ახალი ამბებირეკლამა

რჩევები, როგორ არ გავებათ ინტერნეტ– თაღლითების მახეში

14 აპრილი, 2016 • 2795
რჩევები, როგორ არ გავებათ  ინტერნეტ– თაღლითების მახეში

ჩვენ ელვისებურ საუკუნეში, ადამიანები მუდმივად დროის  სიმცირეს განიცდიან. ინტერნეტი ამარტივებს ცხოვრებას და უამრავი პრობლემის გადაჭრა სახლიდან გაუსვლელად შეგვიძლია. რა  ხანია ონლაინ სივრცეში შესაძლებელია ფინანსური ოპერაციების განხორციელება.  ეს დროის დაზოგვის შესანიშნავი შესაძლებლობა,  თუმცა, სიფრთხილეს თავი არასდროს სტკივა, განსაკუთრებით, როდესაც საქმე ფულად თანხებს ეხება. არსებობენ ადამიანები, რომლებიც, ონლაინ–თაღლითობის გზით ცდილობენ ფულის შოვნას.

ვებ–გვერდზე http://sesxebi365.com/uprocento-sesxebi, თქვენ შეგიძლიათ იპოვოთ სასურველი პროვაიდერი უპროცენტო სესხის მისაღებად. ჩვენ ვზრუნავთ საკუთარ მომხმარებელზე და გთავაზობთ რამდენიმე  პრაქტიკულ რჩევას, რომელთა გათვალისწინებით თქვენ შეძლებთ  აიცილოთ თავიდან  ყველაზე გავრცელებული ინტერნეტ–თაღლითობის სქემები და არასდროს გახდეთ მათი მსხვერპლი.

1. ნამდვილად საეჭვოა, როდესაც    გთავაზობენ მარტივად გამდიდრების გზებს. თაღლითთა უმეტესობა  ჩადებული ინვესტიციებიდან დიდი რაოდენობის მოგებას  გპირდებათ, რაც პრაქტიკულად შეუძლებელია.

ამგვარი მაქინაციის ერთ–ერთი ფორმა,  რომელმაც რეალური სივრციდან ვირტუალურ სამყაროში გადმოინაცვლა, ე.წ. პირამიდაა. სქემა შემდეგნაირია: ფულად ჯილდოს ანუ ე.წ. მოგებას მიიღებთ მაშინ,  თუ ინვესტიციის ჩასადებად ახალ წევრებს მიიზიდავთ.  ანუ, ჯერ თქვენგან ითხოვენ ფულის გადარიცხვას იმ მონაწილეს ანგარიშზე, რომელიც სიის თავშია მოქცეული. ახალი ინვესტორების მიზიდვის შემთხვევაში კი, თქვენ გადაინაცვლებთ წინა პოზიციაზე და დიდ მოგებასაც მიიღებთ. თუმცა, თუ ყოველი ახალბედა წევრი ახლების მოზიდვაზე იზრუნებს, ქსელი  ფართოვდება და დგება მომენტი, როდესაც სიტუაციის მართვა რთულდება. ამ დროს, ორგანიზატორები ფულთან ერთად ქრებიან. თქვენ კი, ვერც მოგებას მიიღებთ და ჩადებულ ფულსაც დაკარგავთ. სავსებით შესაძლებელია რომ, თქვენს მიერ მიწვეულმა ახალმა ინვესტორმა, თავისი ჩადებული თანხის ანაზღაურება მოგთხოვოთ.

2 . გაუფრთხილდით პერსონალურ  მონაცემებს .

პერსონალური ინფორმაციის „გამოძალვა“ და მისი გამოყენება –  თაღლითობის  ერთ–ერთი  გავრცელებული სქემა, ე.წ. ფიშინგია.

ელექტრონულ ფოსტაზე, საკმაოდ სანდო წყაროსგან (მაგალითად, ბანკი), მოგდით წერილი, რომელიც თევზის სატყუარასავით მოქმედებს.  თქვენგან ითხოვენ პირად ნომერს, საკრედიტო ბარათის ნომერს ან საბანკო ანაგარიშის მონაცემებს.. თუმცა, როგროც წესი, ბანკები ამგვარ მნიშვნელოვან ინფორმაციის მიწოდებას  იმეილით არ ითხოვენ.   სინამდვილეში, თქვენი მონაცემები ყალბ ვებ–გვერდზე გადადის, საიდანაც, შესაძლოა, ე.წ. შავ  ბაზარზე მოხვდეს, სადაც ფორუმებსა და საიტებზე პერსონალური მონაცემებით უკანონო კიბერვაჭრობა მიმდინარეობს. შესაძლებელია თაღლითები თავად იყინებენ თქვენ პირად მონაცემებს სხვადასხვა საბანკო ოპერაციის განსახორციელებლად.

3.  სიფრთხილე გამოიჩინეთ ონლაინ მაღაზიებით სარგებლობის დროს. ეცადეთ, ნივთის შეძენამდე გადახედოთ კომენტარებს, დაუკავშირდეთ ადამიანებს, რომლებმაც ისარგებლეს მათი მომსახურებით.  ხშირად, ბრენდულ ნივთებს არარეალურად იაფად გთავაზობენ  და ყიდვის შემთხვევაში, თანხის ნაწილის წინასწარ გადარიცხვას გთხოვენ. საბოლოოდ, ფულიც გეკარგებათ და ვერაფერს ყიდულობთ .

 

4. სიფრთხილე გმართებთ   აუქციონებზე მონაწილეობის დროს.

რისკი ორგვარია. პირველი – სრულიად უბრალო ან ყალბი ნივთის უნიკალურობაში  დაგარწმუნონ (მაგალითად, ვინმე  გამოჩენილ პიროვნებას ეკუთვნოდა) და მასში უზარმაზარი თანხა გადაიხადოთ. მიუხედავად იმისა, რომ ხშირად ნამდვილობის დამადასტურებელი სერტიფიკატი არსებობს, მაინც ვაწყდებით ასეთ შემთხვევებს.

ასევე დააკვირდით კონკურენტებს.  თუ ერთი და იგივე პიროვნება ბევრ აუქციონში მონაწილეობს და მყიდველთა სიაში ხშირად ფიგურირებს, დიდი ალბათობაა, უბრალოდ, ფასის ამწევი იყოს.

 

5. ასევე საეჭვოა  იმ საიტების შემოთავაზება, რომლებიც ე.წ. „კლიკების“ რაოდენობაში მიმზიდველ თანხას გთავაზობენ, თუმცა, როდესაც ჯერი თანხის განაღდებაზე მიდგება, თავდაპირველად თქვენგან ითხოვენ  100 $ ან მეტის ჩარიცხვას, რათა კომისიამ განიხილოს თქვენი შემთხვევა, დაგირიცხოთ თუ არა გამომუშავებული თანხა.

და ბოლოს შევაჯამოთ, არასდროს დაიჯეროთ მარტივად გამდიდრების შეთავაზებას , გაუფრთხილდით პირად მონაცემებს   და გამოყენებამდე გადაამოწმეთ ონლაინ მაღაზიების სანდოობა.

სტატიის საინფორმაციო პარტნიორია საიტი  sesxebi365.com

sesxebi

მასალების გადაბეჭდვის წესი