ახალი ამბები

უკრაინა-რუსეთის მოლაპარაკებების შემდეგი რაუნდი თურქეთში 29 მარტს გაიმართება

28 მარტი, 2022 • 1237
უკრაინა-რუსეთის მოლაპარაკებების შემდეგი რაუნდი თურქეთში 29 მარტს გაიმართება

უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებები ხვალ, 29 მარტს სტამბულში, დოლმაბაჰჩეს სასახლეში გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას თურქული სამთავრობო მედიასაშუალება “ანადოლუ” ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, რუსული მხარის დელეგაცია უკვე სტამბულშია, უკრაინული დელეგაცია კი თურქეთში სავარაუდოდ დღეს ჩაფრინდება.

უკრაინული გამოცემის, “უკრაინსკაია პრავდა” წყაროზე დაყრდნობით იუწყება, რომ მოლაპარაკებები შესაძლოა ორი დღის განმავლობაში გაგრძელდეს.

უკრაინაში ომის პარალელურად მოლაპარაკებები მიმდინარეობს უკრაინასა და რუსეთს შორის სამშვიდობო შეთანხმებაზე. ორი ქვეყნის დელეგაციებს შორის მოლაპარაკებების სამი რაუნდი გაიმართა ბელარუსში, ასევე, ყოველდღიურ რეჟიმში გრძელდება ონლაინ-დისკუსიები. უკრაინისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრები კი ერთმანეთს შეხვდნენ თურქეთში, თუმცა სამშვიდობო შეთანხმებას ვერ მიაღწიეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი