ახალი ამბები

თურქეთის მთავრობამ აკადემიურ პერსონალს ქვეყნიდან გასვლა დროებით აუკრძალა

20 ივლისი, 2016 • 1528
თურქეთის მთავრობამ აკადემიურ პერსონალს ქვეყნიდან გასვლა დროებით აუკრძალა

თურქეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებით,  ქვეყნის ყველა სასწავლო დაწესებულების აკადემიურ პერსონალს დროებით აეკრძალა ქვეყნის დატოვება. ინფორმაციას ამის შესახებ “როიტერი” ავრცელებს. მთავრობის ეს ქმედებაც სახელმწიფო გადატრიალების მცდელობას უკავშირდება.

როგორც თურქეთში სამთავრობო პირები აცხადებენ, ზოგიერთი უნივერსიტეტი კავშირშია გადატრიალების მცდელობაში მონაწილე სამხედრო ძალებთან.

19 ივლისს თურქეთის განათლების მინისტრმა სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში შესაძლო მონაწილეობის ბრალდებით სამსახურიდან 15,200 ადამიანი დაითხოვა. თურქეთის უმაღლესი განათლების საბჭომ კი სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებლების რექტორების გადადგომა მოითხოვა.

მასალების გადაბეჭდვის წესი