თსუ-ს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის საზოგადოებრივი გეოგრაფიის მიმართულების ხელმძღვანელი და სრული პროფესორი, გოგი გოგსაძე აკადემიურ საბჭოს ტოვებს.
“ნეტგაზეთთან” სატელეფონო საუბრისას გოგზაძემ განაცხადა, რომ ხვალ გამოქვეყნდება განცხადება, სადაც ისაუბრებს მიზეზებზე, რის გამოც მან ეს გადაწყვეტილება მიიღო. თსუ-ს პრესსამსახური არ აზუსტებს, მიიღეს თუ არა კანცელარიაში შესაბამისი წერილი, რადგანაც, მისი თქმით, ადგილზე არ იმყოფებოდა.
გუშინ საღამოს სოციალური და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორმა, მარიამ გერსამიამაც დატოვა აკადემიური საბჭო. სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტს ამ აკადემიურ საბჭოში გიორგი გოგსაძე და მარიამ გერსამია წარმოადგენდნენ. შესაბამისად, ამ ფაკულტეტს აკადემიურ საბჭოში წარმომადგენელი აღარ ჰყავს.
თსუ-ში მიმდინარე სტუდენტების პროტესტის მოვლენათა ქრონოლოგიას შეგიძლიათ გაეცნოთ აქ.