ახალი ამბები

სტამბულში ახალი წლის ღამეს მომხდარ ტერორისტულ თავდასხმაში ბრალდებული დააკავეს

17 იანვარი, 2017 • 4715
სტამბულში ახალი წლის ღამეს მომხდარ ტერორისტულ თავდასხმაში ბრალდებული დააკავეს

თურქეთის პოლიციამ ახალი წლის ღამეს სტამბულის ღამის კლუბზე თავდასხმაში ეჭვმიტანილი დააკავა. თავდასხმას 39 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. CNN Turk -ის ცნობით, თავდამსხმელს სანტა კლაუსის ფორმა ეცვა.

ტერაქტზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა ორგანიზაცია ე.წ. ისლამურმა სახელმწიფომ აიღო. მათ მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ეს იყო რევანში თურქული ჯარების ჩართულობაზე სირიის კონფლიქტში.

თურქეთის მედიაში გუშინ, 16 იანვარს, გავრცელებული ინფორმაციით, პოლიციას ტერორისტული თავდახმის  მოტივის ახალი ვერსია აქვს. თურქული გამოცემა”ჰურიეტის” ცნობით, თავდამსხმელის მოტივი შესაძლოა იდეოლოგიურის ნაცვლად მატერიალური იყო.  15 იანვარს თურქულმა პოლიციამ ტერორიზმში ბრალდებულის სახლში 150 000$ იპოვა. პოლიციის ვერსიით, ეს თანხა ბრალდებულმა ტერორისტული აქტის განხორციელებისთვის მიიღო.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი