წესით არცერთი საკანონმდებლო ინიციატივა არ წარმოუდგენიათ, ხოლო 77-მა ეს უფლება გამოიყენა. ამ პერიოდში ყველაზე მეტი, 41 კანონპროექტი “თავისუფალი დემოკრატების” წევრს, დავით ონოფრიშვილს აქვს ინიცირებული. 38 ინიცირებული კანონპროექტით, მეორე ადგილზე “სოციალლ-დემოკრატიული” პარტიის ლიდერი გია ჟორჟოლიანია, ხოლო მესამეზე პარლამენტის ყოფილი წევრი “ქართული ოცნებიდან” ირინე იმერლიშვილი.

პარლამენტიდან მიღებული მონაცემების თანახმად, ყველაზე მეტი, 190 კანონპროექტი “ქართული ოცნების” წევრებს აქვთ ინიცირებული, “თავისუფალ დემოკრატებს” – 96 კანონპროექტი, ხოლო “რესპუბლიკელებს” – 90.

მასალების გადაბეჭდვის წესი