ახალი ამბები

პოლიციამ ახალ წელს სტამბულის ტერაქტში ბრალდებულის სახლში 150 ათასი დოლარი იპოვა

16 იანვარი, 2017 • 2181
პოლიციამ ახალ წელს სტამბულის ტერაქტში ბრალდებულის სახლში 150 ათასი დოლარი იპოვა

თურქული გამოცემა,”ჰურიეტის” ცნობით, თურქეთის პოლიციას  ახალი წლის ღამეს სტამბულის ერთ-ერთ კლუბზე განხორციელებული ტერორისტული თავდახმის  მოტივის ახალი ვერსია აქვს.

გამოცემის ცნობით, თავდამსხმელის მოტივი შესაძლოა იდეოლოგიურის ნაცვლად მატერიალური იყო.  15 იანვარს თურქულმა პოლიციამ ტერორიზმში ბრალდებულის სახლში 150 000$ იპოვა. პოლიციის ვერსიით, ეს თანხა ბრალდებულმა ტერორისტული აქტის განხორციელებისთვის მიიღო.

თავდასხმა, რომელიც მოგვიანებით ტერორისტულ აქტად შეფასდა,  ახალი წლის ღამეს, სტამბულში, ერთ-ერთ ღამის კლუბში მოხდა და 39 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. CNN Turk -ის ცნობით თავდამსხმელს სანტა კლაუსის ფორმა ეცვა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი